საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ვაკო ყაზაიშვილის არწაყვანა არის დიდი შეცდომა, ყაზაიშვილის წვლილი დიდია და ის არის ყველაზე საიმედო. ვინ არის გამტანი დღეს? - კვარაცხელია და მეტი არავინ, მიქაუტაძე სხვაზეა დამოკიდებული, ბუდუ კარგი ჩამშლელია მაგრამ რასაც ჰქვია გამტანი ესენია: კვარა და ყაზაიშვილი ნახავთ გამტანი არ გვეყოლება...
rolo
22 მაისი 2024 15:33
18
ყველაფერი მეტნაკლებად ლოგიკურია, ერთადართი აზაროვის ადგილი მართლა რით ვერ გამოინახა, ძალიან საწყენია...
გიონატ
22 მაისი 2024 15:32
2
ეს ის სანიოლი არ არის, საბერძნეთთან მატჩის შემდეგ რომ აღმერთებდნენ? ვილი ოქროს მწვრთნელი ხარ და აბა რა ვილი , შენი გვჯეროდაო?
kane
22 მაისი 2024 15:25
4
Ნახევარი შემადგენლობა ბათუმის დინამოს აღზრდილია.ერთი დემჩენკო უნდა ნაკრებს და გასული ვართ ჯგუფიდან.დემჩენკო ანჩელოტიზე ნაკლები მწვრთნელი არ არი
Ბათუმს ქათქათას
22 მაისი 2024 15:22
9
ბათუმი თვითონ არის თბილისის დინამოს აღზრდილი ვერან
Jila
22 მაისი 2024 16:34
3
ამ დაბერებული ნახევარდაცვით რომელსაც არ შეტევის ორგანიზება არც შეტევის ჩაშლა არ შეუძლია..გახოკიძეს და არაბიძეს უნდა მისცემოდათ შანსი..ფლანგებიდან..სტანდარტულებიდან ორივე ძლიერია წარმოდგენილებზე უფრო მეტად..ამხელა დაცვის შემადგენელობა რა უბედურობააა...კვეკვემ და კანკავამ თავისი ამუწურეს უკვე..თუ სიმბოლარად მიგყავთ..ეგ სულ სხვა ამბავია..მაგრამ...მომავალში არ იყურებით?...წაიყვანე და გამოსცადე ისეთი რომელიც პერპექტიულია..რომელმავ თავი გამოიჩინეს 21 ევროპის ჩემპიონატზე რომ იგრძნონ სტიმული..იგრძნონ პასუხისმგებლობა.....ამ ვეტერანების ნაკრებით რა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკო...რა შედეგებზე..
ბუჯანგა
22 მაისი 2024 15:03
9
გახოკიძე და ჯამარაული მართლა არ გვაწყენდა
გენა
22 მაისი 2024 22:12
0
ვინ გახოკიძე ? ხო კარგად ხართ ?
ლშა_იუვენტინო
22 მაისი 2024 15:14
3
ბიჭო,ბიჭო,ამდენი,,კვალიფიცირებული,, ფეხბურთის მცოდნე ,,პოლიტიკოსი,, და ,,ექსპერტი,, საქართველოში რომ გვყავს მთელს პლანეტაზე ერთად არ არის. სულ თქვენი ნავარჯიშები,თქვენი დაყენებული შემადგენლობით,თქვენი ტაქტიკით, ევროზე გასულ გუნდს როგორ ანგრევენ პუტინის მონები!!! არა რუსულ გუნდს,არააა!არა,პრორუს სანიოლის,არაააა! :))):))
გურულო
22 მაისი 2024 15:02
24
პოლიხრონიონ-აქ გამოთქმელ 90% სისულელეს,,აზრს,, ეძახი?ასეთი ,,აზრების მრავალფეროვნება,, ფსიქიატრიულში გექნება ნანახი
Tazo
22 მაისი 2024 18:22
3
მაინც, რა არის ცუდი იმაში, რომ აზრთა მრავალფეროვნებაა, ყველას საკუთარი აზრი გააჩნია? იქნებ შენ ის ხალხი უფრო გიზიდავს, პოლიხრონიონს რომ მღერიან „დათა თუთაშხიაში“?
პოლიხრონიონ
22 მაისი 2024 15:53
3
ვილი ჯან ჩვნ რა დაგვიწუნე? :D აზარავი იმიტო არ წაიყვანა მარტში სხვამ გამოიჩინა თავიო და კანკავამ როდის გამოიჩინა თავი მარტში? შემოსვლიდან 1 წუტში ბარატი მოახერხა
კრიშტიანო მესი ლიონელ რონალდუ
22 მაისი 2024 14:58
7
შენგელია კარგი ბიჭია მაგრამ, მოასწრო ტრავმის მორჩენა და ფორმაში შესვლა? ითამაშა ბოლოს კლუბში ვინმემ იცის? მე მაინც მგონია რომ ამ ეტაპზე აზაროვი აჯობებდა
grisha
22 მაისი 2024 14:57
2
ტურისტები ევროზე: "მექვაბიშვილი, ტაბიძე, შენგელია, კანკავა, ქვილითაია, გველესიანი!"
მწვრთნელი
22 მაისი 2024 14:55
6
ნახევარდაცვა სანაკრებო დონეზე არის კატასტროფა, ალბათ ბურთი მთელი ჩემპიონატის მანძილზე არ გვექნება:
კვეკვესკირი - 0
მექვაბიშვილი - 0
კანკავა - 0
ალთუნაშვილი - 0
Zura
22 მაისი 2024 14:52
6
გეთანხმები - ტაბიძის ნაცვლად საზონოვი და მაგ ნახევარმცველების (კანკავა, მექვაბიშვილი ანლუნაშვილი - რომელიმეს ნაცვლად არაბიძე უფრო გამართლებული იქნებოდა)
222
22 მაისი 2024 15:05
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული