საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
რა ვერ მიხვდით მექვაბიშვილს ,,კაი კრიშა,,ყავს ვის რა გინახავთ მისი შესრულებით,ეგ მიგყავს არაბიძეს ტოვებ,თუ ფეხბურთი არ გვესმის,ბრმა ხომ არ ვართ ამდენი ხალხი
სვანსკი
23 მაისი 2024 10:38
4
ირაკლი აზაროვის განაცხადის მიღმა დატოვება არის ძალიან დიდი უსამართლობა, პლეიოფებამდე ნაკრების 15 ოფიციალური თამაშიდან ევროპის შესარჩევში და ერთალიგაზე 14 მატჩში განაცხადში იყო, აქედან 11 თამაშში ითამაშა, საშუალოდა 60 წუთი, უდიდესი წვლილი შეიტანა ნაკრების წარმატებაში, შახტარშიც სისტემატიურად თამაშობდა მაღალ დონეზე, ბოლო ბოლო ჩემპიონთა ლიგა ითამაშა და ტურის სიმბოლურში იყო, ამით რამხელა ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებენ 22 წლის ბიჭს ვერ ხვდებიან?
დათო
22 მაისი 2024 21:06
2
1000 % გეთანხმები
ასევე
22 მაისი 2024 21:31
0
თუ "დამსახურებით" ვარჩევთ საევროპო შემადგენლობას მეგობარო, მაშინ ბორის პაიჭაძე ამოვიღოთ (აცხონოს ღმერთმა) საფლავიდან... ეგრე ხომ არ არის, არა?! ვინც დღეს, ამ კონკრეტულ მომენტში არის საუკეთესო ის უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში, პირიქით დიდი ეჭვი მაქვს რომ კიდევ რამდენიმე ხათრით და ვერ დაუარების გამოა შემადგენლობაში, და თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, სენტიმენტები გვერდზე უნდა გადავწიოთ, ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელი დარჩა სამწუხაროდ შიდა ჩემპიონატიდან, რომლებიც ვფიქრობ იმსახურებდნენ შანსს, ყოველ შემთხვევაში მოსამზადებელ პერიოდში მაინც!
კარეკა
22 მაისი 2024 21:46
8
ყველა გამოხმაურება
მექვაბიშვილის, ალთუნაშვილს და ბოდიშით მაგრამ კანკავაც არ არის სანაკრებო დღეს, ამ დროს აზაროვი მოატოვეს და არაბიძეს საერთოდ შანსიც არ მისცეს. ამას გარდა შუა ხაზში შეიძლებოდა ერთი ორი ახალგაზრდის დამატება მაგრამ ეს პედერაცია რაგბის პედერაციის მაგვარად ზემოდან იმართება და მთელმა საქართველომ იცის კარგად, მაგრამ გენებში გვაქვს გამჯდარი საბჭოთა ფარისევლობა და კიდევ უარესი ას წელულობით ირანული და თურქული მონობის ქვეშ შეძენილი იმ სამყაროს ზედმეტი ფარისევლობა ძლიერთ მიმართ და გამყიდველობა. ეს არის ჩემო ბატონო იმის მიზეზი ქვეყანაც რომ ვერ აშენდა 32 წელია და 26 მაისი ვიზეიმოთ ეხლა თავისუფლების დღედ და ვატაროთ აქციები... აქციამ ქვეყანა დააქცია... ფესვებია გადაჭრილი
simartle
22 მაისი 2024 16:59
9
simartle-ს მიტინგზე ხარ?
გურულო
22 მაისი 2024 17:16
6
თან ალტინფოს მიტინგზე:))
valderrama
22 მაისი 2024 21:32
4
მექვაბე არ დატოვოტ
dddd
22 მაისი 2024 12:38
5
საქართველო ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და რა ამბიციურებიც არ უნდა ვიყოთ,ჯგუფში ვერც ერთ ნაკრებზე ვერ ვიტყვით,ჩვენი ნაკრები მათზე კლასით მაღალიაო.ბრძოლა ყველასთან შეიძლება,ვიბრძოლებთ კიდეც,მაგრამ ჩვენი ნაკრები არასოდეს გამოირჩეოდა ლაღი,შემტევი თამაშით(ბოლო 15 წელიწადში მაინც) და ალბათ არც ეს ნაკრებები მოგვცემენ,ფრენის საშუალებას.როგორც მიჩვეულები ვართ,სავარაუდოდ,აქაც მეორე ნომრად მოგვიწევს თამაში და ომით და ბრძოლით,იმის მოპოვება,რა ქულებსაც დავაგროვებთ.პირველი თამაში თურქებთან მოგვიწევს,რომლებსაც სხვა თუ არაფერი,გიულერი და ჩალხანოღლუ ჰყავთ,მთელი გუნდი კი,მებრძოლი და ძალიან აგრესიული ხასიათით გამოირჩევა.ეს თამაში,მათთვისაც საკვანძო იქნება და დარწმუნებული ვარ,მოედანზე დაუნდობელი ორთაბრძოლები და შეტაკებები იქნება.ასეთ თამაშებში,ბარათების ცვენაა ხოლმე და სავარაუდოდ,ყველაზე მეტად,დაცვის ცენტრის და საყრდენი ზონის ფეხბურთელებს მოუწევთ,მძიმე ბრძოლები,ტრავმები და წითელ ყვითელი ბარათების რისკით თამაში.ჩვენი საკმაოდ ნელი დაცვის ცენტრის დახმარებაც მათ მოუწევთ და გუნდს საშუალება უნდა ჰქონდეს,წითელი ბარათის აკიდების საფრთხის წინაშე მდგარი ფეხბურთელი,სხვა,მსგავსი ამპლუის ფეხბურთელით ჩაანაცვლოს.ერთი სიტყვთ,როგორც კვარას ეთამაშებიან იტალიაში,ყვითელი ბარათების გადანაწილებით,ისე მოგვიწევს ჩვენც,მეტოქეთა ლიდერების ნეიტრალიზაციის მცდელობები.ვფიქრობ ამითაა გამოწვეული,საყრდენის ამპლუის და დაცვის ცენტრის ფეხბურთელებით,შემადგენლობის გადატვირთვა.ესპანეთთან თამაშმა გვაჩვენა,რამდენად უსუსრებად გამოვიყურებით,ტექნიკურ ნაკრებებთან შედარებით,პორტუგალია კი,ესპანეთზე მეტი თუ არა,ნაკლები ნამდვილად არ არის და შემადგენლობის სიღრმით,ჩემი აზრით ესპანეთს აღემატება კიდეც.ნებისმიერი შემადგენლობით,ისინი ჩვენთვის უკიდურესად საშიშები არიან ,ჩეხები კი ფიზიკურად ძალიან ძლიერნი და ათლეტურები.ასეთ გუნდებთან ირაკლი აზაროვისათვის ძალიან ძნელია,რადგან ფიზიკურადაც იჩაგრება.მისი არ წაყვანას,მხოლოდ ამ ნიუანსებით თუ ავხსნით.ჯიმი ტაბიძე,დაცვის ცენტრში ნათამაშებია და შესაძლოა სწორედ ამიტომ ამჯობინა,ირაკლის.ფაქტია,რომ სანიოლი,გამოცდილ ფეხბურთელებს ეყრდნობა.ანზორ მექვაბიშვილი,საყრდენის ამპლუის ფეხბურთელია და ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.ის 21 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო,ევროპის ჩემპიონატზე და ვინც მასზე ცუდად ლაპარაკობს,მათ გასაგონად ვიტყვი,რომ ნაკრებში კაპიტნად,შემთხვევით არავის ირჩევენ.ესე იგი აქვს,რაღაცა მორალური თვისებებიც,საფეხბურთო უნარებთან ერთად.საყრდენის პოზიციაზე,საერთოდ საკმაოდ გვიან იხსნებიან,რადგან საკვანძო და ურთულესი პოზიციაა.გიორგი ქვილითაიას,ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ეგეც არ იყოს,ის სრულიად განსხვავებული ტიპის თავდამსხმელია.სანიოლს,ის ტაქტიკური მრავალფეროვნებისათვის სჭირდება,მატჩის მიმდინარეობის მიხედვით.
მწვრთნელმა და ამ ნაკრებმა,იმ შედეგს მიაღწიეს,რომლის მსგავსიც,აქამდე არ გვქონია და ყველას მოგიწოდებთ,შეეშვათ,მწვრთნელის თუ ცალკეული ფეხბურთელების აუგად ხსენებას.ეს ნაკრები,უკვე წარმატებულია და ევროპის ჩემპიონატზე თუ რაიმე წარმატებას მიაღწევს,ეგ უკვე დამატებით პრიზად შეიძლება ჩავთვალოთ.ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,სავარაუდოდ,რამდენიმე ფეხბურთელი დაამთავრებს სანაკრებო და ზოგმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერაც დაასრულოს.ასე რომ ნაკრების გარეთ დარჩენილ ბიჭებს,კიდევ ექნებათ შანსი ნაკრებში წარმატებების მიღწევისა.ამჟამად უკვე ბ ჯგუფში გამოვდივართ და აქედან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა,თითქმის შეუძლებლად მოჩანს,დღევანდელი გადასახედიდან მაინც.ასე რომ ნაკრების გაახალგაზრდავებას წინ აღარაფერი დაუდგება და ახალგაზრდების ნაკრებში გეგმაზომიერად შეყვანის პროცესი გაგრძელდება.ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ,ნაკრების გარეთ დარჩენილ ბიჭებს კი მოვუწოდებ:-ბიჭებო,ყურები არ ჩამოყაროთ,ყოველ ორ წელიწადში ევროპის,ან მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება და ყველას მოგეცემათ შანსი,ნაკრებში ფეხი მოიკიდოთ და ამ ტურნირებზე მოსახვედრად იბრძოლოთ.ციკლის დასასრულს,ნაკრების ბირთვი,სავარაუდოდ უკვე 21 წლამდელების ბიჭებით იქნება დაკომპლექტებული და დაე გვაჩვენონ,რა შეუძლიათ.
სოსო
23 მაისი 2024 11:31
3
სწორი მსჯელობაა...ვისაც არ მოეწონა აცდენილი მგონია რეალობას... რა რესურსიც გვაქვს შეესაბამება, მოტივაცია კი ახალგაზრდებს დადებით ფონს შეუქმნის, ნუ ვისაც რამე რესურსი აქვს მოსამატებლად, სამწუხაროდ ასეთები ცოტა გვყავს
გუსანი
23 მაისი 2024 11:48
2
გეთაბხმები სოსო ძალია სწორად აღნიშე ყველაფერი უბრალოდ ჯიმი ტაბიძის გამოძახებას ვერ ვხდები როგორც ფეხბურთელი ნოლია და თუ მაგ ადგილას იყოს პრობლემა აზარა გელაშვილი ან კალანდაძე წაეყვანა ახალგაზრდები არიან და მიეჩვევოდბებ და მომავალში გამოადგრბოდათ და ეს ტაბიძე ჭიაბრიშვილის პროტეჟეა გადახედეთ მის კარიერას აი ესაა ცუდი თორე აზაროვი კიარა მსოფლიო ვარსკვლავები არ წაუყვანიათ მსოფლიოზე და ევროპაზე
ვაი შენს პატრონს
23 მაისი 2024 11:47
2
საერთოდ არ მესმის რა გვინდა ამ ევროპის ჩემპიონატზე? საშიშია ევროპაში ქართველი ფეხბურთელების საერთოდ ჩასვლაც( გეიდაავადება არ დაემართოთ), უტვინო არაპროფესიონალმა ვენეციის კომისიის წევრებმა არ მოახდინონ გავლენა ჩვენს პატრიოტ და დამოუკიდებელ ფეხბურთელებზე. სასწაული რომ მოხდეს და ამ გუნდმა რაიმე შედეგი დადოს,მერე პეკოვსა და ლავროვს როგორ შევხედოთ თვალებში?
ჩემის აზრით უნდა ბოიკოტი გამოვუცხადოთ...ჩავატაროთ საკუთარი "ევროპის ჩემპიონატი" რუსეთის,ბელორუსიისა, ირანის და ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით. მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული გვაქვს და თანაც საპატრიარქო დაგვლოცავს.
Walter White
22 მაისი 2024 23:53
43
შენ თუ გგონია იმ ევროპაში ირანელის და თურქის გარდა ვინმე გელოდება ამცდარი ხარ რეალობას.
და აჯიმანიები აკეთე-არ გცემონ ევროპის ქუჩაში შემთხვევით მუსლიმებმა,შენნაირ ტიპებს სცემენ ხშირად ეგენი
Levani
23 მაისი 2024 01:00
13
ნუ რაცაა ესაა, უბრალოდ გული დამწყდა არიბიძეზე, საზონოვზე და აზაროვზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ფეხბურთელებს უფრო მეტიც შეეძლოთ მოენდომებინათ და ნაკრებს მიღმა დატოვების შანსი არ მიეცათ. მაგალითად რა უშლის არაბიძეს ხელს, რომ უბურთოდ უფრო მეტი ირბინოს მოედანზე
ნიკა
22 მაისი 2024 14:08
2
100%. მე მგონია მე უფრ მინდა რომ დიდ კლუბში და ნაკრებში Iტამაშოს ვიდრე თვითონ. ვუყურენ მის თამაშებს და უბურთოდ თითქმის არ მორაობს. ბურთი იკარგება და ძუძულით მიდის უკან. ამაზე ამბობდა სანიოლი ინტენსივობა აკლიაო.
ნუგზარი
22 მაისი 2024 15:18
3
ხალხო , არაბიძეს რო არ იძახებთ , მივეჩვიეთ , მაგრამ აზაროვი რომ არ გამოიძახეთ , ნამუსი არღარაა ???ღმერთმა ხელი მოუმართოს , მაგრამ მექვაბიშვილი ? - კარგით რა !ანდა საზონოვი ასე გამოუსადეგარია ? ღმერთმა ხელი მოუმართოს საქართველოს ნაკრებს ! მაგრამ , უკეთესი მწვრთნელისა და სამწვრთნელო სტაფის ხელში , უკეთესი შედეგი და თამაში შეგვეძლო გვეჩვენებინა . ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს .
zaza
22 მაისი 2024 13:43
6
ლოჩოშვილი და მექვაბრიშვილი! ოკ. ყველაფერი გასაგებია! (მამუჩაშვილიც უნდა გამოგეძახათ ბარემ, ეგ როგორ გამოგრჩათ) ახალი გუნდები გინდათ მოუძებნოთ ხო? რომელი იმსახურებს მაგ ორიდან და რატომ? იქნებ მიპასუხოთ ვინმემ? აზაროვი არაო, საზანოვი არაო, არაბიძე არაო,
TT
22 მაისი 2024 13:10
4
არაბიძეს რომ არ გამოიძახებდა დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ აზაროვი ძალიან გულდასაწყვეტია, რა გააკეთა ესეთი რომ ესე მოიძულა
სიმართლე
22 მაისი 2024 12:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული