საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ჩემზე კარგად იციან ვინ არის მზად და ვინ არა მაგრამ ვაკო ყაზაიშვილის დონის ფეხბურთელის არ წაყვანა შეცდომად მიმაჩნია
ოთარი
22 მაისი 2024 17:34
18
აზაროვი, არაბიძე და ყაზაიშვილი რომ დატოვეს, ნეტა რას ფიქრობენ. იმედი რისი აქვთ, ლუქსებს კი არ ეთამაშებიან. ფრანგს რა ენაღვლება, რამე რომ იყოს, მოტყდება სახლში, კობი და თავისი რაზმი?
კახი
23 მაისი 2024 09:29
20
კვარაცხელია არარის?
გიჯა
22 მაისი 2024 17:43
12
ეს ის სანიოლი არ არის, საბერძნეთთან მატჩის შემდეგ რომ აღმერთებდნენ? ვილი ოქროს მწვრთნელი ხარ და აბა რა ვილი , შენი გვჯეროდაო?
kane
22 მაისი 2024 15:25
4
Ნახევარი შემადგენლობა ბათუმის დინამოს აღზრდილია.ერთი დემჩენკო უნდა ნაკრებს და გასული ვართ ჯგუფიდან.დემჩენკო ანჩელოტიზე ნაკლები მწვრთნელი არ არი
Ბათუმს ქათქათას
22 მაისი 2024 15:22
9
ბათუმი თვითონ არის თბილისის დინამოს აღზრდილი ვერან
Jila
22 მაისი 2024 16:34
3
ტაბიძე ერთადერთი მარცხენა მცველია,და უნდა ათამაშოს ძირითადში,საკვირველია საზონოვის და აზაროვის დატოვება.სამწუხაროდ სანიოლი არაადეკვადური და ცუდად მოაზროვნეა
თეიმურაზ რეხვიაშვილი
26 მაისი 2024 16:41
4
ლუკა გაგნიდზე რატო არ გამოიდზახეტ დზლიერი ფეხბურტელია ჯკვიანი
david
23 მაისი 2024 08:56
19
აზაროვი, საზონოვი, სიგუა და ყაზაიშვილი? ტრამვა აქვთ ყველას ხოჭოლავასავით?
ვახო
23 მაისი 2024 05:53
9
თავდასხმაში დავაყენებდი, ცენტრში ბუდუ, ფლანგებზე ფრანგი ლომები ზურიკო და ჟორჟი,
ნახევარ დაცვაში ბურთი რო დაიჭირონ და თავდასხმას დაემარონ, კვარა, ჩაკვე, ლობჟანიძე, კანკავა ცოტა უკან დაწეული.
დაცვა ცენტრი კვირკველია, კაშია,
ფლანგებზე აზაროვი, კაკაბაძე
მეკაერე მამარდა
მიხეილი
23 მაისი 2024 13:50
13
ყველა მოსაზრება იმსახურებს პატივისცემას. თუნდაც მცდარი იყოს

გაითვალისწინეტ დისლაიკის დამწერებო.
გამოთქვა ადამიანმა თავისი აზრი
არაა აუცილებელი უარყოფითი რეაქცია გამოავლინოთ :)
d
23 მაისი 2024 14:36
3
ხოდა გაუშვია საქართველოს 4 გოლი, ყველა თამაშში. მასეთი სტილის შემადგებლობას ისიც კი არ აყენებს ვისაც მაგის შესაძლებლობა აქვს
!
23 მაისი 2024 14:27
0
მექვაბიშვილი საჭიროა
ვაჟა
22 მაისი 2024 22:27
20
აბა რა , ხო უნდა გაიყიდოს უფრო სარფიანად . რა , ალთუნაშვილი არაა საჭირო ? ))
ტარიელი
22 მაისი 2024 23:01
2
ქვაბი საჭიროა ქუხნაში. ძალიან სუსტია ფიზიკურად.
niko
23 მაისი 2024 09:31
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული