საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
მექვაბიშვილი? მდააა
ზაზა
22 მაისი 2024 12:49
2
ტაბიძე )))) სირცხვილია ჭიაბრიშვილის ლუბინჩიკი. თან ტაიმ აუტში თქვა ეტყობა იცოდა )))
ვაი შენს პატრონს
22 მაისი 2024 12:49
3
ვთქვათ ასეცაა,მაგრამ ჭიაბრიშვილი,არც ნაკრებშია და არც ფედერაციაში.რა გავლენა უნდა ჰქონდეს,სანიოლზე?სიმართლე მაინც ის მგონია,რომ გამოცდილიცაა,ფლანგზეც ნათამაშები აქვს,დაცვაში,ცენტრშიც და ფიზიკურადაც ირაკლიზე გაცილებით ძლიერია.სანიოლი დღეს გამარჯვებულია და შემადგენლობის შერჩევისას,ძალას ვერავინ დაატანს,მით უფრო,რომ ირლანდიელები,მგონი ჯერაც ელიან მისგან პასუხს,მათი ნაკრების მწვრთნელობაზე.მას ჩვენთან საფერი არაფერი აქვს.მაინც ჩემი ვერსია მგონია,უფრო ლოგიკური.
სოსო
23 მაისი 2024 17:07
0
ალთუნაშვილი ვინაა? სად თამაშობს?
გიორგი
22 მაისი 2024 12:45
6
აზაროვს არ იძახებ და გოჩოლეიშვილს რა ლოგიკით იძახებ??
გიორგი
22 მაისი 2024 12:44
3
აზაროვი რატომ არაა განაცხადში?
ემზარ
22 მაისი 2024 12:44
2
საზონოვი რატომ დატოვა?!..კაცმა უარი თქვა რუსეთის ნაკრებზე,საქართველოს სანაცვლოდ.არაბიძის არ გამოძახებას ველოდი,აზაროვს რატომ არ სწყალობს?
დავითი
22 მაისი 2024 12:43
3
აზაროვი აუცილებლად უნდა წაეყვანა და საზონოვი კიდევ დიდ გამოცდილებას მიიღებდა, ისე გამოდის რომ დაცვის ცენტრში 90% გადაბერებული შემადგენლობა გვეყოლება და 3-3,5 მილიონად შეფასებული ხალხი ტელევიზორიდან უყურებენ თამაშებს...
Givi
22 მაისი 2024 12:43
2
აუ აბუჯანია არაა სასტავში? გამიტყდა მაგრად. არსად დაგეკარგოთ კვეკვე ალთუნა და ტაბიძე. ან სად ნახეთ ტაბიძის კარგი თამაში ბოლო დროს??? საზონოვის დატოვება იქნებოდა? არაბიძეს როარ დაუძახებდით ისედაც ვიცოდი. კობი ნელა ბოღმისგან არ გასკდე
roni
22 მაისი 2024 12:41
9
Kobis vin ekitxeba...
Kala,kala...
Caikvanet Azarovi da Sazonovi tqven rusetumebo.
Simartle
22 მაისი 2024 14:49
5
აზაროვმა რა დაუშავა ამ კაცს 26 კაცშიც რო ვერ მოხვდა? Ბიჭი ძირითადის მცველი იყო ხოლმე და ეხა სკამზე ჯდომაც არ ეკუთვნის? ნეტა რა მოხდა
ქართველი
22 მაისი 2024 12:39
2
ბიჭიკო-ს

აზაროვის აგენტი ჯუღელია და კაპიკის მიმცემი არაა ზოგიერთებისთვის მისი ტრანსფერიდან. რა არის გაუგებარი ? არც საზონოვიდან შეხვდებათ რაიმე. ამას ყოველგვარი პოლიტიკურის გარეშე ვამბობ გეფიცებით .
gpi
22 მაისი 2024 22:40
0
აზაროვის ადგილზე მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე არიან შენგელია, გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კაკაბაძე და ლობჟანიძე. აქედან, ყველა უფრო სასარგებლო იყო ნაკრებში ვიდრე აზაროვი, შესაბამისად, ლოგიკურია რომ არ მიყავთ
ბიჭიკო
22 მაისი 2024 12:46
27
მექვაბე არ დატოვოტ
dddd
22 მაისი 2024 12:38
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული