საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ირაკლი აზაროვის განაცხადის მიღმა დატოვება არის ძალიან დიდი უსამართლობა, პლეიოფებამდე ნაკრების 15 ოფიციალური თამაშიდან ევროპის შესარჩევში და ერთალიგაზე 14 მატჩში განაცხადში იყო, აქედან 11 თამაშში ითამაშა, საშუალოდა 60 წუთი, უდიდესი წვლილი შეიტანა ნაკრების წარმატებაში, შახტარშიც სისტემატიურად თამაშობდა მაღალ დონეზე, ბოლო ბოლო ჩემპიონთა ლიგა ითამაშა და ტურის სიმბოლურში იყო, ამით რამხელა ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებენ 22 წლის ბიჭს ვერ ხვდებიან?
დათო
22 მაისი 2024 21:06
2
Ra gindat tqvat-am mometshi tabize uketes formashiaaa.
Marcxniv, kvara da azarovi shetamashebuli ikvnen.
Ra ver gaiget mokvda tabizes fexburti ,mokvdaaaaa
Simartle
23 მაისი 2024 12:14
1
თუ "დამსახურებით" ვარჩევთ საევროპო შემადგენლობას მეგობარო, მაშინ ბორის პაიჭაძე ამოვიღოთ (აცხონოს ღმერთმა) საფლავიდან... ეგრე ხომ არ არის, არა?! ვინც დღეს, ამ კონკრეტულ მომენტში არის საუკეთესო ის უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში, პირიქით დიდი ეჭვი მაქვს რომ კიდევ რამდენიმე ხათრით და ვერ დაუარების გამოა შემადგენლობაში, და თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, სენტიმენტები გვერდზე უნდა გადავწიოთ, ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელი დარჩა სამწუხაროდ შიდა ჩემპიონატიდან, რომლებიც ვფიქრობ იმსახურებდნენ შანსს, ყოველ შემთხვევაში მოსამზადებელ პერიოდში მაინც!
კარეკა
22 მაისი 2024 21:46
8
ყველა გამოხმაურება
მაგარი ქვეყანა ვართ,მწვრთნელი ყავს გუნდს და თავად გადაწყვეტს,ვინ წაიყვანოს და ვინ არა.აგერ გუშინ ლოცავდით სანიოლის და დღეს კრიტიკაში გაატარეთ,თან რისთვის,ვიღაც გამოიძახა და ვიღაც არა.ასე მგონია რო არაბიძე რო გამოეძახებინა,მერე იტყოდით მექვაბიშვილი რატომ არ გამოიძახაო. მწვრთნელი ის არის და მისი გადასაწყვეტია,თუ თქვენ ხართ მწვრთნელები,იმ კაცს ხელფასს რაღატო ვუხდით?თუ იმაზე მიანიშნებთ რო ვიღაცა უწერს შემადგენლობას,ეგ სხვა თემა არის,თუმცა ახლა რატომ გახდა რელევანტური? გუშინაც ეგრე იყო,დღესაც და ხვალაც ასე იქნება.კლანური სისტემა არის მოწყობილი მთლიანად ქვეყანაში,ფეხბურთი ვერ იქნება გამონაკლისი. ფეხბურთელებს არარუსეთს,კი ევროპას კი არ უნდა ყვიროდნენ,მსგავსი ფაქტები უნდა გააპროტესტონ.თუ რათქმაუნდა არის ასეთი ამბავი. მე ერთი ვიცი,ლადო ბურდულმა მოყვა სარბიელის პოდკასტში,ჯოკრის თამაშის გამო დაგვსაჯეს ორი კაციო,არადა,ჯოკერს 4 კაცი ვთამაშობდითო. ის ორი ვიღაცის ახლობლები იყვნენო... ლადომ დააგვიანა,მარა მაინც თქვა,სხვა ამასაც არ აკეთებს. ამიტომ არაფერი არ შველის ქართულ ფეხბურთს,ჯიგრული პონტები და ახლობლობა არ გამოილია. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით,თავის დროზე ვატო არველაძე როგორ მოხვდა ნაკრებში? გვარის გარდა რა კრიტერიუმი იყო,რითაც ეს ბიჭი იმსახურებდა ნაკრებს? ხო არველაძეც გაჰკიოდა ევროპები გვინდაო,თუმცა აზროვნებით სსრ კაცია. ყველგან ხდება ვიღაცეების დატოვება განაცხადს მიღმა,თუმცა ისინი ამას ფორმის გამო აკეთებენ. აგერ,ლივერპულის ორ ახალგაზრდას დაუფასა საუტგეიტმა გარჯა,ჯონსი და ქუანსა გამოიძახა გაფართოებულში,ეს მიანიშნებს რო არავინ იჩაგრება. ამ ინგლისი უცვლელი წევრი იყო ჰენდერსონი,თუმცა ფორმის არ ქონის გამო არ გამოიძახა. კი,ეს ინგლისია და ის ევროპა არის,ჩვენ ვართ საქართველო და არ ვართ ევროპა. სურვილი გვაქვს,თუმცა არ ვართ და ეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. ბევრს ეს არ მოეწონება,თუმცა სიმართლე არავის მოსწონს ზოგადად,თუ განათლებული არ არის. განათლებული ხალხი ხვდება სიმართლის მნიშვნელობას და უხარია,როცა სიმართლეს ეუბნებიან. გურამიშვილმა ხო თქვა,ვინ არ არის კახაბერი,მას ვერ ვიტყვი კახაბერადო,ხოდა მოუსმინეთ იმ კაი კაცს. ისაუბრეთ სიმართლე ყველაფერზე,ასე საქმესაც ეშველაბა და წარმატებაც გვექნება. წარმატებები ნაკრებს,ეს ერთი და სხვა მრავალი.
იასონას უდარი
22 მაისი 2024 21:00
8
მე არ ვიცი არაბიძემ ვის რა აწყენინა , მარა მაგას , რომ თავი დავანებოთ საზონოვის და აზაროვის არ გამოძახება მართლაც უსამართლობაა !!!
ბესო
22 მაისი 2024 20:59
3
ვინც არ უბდა წაიყვანოს ნაინც 0 ქულაა, კარგი გიდი გეყოლებაᲗ ფედერაციის Შეფების სახიᲗ.
Azara
22 მაისი 2024 20:24
20
სანიოლს უდიდეს პატივს ვცემ თუმცა აზაროვის წაყვანა შეიძლებოდა
დავითი
22 მაისი 2024 20:11
5
ტაბიძე სად გამოჩხრიკეს? რა სირცხვილია
!!
22 მაისი 2024 20:11
3
ტაბიძე არის ჭიაბრიშვილის პროტრჟე გადახედეთ ტაბიძის კარიერას და ყველაფერს მიხვდებით ტაბიძეს წაყვანას მე წავეყვანე ჯობდა გერმანიას მაინც ვნახავდი ))
ვაი შენს პატრონს
23 მაისი 2024 02:02
1
ხო ყველამ ვიცით , რომ ტაბიძე , მექვაბიშვილი და ალთუნაშვილი უდიდესი ალბათობით ერთ წუთსაც არ მიიღებენ სათამაშო დროისა და რაც ყველაზე მთავარია არც ნაკრების აქამდე მოსვლაში მიუღიად იოტისოდენა წვლილიც კი.. რა დააშავა აზაროვმა ასეთი რო ევროპირველობის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა , მით უმეტეს როცა მარცხენა მცველი საერთოდ არ გვყავს განაცხადში.
რიგითი
22 მაისი 2024 19:21
3
აზაროვის არ წაყვანა შეცდომაა
მიხო
22 მაისი 2024 18:45
2
ან ქვილითაიას რა უნდა ნაკრებში,ტაბიძე,მექვაბიშვილი,ალთუნაშვილი...
ესენი არიან დაბალი ან ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები ნებისმიერი საზომით....
უბედურება ისაა,რომ ამათზე უკეთესი არავინ გვყავს...
Lobotka
22 მაისი 2024 18:41
5
საზონოვი რატომ მოიძულეს გაუგებარია საერთოდ,პატრონი არ ყავს და არ წაიყვანეს,ტაბიძე მიჰყავს და საზონოვს ტოვებს,სადაა ლოგიკა?სამართალი?ახალგაზრდულ ევროზე ნაკრების წარმატების ერთ ერთი მთავარი შემოქმედი ზუსტად საბა იყო და არავის აინტერესებს ეს...სამაგიეროდ ტაბიძე გამოჩიჩქნეს საიდანღაც.აზაროვი და არაბიძე ხომ საერთოდ დაიკიდეს,...
დავითი...
22 მაისი 2024 18:25
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული