საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
აზაროვს არ იძახებ და გოჩოლეიშვილს რა ლოგიკით იძახებ??
გიორგი
22 მაისი 2024 12:44
3
ნუ პანიკობთ.
ყველა აქედანაც ვერ წავა,ვინც ვერ წავა 2024 ივლისში არ მთავრდება ქართული ფეხბურთის ისტორია.
ნაკრები ევროზე ღირსეულად უნდა გამოვიდეს და მერე უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივი შესარჩევიდან პირდაპირ მუნდიალზე გასვლით.
ასე რომ ვისაც ამბიციები გაქვთ გააგრძელეთ ვარჯიში და დაამტკიცეთ თქვენი კლასი ბიძიკო.
კიდე ერთი-მრქვაბიშვილზე გეთანხმებით
არ არის სანაკრებო,
ალთუნაშვილი კიდე კანკავაზე და კვეკვეზე მეტად სანაკრებოა
Levani
22 მაისი 2024 22:04
8
მექვაბიშვილი ვისი ვინ არი? რამდენი წელი შეილება ათამაშონ ყველგან ეს სრულიად უნიჭო ფეხბურთელი? რა ვერ გაყიდეს სადმე? სირცხვილია არაა??????? აზაროვი დატოვა და ეს მიყავს? ტფუი
Rezo
22 მაისი 2024 21:56
7
მექვაბიშვილის ფეხბურთი მეც ვერ გავიგე. ტიპი ნოლია
ვაჟა
22 მაისი 2024 22:23
3
აზაროვი და მექვაბა სხვადასხვა პოზიციებია. ერთმანეთს არ ცვლიან. ეს არ წაიყვანა და ის წაიყვანა სისულელეა ამიტომ
გენა
22 მაისი 2024 22:04
9
მექვაბიშვილი რა კრიტერიუმის მიხედვით მოხვდა სიაში?
ჩელენჯერი
22 მაისი 2024 16:50
2
კარგი საძმო-საახლობლო ყავს.
მწარე
22 მაისი 2024 17:14
1
პენსიონერები ახალგაზრდების ნქცვლად არადა პირიქიტ უნდა ყოფილიყო ჰმ...
ემიგრანტი
22 მაისი 2024 13:04
3
აზაროვი რატომ არაა განაცხადში?
ემზარ
22 მაისი 2024 12:44
2
საზონოვი ალბათ არ უნდა გამოეძახა,აქ ვეთანხმები.არაბიძის არ გამოძახებასაც ასე თუ ისე აქვს თავისი ახსნა,მაგრამ აი აზაროვის არ გამოძახებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს.შენგელიას არაფერს ვერჩი,მაგრამ წარმოუდგენელია პანეტოლიკოსის 2 თვის უთამაშებელი ფეხბურთელი სჯობდეს შახტარის ძირითადის კაცს თავისი პოზიციზე...გინდა არ გინდა ჩნდება განცდა რომ რაღაც პირადული იმალება აქ.მექვაბიშვილს რას ერჩით ვერ გავიგე,რუმინეთის ნორმალურ გუნდში სწრაფად იპოვა თავის ადგილი.ტაბიძეს რაც შეეხება ერთი პერიოდი ნაკრების სტაბილური წევრი იყო და გამოცდილება აქვს.ახლაც სწრაფად ჩაჯდა გუნდის ძირითადში.გოჩოლეიშვილზე არ გიჩნდებათ კითხვები?წელს ძირითადს არ გაკარებია შახტარში და ევროზე მიდის.აზაროვი თითქმის შეუცვლელია შახტარში და ვერ მიდის.პარადოქსია...
Master
23 მაისი 2024 14:36
4
ან ქვილითაიას რა უნდა ნაკრებში,ტაბიძე,მექვაბიშვილი,ალთუნაშვილი...
ესენი არიან დაბალი ან ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები ნებისმიერი საზომით....
უბედურება ისაა,რომ ამათზე უკეთესი არავინ გვყავს...
Lobotka
22 მაისი 2024 18:41
5
ქვილითაია ბედში ჩავარდა რასაც ქვია
hm
22 მაისი 2024 16:43
1
საზონოვი რატომ დატოვა?!..კაცმა უარი თქვა რუსეთის ნაკრებზე,საქართველოს სანაცვლოდ.არაბიძის არ გამოძახებას ველოდი,აზაროვს რატომ არ სწყალობს?
დავითი
22 მაისი 2024 12:43
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული