საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ტურისტები ევროზე: "მექვაბიშვილი, ტაბიძე, შენგელია, კანკავა, ქვილითაია, გველესიანი!"
მწვრთნელი
23 მაისი 2024 10:02
8
))))))))) 100%
სვანსკი
23 მაისი 2024 10:23
4
მაინც და მაინც სანიოლის მიღებული გადაწყვეტილება არ მგონია აზაროვის დატოვება
David
23 მაისი 2024 01:42
5
მართალიხარ ეგ გამოჩნდა ტაბიძე რომ წაიყვანა საიდან იყოვეს ტიპი გონზე არაა ფეხბურთის და საზანოვი და აზარა დატოვეს სასაცილოა )))
ვაი შენს პატრონს
23 მაისი 2024 02:05
5
ტურისტები ევროზე: "მექვაბიშვილი, ტაბიძე, შენგელია, კანკავა, ქვილითაია, გველესიანი!"
მწვრთნელი
22 მაისი 2024 14:55
6
ნახევარდაცვა სანაკრებო დონეზე არის კატასტროფა, ალბათ ბურთი მთელი ჩემპიონატის მანძილზე არ გვექნება:
კვეკვესკირი - 0
მექვაბიშვილი - 0
კანკავა - 0
ალთუნაშვილი - 0
Zura
22 მაისი 2024 14:52
6
გეთანხმები - ტაბიძის ნაცვლად საზონოვი და მაგ ნახევარმცველების (კანკავა, მექვაბიშვილი ანლუნაშვილი - რომელიმეს ნაცვლად არაბიძე უფრო გამართლებული იქნებოდა)
222
22 მაისი 2024 15:05
5
დღევანდელი დმდგომარეობით რითი ჯობს ტაბიძე საზონოვს?
ჯიმის ვენაცვალე წესიერი და თავდაუზოგავი კაცია, მაგრამ ამ ეტაპისთვის საბას წაყვანა აჯობებდა ღმერთმანი.
ბოლოს და ბოლოს იმხელა გამცდილებას მიიღებდა რომ, გრძელ და საშუალო ვადიან პერსპეკტივაში ჩადებული კარგი “ინვესტიცია” იქნებოდა.

ზაზა
22 მაისი 2024 14:06
3
shengelias ori tve ar utamashia tramvis shemdeg da ra logikit mikavs? ras erchis azarovs ver vxdebi, an tabidze jobia sazonovs? kazaishvili da beridze kidev dachagres(((mekvabishvils, altunashvils, kankavas,tabidzes ra unda nakrebshi am xalxs ver vxvdebi...
qomagi
22 მაისი 2024 17:18
6
ძირითადში სანიოლს ვეთანხმები, მესმის, რომ ყველასათვის მოსაწონ შემადგენლობას ვერცერთი მწვრთნელი ვერ დადებს, ამიტომ ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ.
ტაბიძე რუსეთში თამაშისას ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო - ფიზიკურად ძლიერი, ათლეტი, ორთაბრძოლებში ძლიერი. თუ სამწვრთნელო შტაბი მოახერხებს და ინდივიდუალური გრაფიკით, შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში შევა, ჩემი აზრით, გაუვალი მარჯვენა მცველი იქნება.
საზონოვი დაცვის ცენტრში ძალიან საიმედოა და აზაროვი მარცხენა ფლანგზე ძალიან მობილურია. ვფიქრობ ოქროს სათადარიგოები იქნებოდნენ და ეს ორი ფეხბურთელი გოჩოლეიშვილის და ალთუნიშვილის ნაცვლად უნდა წაეყვანა.
მეც ვიცოდი, რომ არაბიძეს ფედერაცია არ დაუშვებდა. მცდელობაც არ ჰქონდათ, რომ ამხანაგურებში მაინც გამოეცადათ. ძალიან საწყენია, რომ პირად ამბიციებს ეროვნულ ინტერესეზე მაღლა აყენებ.
ამდენ ხანს რამოდენიმე ამხანაგური უნდა გვეთამაშა, რომ ბიჭები უფრო შეთამაშდნენ, გამოიცადოს სხვადასხვა ტაქტიკური სქემები. იმედია დარჩენილ დროში მაინც მოვახერხებთ ერთი-ორი სპარინგის გამართვას.
ვფიქრობთ ამ ნაკრებს სულ მცირე მეოთხედფინალამდე შეუძლია მისვლა, თუ მწვრთნელი ოპტიმალურად გამოიყენებს მათ უნარებს. თუმცა, ამ ეტაპზე, ჯგუფიდანაც გასვლა წარმატებად ჩაითვლება. ამასთანავე, ჩემთვის გაუგებარია, რა ტაქტიკური სქემა მოიფიქრა სანიოლმა იმნაირი, რომ წიტაიშვილი და შენგელია დაცვაში თამაშობენ? მე ისინი ნახევარმცველები მეგონა. თუ სანიოლი გარემარბი მცველებით აპირებს ფლანგების გაკონტროლებას და დანარჩენი ფეხბურთელების ცენტრში შეყრას, ვფიქრობ, მაშინ პრობლემები გვექნება - უბრალოდ მათ ფიზიკურად ძალები არ ეყოფათ მთელი ფლანგის საკონტროლოდ, ხოლო ცენტრში შეყრილები ნახევრად უფუნქციოები ან გაუგებარი ფუნქციის მატარებლები იქნებიან. დიდი მნიშვნელობა ექნება სათამაშო ტაქტიკას. ვფიქრობ ჩვენი ფიზიკური კონდიციებით სხვა გუნდებს მოძრაობაში ვერ ავყვებით და ამიტომ ძირითადად დაცვიდან უნდა ვითამაშოთ, კონტრშეტევებზე. დიდი მნიშვნელობა ექნება ფეხბურთელთა გააზრებულ მოძრაობას, დროულ გახსნას და მანევრ, იმას, რასაც უბურთოდ მოძრაობას ვეძახით. თუმცა ამასთანავე გასათვალისწინებელია ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები და მეტოქის მოედანზე პრესინგი და უაზრო სირბილი აზრიანი მოძრაობით შევცვალოთ. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დროულ პასს, დასწრებაზე თამაშს და ა.შ. თუმცა, უკვე კამათს და დისკუსიას აზრი აღარ აქვს. ვილოცოთ, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებულად გამოვიდეს!
უფალი ფარავდეს სანიოლსაც და საქართველოს ნაკრებს!
თენგაბი
22 მაისი 2024 15:45
6
რაბიძის გულშემატკივარი ვარ მაგრამ, თვითონ არ ინდომებს. ვუყურებ ტორპედოს თამაშებს და როცა უბურთოდაა არ ინძრევა საერთოდ. არ დარბის, დაცვს არ ეხმარება. ტაბიძე მმარხცხენა ცენტრალური მცველია და არა მარჯვენა მცველი.
ნუგზარი
22 მაისი 2024 16:39
2
თავისი სპორტული კარიერის პიკი, რუსეთში, მარჯვენა მცველად თამაშობდა.
ჯიმი
22 მაისი 2024 17:35
1
ტაბიძის გამოძახება რატომ გიკვირთ??საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშობს და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს!!ნუ იქნებით უმადურები,შვეიცარიასთან გატეხილი თავით,რომ ითამაშა გახსოვთ??მე გამიხარდა მისი ნაკრებში დაბრუნება!!
!!
22 მაისი 2024 14:50
5
5 ჩამშლელი ცოტა კიდე დაგემატებინა ვინმე შემტევის მაგივრად
ემიგრანტი
22 მაისი 2024 13:26
3
Qvilitaias da meqvabishvils ro caikvan da azarovs da arabidzes ara ,imito. Vart kai dgeshi,qecbaia gvinda vinme ver ukarnaxebs vin gamoidzaxos da vin ara
Vano
23 მაისი 2024 10:04
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული