საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ყველა თამაშს ერთი და იმავე შემადგენლობით ვერ დავიწყებთ, ყველას სჭირდება სრულფასოვანი შემცვლელი.
ქუთაისელი
23 მაისი 2024 11:53
2
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები მარტში დაიწყება. ვინც დღეს ვერ მოხვდა სიაში, 10 თვე კარგად ივარჯიშოს და მაგრად ითამაშოს საკლუბო დონეზე, და მოხვდება ნაკრებში.
რეალობა
22 მაისი 2024 15:39
12
გელა სადაა ნუგზარაშვილი? კი არის 31 წლის მაგრამ მე მგონი კიდევ 2 წელი შეძლებდა უმაღლეს დონეზე თამაშს.
სინდისი
22 მაისი 2024 13:58
5
ალთუნაშვილი ვინაა? სად თამაშობს?
გიორგი
22 მაისი 2024 12:45
6
კანკავა პერევოდჩიკად მიჰყავთ ?
-
24 მაისი 2024 00:10
9
რომ არა უსუსტესი დაცვა სსაინტერესო იქნებოდა ცენტრში ერთდროულად მოთამაშე კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. 2 მაღალი კლასის ცენტრალური მცველი რომ გვყავდეს, სიამოვნებით ვიხილავდი მატჩს 4-4-1-1 სისტემით მოთამაშეს. სამწუხაროდ არ გვყავს იმ დონის მცველები რომლებიც გაქაჩავენ კარის უსაფრთხოებას ამიტომაც 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ. წარმატებები ჩვენ ბიჭებს.
roma bejanidze
23 მაისი 2024 18:05
0
ვინარის უსუსტესი? ტაბიძე თუ ლოჩოშვილი რომელიც არ თამაშობს საერთოდ სერია ბ ში )))) ნუ ეს ხუმრობით მართალიხარ ეგრეა ზუსტად და დააყენა 2 ცენტრალყრი მცველი და კი გაგვიტანეს 7 ბურთი ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ახალგაზრდებს წავიყვანდი და სამაგიეროთ შემდეგი ევროპა ან მსოფლიოზე გამომადგებოდნენ ეხლა არ მითხრათ კაშია და ყველა პენსიონერი ვინცაა დაცვაშე შემდეგ ევროპაზრ ან მსოფლიოზე იქნებიანო ))) მაგრამ ამათ ხელში არც გამიკვირდება ისევ ტაბიძე და კაშია ან გველესიანი რომ იყვნენ ისე რა მაინტერესებ? ეს ხალხი ყიდულობს ამ ადგილებს ??? ებიჭო მეც მაყიდიეთ ))))
ვაი შენს პატრონს
23 მაისი 2024 18:52
8
ვაკო ყაზაიშვილის არწაყვანა არის დიდი შეცდომა, ყაზაიშვილის წვლილი დიდია და ის არის ყველაზე საიმედო. ვინ არის გამტანი დღეს? - კვარაცხელია და მეტი არავინ, მიქაუტაძე სხვაზეა დამოკიდებული, ბუდუ კარგი ჩამშლელია მაგრამ რასაც ჰქვია გამტანი ესენია: კვარა და ყაზაიშვილი ნახავთ გამტანი არ გვეყოლება...
rolo
22 მაისი 2024 15:33
18
აზაროვი კალანდაძე რატო იჩაგრებიან ნორვეგიასთან ან ევროპის ჩემპიონატი გადახვიონ უკან
გიორგი
22 მაისი 2024 14:17
3
გელამ ბოტასები მოიპარა საბერძნეთში და სროკზეა, დამთავრდა მაგის დიდი ფეხბურთი.)))
გელას ძმა, გოდერძი
22 მაისი 2024 14:06
4
ვინც არ უბდა წაიყვანოს ნაინც 0 ქულაა, კარგი გიდი გეყოლებაᲗ ფედერაციის Შეფების სახიᲗ.
Azara
22 მაისი 2024 20:24
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული