საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
აზაროვი ნამდვილად უნდა წაეყვანა, უსამართლობაა. ამ ილია ლონდარიძეს რატო აღარ იძახებენ? დაასრულა კარიერა ალბათ
გულადი
23 მაისი 2024 02:54
5
ქვილითაია იმიტომაა რომ საჭიროა ტანმაღალი ფორვარდი,შეიძლება გუნდი დაღლილია უკვე,შედეგი საჩვენოა და წინ ვიგერიებთ ბურთებს-ამ შემთხვევაში ვინმე გინდა წინ ტანმაღალი და თავით მოთამაშე გუნდი რო ამოასუნთქოს.
მეც არ მომწონს ქვილითაია,მაგრამ ბუდუს გარდა ვინაა სხვა მეორე?
ის ბიჭი ხაბულიანი იზრდებოდა, თურქეთში წაიყვანეს,მაგრამ მაგის გატანილი გოლი არ გამიგია რაც ძალიან სამწუხაროა.
ისე გაგუას წაყვანა ხო არ ჯობდა ქვილითაიას განოძახებას ვითომ?
რამხელა სტიმული იქნებოდა,მაგრამ არც ეგ თამაშობს ალავესში
Levani
23 მაისი 2024 02:30
6
ქვილითაიას თავში თუ მოხვდება გადაგდებული ბურთი, თორე ისე....
ვაჟა
23 მაისი 2024 23:21
0
ატეხეთ ამბავი აზაროვზე.
ვინ უნდა დადტოვებინა მაშინ ეს რომ წაეყვანა? დაწერეთ ერთი.
ან ამ საზონოვზე. ვის ადგილზე ჩაესვა?
გენა
22 მაისი 2024 22:07
20
მაგალითად ტაბიძე, გველესიანი, დვალი
!
23 მაისი 2024 03:33
3
azarovi,koxreidze,sigua,arabidze,beridze,sazonovi(axalgazrdebi) eg bichebi ar unda daetovebiat da vis vxedavt nakrebhi:shengelia ori tve ar utamashia tramvis mere, tabidze saidan gamochkrikes shokshi var, altunashvili da mekvabishvili zalian dabali donis orive, kankava da kashia zlivs dadis tipebi, dangratebi chirdebat.
fexburtis experti
22 მაისი 2024 21:30
1
სწორი შემადგენლობაა, ამ შემადგენლობით შანსი გვაქვს, რომ ერთი თამაში მაინც დიდი ანგარიშით არ წავაგოთ
akaki
22 მაისი 2024 16:18
17
ეს არის ამ ქვეყნის მტრების შედგენილი შემადგენლობა. . . მოვა დრო როცა კობიაშვილს მუჯირს და განსაკუთრებით იაშვილს კედელთან მივაყენებთ და სამშობლოს ღალატის მუხლით გავასამართლებთ. . . ამ ნაცხროვას სინამდვილეში. . .
ნაპოლეონი
22 მაისი 2024 16:45
7
AKAKI
რასაც შენ წერ , ეგ არის ჩასვრილი მენტალიტეტის გამოხატულება და ჯერ არსად , არასდროს , არაფერში, ჩასვრილებს არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ . მაგ აზროვნებით არ მოვსულვართ დღემდე ქართველები .
ტარიელი
22 მაისი 2024 22:22
3
საბოლოო ჯამში ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი არის დაცვა.
ამიტომ არის სანიოლი თამაშობს 3 ცენტრალური მცველით, რადგან მცველების დაბალი კლასის გამო 2 მცველი ვერ ართმევს თავს დაკისრებული მოვალეობას.
ამის შედეგია რომ ნაკრებს აკლდება შემტევი პოტენციალი, აკლდება დამატებითი მოთამაშე შუახაზში.
თორემ კაცმა რომ თქვას წინახაზის მოთამაშეები სულაც არ არიან სუსტები.
კვარაცხელია, კიტეიშვილი, მიქაუტაძე ევროპის კარგ გუნდებში თმაშობენ და მათ კლასი არ დაეწუნებატ.
ასევე კარგები არიან. ქოჩორაშვილი, დავითაშვილი და ჩაკვეტაძეც.ასევე კარგები არიან ფლანგის მოთამაშეებიც.
d
23 მაისი 2024 15:21
2
"ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა" - თუ სამტრედიელია როგორ გააცდენდა ევროპის ჩემპიონატს ))
გია_544
23 მაისი 2024 13:51
14
სამტრედია რა შუაშია კალაძე კი არ არის მწვრთნელი?!ჯიმი კარგი იყო რუსეთში,მერე დინამოში საშინლად გამოიყურებოდა,ახლა არ ვიცი რა ფორმაშია,მაგრამ სანიოლის არჩევანი ეს არის,მე მაინც საზანოვს წავიყვანდი მიუხედავად პრაქტიკის არ ქონისა იტალიური გამოცდილება მცველისთვის ფუფუნებაა,აი მექვაბიშვილი რო ძალად არის შეტენილი ნაკრებში ეს ცხადია,უინტელექტო ფეხბურთელია მაგის მაგივრად აზაროვი უნდა წასულიყო მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა,არაბიძე კი მართლა არ იმსახურებს,ჯარიმას ხვიჩა და ქოჩორაც კარგად ურტყამენ,არაბიძე დადის სტადიონზე არ შემდგარი ფეხბურთელია სამწუხაროდ,ქვილითაის მაგივრად სიგუას წაყვანა სჯობდა,მაგრამ გიო მაინც გამოცდილია,პირველ ბურთზე კარგად იბრძვის,თორემ დიდი არაფერი გამოსდის ნაკრებში,მადლობა მოვიხადოთ რო ოქრიაშვილიც არ შეტენეს მარა მექვაბიშვილს მაინც აჯობებდა ოქრიც,არაბიძეც და ყაზაიშვილიც
Gomako
23 მაისი 2024 14:45
3
თვითონ სამტრედიელმა თქვა ქოჩორას მე დავეხმარეო ნაკრებში მოსახვედრადაო.
და ვერ გავიგე, კალაძის ბოტები კალაძეს ტყუილში ადანაშაულებთ?))
რატომ არ დაეხმარებოდა ტაბიძეს? (ბოლოს როდის ითამაშა ნაკრებში, რითი დაეხმარება ნაკრებს?)
გია
23 მაისი 2024 17:43
1
ყველა გამოხმაურება
ტაბიძე )))) სირცხვილია ჭიაბრიშვილის ლუბინჩიკი. თან ტაიმ აუტში თქვა ეტყობა იცოდა )))
ვაი შენს პატრონს
22 მაისი 2024 12:49
3
ვთქვათ ასეცაა,მაგრამ ჭიაბრიშვილი,არც ნაკრებშია და არც ფედერაციაში.რა გავლენა უნდა ჰქონდეს,სანიოლზე?სიმართლე მაინც ის მგონია,რომ გამოცდილიცაა,ფლანგზეც ნათამაშები აქვს,დაცვაში,ცენტრშიც და ფიზიკურადაც ირაკლიზე გაცილებით ძლიერია.სანიოლი დღეს გამარჯვებულია და შემადგენლობის შერჩევისას,ძალას ვერავინ დაატანს,მით უფრო,რომ ირლანდიელები,მგონი ჯერაც ელიან მისგან პასუხს,მათი ნაკრების მწვრთნელობაზე.მას ჩვენთან საფერი არაფერი აქვს.მაინც ჩემი ვერსია მგონია,უფრო ლოგიკური.
სოსო
23 მაისი 2024 17:07
0
და გაფართოებული სემადგენლობა რომ გამოეძახა და იქედან შეერჩია 26 არ გამოვიდოდა?
ყველა ასე აკეტებს
და ეს რა გამონაკლისია ? :)
იმედია დავალაება არ აქვს რომ უკრაინული შAხტარის მოთამასეებს არ წყალობდეს.
ალბათ გოჩალაც ისს ყავს 5 წუთსაც არ ათამაშებს
ან ეს საზანოვი. ეტყობა რუსEტს რო უღალატა არ მოწონთ :)
las
22 მაისი 2024 12:27
21
ერთი აზაროვზეა კითხვის ნიშანი, თორე საზონოვი მაყურებლის როლშია მთელი სეზონია თავის გუნდში.

გაფართოებულ შემადგენლობას ალბათ თავისი მინუსი ექნებოდა ->> რამდენიმე მოთამაშეს დატოვება მოუწევდა და შეიძლება გარემო/სიტუაცია არეულიყო დამატებითი უაზრო კონკურეენციის გამო. (არ ვართ საფრანგეთი და მსგავსი ქვეყანა რო 3-ჯერ მეტი ხარისხიანი ფეხბურთელები გვყვავდეს ვიდრე ეხა არიან).
nk
22 მაისი 2024 12:45
5
nk- კვეკვესკირის სტატისტიკა ნახე ჭ კლასის გუნდში . ,,ტორინოს " სკამი ჯობია მთელ იქაურ ჩემპიონატს . მექვაბიშვილი რეალშია ხო ? აღარ მახსოვს . ალთუნაშვილი , კაშია , კანკავა ,ტაბიძე ტორინოს სათადარიგო სკამზე მოხვდებიან?
gpi
22 მაისი 2024 22:59
0
ეს არის ტაქტიკა 0-0-ზე თამაშის.
თუ გაუვარდებათ შემთხვევით შეიძლება გაიტანონ.
თუმცა სესაძლოა ამ ეტაპზე მეტის არც შეგვიძლია
d
23 მაისი 2024 13:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული