საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
აზაროვი ნაკრებში არ აიყვანა. სრული სიგიჟეა. ერთ ერთი საუკეთესო განაპირა მცველი. სანიოლისგან არ ველოდი.
კახი
23 მაისი 2024 10:04
7
აზაროვია ის ფეხბურთელი რისთვისაც ფეხბურთი მოგვწონს,ტექნიკა,პასი,მოედნის ხედვა,სისწრაფე. კვარასთან ერთად კარგად კომბინირებს და კარგ პასებს აწვდის. რა აწყენია ასეთი სანიოლს რომ დასაჯა ასე მწარედ და დაგვსაჯა ჩვენც გულშემატკივრები!
Რერო
23 მაისი 2024 09:05
6
ისეთ გუნდებს ვხვდებით აზაროვი მგონია დაიჩაქრებოდა, პირველ რიგში ფიზიკურად,, წინ კი პროდუქტიულია მაგრამ დაცვაში მართლა სუსტია, მწვრთნელს მონახაზი ექნება და შიდა სამზარაულოც ჩვენზე უკეთ იცის, ასევეა სხვებიც, გეთანხმებით ზოგი ტურისტებად მიყავს, მაგრამ ესეც მწვრთნელის და ფედერაციის გემოვნების და დამსახურების საკითხია, ნუ განსჯით, მომავალ თამაშებში გამოჩნდება სწორ-მართალი, თუნდაც სიგუას ნიჭი და მონდომება, ვნახოთ ....
გუსანი
23 მაისი 2024 11:56
4
ტაბიძე და მექვაბიშვილი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის ახლობლები არიან თუ პრანჭია მერის? აზაროვი შახტიორის ძირითადის ფეხბურთელია, თან ნომინალური მარცხენა მცველი საერთოდ არ გვყავს განაცხადში. ჯიმის და ანზორას წაყვანა უსამართლობის პიკია!
llcl
22 მაისი 2024 13:57
7
აზაროვი აუცილებლად უნდა წაეყვანა და საზონოვი კიდევ დიდ გამოცდილებას მიიღებდა, ისე გამოდის რომ დაცვის ცენტრში 90% გადაბერებული შემადგენლობა გვეყოლება და 3-3,5 მილიონად შეფასებული ხალხი ტელევიზორიდან უყურებენ თამაშებს...
Givi
22 მაისი 2024 12:43
2
ისე იტყვიან მწვრთნელმა თუ თქვა ე.ი. სუკეთესო ასე ყოფილაო, თითქოს მართლაც და უდიდეს მწვრთნელებს ოდესმე სისულელე არ მოსვლიათ. მითუმეტეს სანიოლი ფეხბურთელი დიდი იყო, მაგრამ ბოლო ორი წლის უმუშევარი და არანაირი წარმატების მქონე მწვრთნელი გახლდათ, როცა ჩვენთან ჩამოვიდა. მას დახვდა ჩვენი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო თაობა. სულაც არ მგონია რომ უკვე ვნახეთ ჩვენი ნაკრების სრული პოტენციალი. არცთუ დიდი ხანია რაც ახალგაზრდულმა ევროზე ურთულესი ჯგუფი დაძლია. სამწუხაროდ ახალგაზრდულიდან დიდ ნაკრებში დაწინაურებული თითქმის არავინაა. ხორვატიას არავინ მოითხოვს, მაგრამ საშუალო ევროპული გუნდის პოტენციალი (სატრანსფერო ღირებულება თუ გნებავთ)ნამდვილად გვაქვს. სიმართლე არის ის , რომ მიუხედავად ერთა ლიგიდან ბოძებული შანსის გამოყენებისა, სანიოლს ჰქონდა არაერთი უხეში შეცდომა კონკრეტულ თამაშში შემადგენლობისა და ადექვატური სათამაშო სქემის შერჩევისას. ამას ვამბობ ნანახიდან, კონკრეტული შედეგიდან გამომდინარე და არ დამიწყოთ ეხლა ზოგიერთმა ამას ვილიზე მეტად ჰქონიაო ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზიაო. გული დამწყდა, რომ არ მიეცათ ევროპაზე შანსი აზაროვსა და არაბიძეს, საზონოვს . ექვსი ცენტრალური მცველია გამოძახებული და სიმართლე ის არის , რომ დვალის გარდა საზონოვი არცერთ მათგანს არ ჩამოუვარდება, ზოგიერთს აშკარად სჯობია. აზაროვის ამბავი საერთოდ ნონსენსია! მარცხვნივ გამოკვეთილი, ნაღდი ლატერალე უბრალოდ არ გვყავს. კი ბატონო პოზიციაზე არიან წიტაიშვილი და შენგელია საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ ისინი არა არიან ამ ამპლუის. მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლებოდა იგივე მექვაბიშვილის პოზიციაზე (წიტაიშვილს უკრაინაში უთამაშია). შენგელია აქ ვილის ნოუჰაუა. იგივე ამბავია კანკავას შემთხვევა. გასაგებია, რომ ვილის სურს ცენტრში ჰყავდეს რამდენიმე ქოჩორაშვილის მსგავსი და მისი შემცვლელი ე.წ. ჩამშლელი(ალთუნიშვილი, მექვაბიშვილი, კანკავა) ის თვლის რომ იმპროვიზაციისთვის საკმარისია ჩაკვე-კიტე ცენტრში. მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ყოფნა ხომ არ გაგვხდის მეტისმეტად პროგნოზირებად გუნდად. ფაქტია , რომ აქცენტი არ კეთდება ბურთის ფლობაზე, კომბინირებაზე.ვართ კონტრშეტევების იმედად, მაქსიმუმ ცენტრთან აწეული დაცვის ხაზით, პრესინგის უგულველყოფა ნებისმიერ შემთხვევაში. ევროპის მასშტაბით ერთერთი საუკეთესო ვინგერი გვყავს და მეორე თავდამსხმელად ვიყენებთ. მარჯვნივ დავითაშვილი, ლობჟანიძე , არაბიძე გვყავს და ფაქტიურად კაკაბაძის გარღვევების იმედად ვართ. დანარჩენი ან სკამზეა, ან საერთოდ არ მიგვყავს(არაბიძე). რა თქმა უნდა ბევრი თქვენგანი სხვა აზრზე იქნებით, მაგრამ რა ვქნა... ძალიან მინდა ვიხილო შემტევი, ლაღი , სანახაობრივი ფეხბურთის მოთამაშე საქართველოს ნაკრები. იქნებ იმიტომ რომ ოდესღაც, ბავშვობაში მინახავს სწორედ ასეთი ფეხბურთის მოთამაშე ქართველები. პ.ს. აი მწვრთნელის მაგარი ნამუშევარი: გასპერინიმ აჩვენა ფეხბურთი, რომელიც ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია.(არც მახსენდება ატალანტას ასეთი მაღალი პრესინგი ეთამაშა) აი ეს იყო სიურპრიზი! სრულად დაჯაბნა სეზონის მთავარი ვარსკვლავი მწვრთნელი - ალონსო! მწვრთნელის დიდებულ ნამუშევარს აი ასეთი სახე აქვს. კონკრეტულ თამაშში ათამაშა გუნდი სრულიად განსხვავებულად იმიდან, რასაც მთელი სეზონია თამაშობენ.
ამატაკი
23 მაისი 2024 03:33
8
ლაღ შემტევს რო ითამაშებ 7:0 წააგებ.
ამიტომ აირჩია ეს შემადგენლობა
გენა
23 მაისი 2024 08:41
6
აგერ ნახეთ, აზაროვი იტყვის სანამ სანიოლი იქნება ნაკრებში, მანდ ჩამომსვლელი არა ვარო. ისე მართლა გული დამწყდა რომ არ ჩასვეს. ბოლო 7 თამაში დაფრინავდა შახტარში და საგოლე პასრბსწც აძლევდა ტიპებს და საცოდაობაა რო დატოვეს.
კახა
22 მაისი 2024 23:50
4
აზაროვის დატოვება არის რავი უმადურობა. ადამიანმა ნაკრებში გული ჩადო. სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძალიან მაგრად არის გუნდთან შეთამაშებული. რა ქნას მეტი? ძალიან ბევრს ჯობია ამ სიიდან ყველა განზომილებაში
ვვვ
22 მაისი 2024 13:57
4
უნამუსობა და სირცხვილია არაბიძის არ გამოძახება.მაგრამ უსინდისო ფედერაცია როა მაგის ბრალია.დავიჯერო მექვიბიშვილი ჯობია აზაროვს?გრცხვენოდეთ ფედრეაციის ხელმძღვანეობა.თუმცა ნამუსი და სინდის როდის გქონდათ ეხლა რო გქონდეთ
ჯარჯი
22 მაისი 2024 13:56
3
გვარებს არ ჩამოვთვლი მაგრამ 4-5 ისეთი მიყავს 1 წუთსაც, რომ არ ათამაშებს და ამ დროს მართლა გამოსაყენებელი ხალხი დარჩა ევროპის გარეშე: აზაროვი,(3,5 მილიონი ღირს) არაბიძე(900 ათასი), საზონოვი(3 მილიონი), ყაზაიშვილი(2 მილიონი), სიგუა(2,5 მილიონი) და ამ დროს სიაში არსებულების ფასები ნახეთ, დაცვაში მაინც... ერთადერთი გამართლება არის ის, რომ ბევრისთვის სხვა შანსი აღარ იქნება ასეთ ტურნირზე გამოსვლის და ღმერთმა შეარგოთ...
Givi
22 მაისი 2024 16:53
5
საზონოვი უნდა შეეყვანა შემადგენლობაში
gio
22 მაისი 2024 12:56
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული