საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ე.ი. ალთუნაშვილი მექვაბიშვილი ქვილითაია და 40 წლის ხალხი რო გყავთ და არაბიძეს არ იძახებთ ეგეთი მიკერძოვება შეიძლება?
ტოტტი
22 მაისი 2024 14:51
4
ტაბიძის გამოძახება რატომ გიკვირთ??საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშობს და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს!!ნუ იქნებით უმადურები,შვეიცარიასთან გატეხილი თავით,რომ ითამაშა გახსოვთ??მე გამიხარდა მისი ნაკრებში დაბრუნება!!
!!
22 მაისი 2024 14:50
5
მამუჩაშვილის ფუნქციას მექვაბიშვილი შეასრულებს ევროზე?ანუ გუნდის "თილისმა" ის იქნება...
მეზღვაური
22 მაისი 2024 14:42
3
აზაროვი კალანდაძე რატო იჩაგრებიან ნორვეგიასთან ან ევროპის ჩემპიონატი გადახვიონ უკან
გიორგი
22 მაისი 2024 14:17
3
ნუ რაცაა ესაა, უბრალოდ გული დამწყდა არიბიძეზე, საზონოვზე და აზაროვზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ფეხბურთელებს უფრო მეტიც შეეძლოთ მოენდომებინათ და ნაკრებს მიღმა დატოვების შანსი არ მიეცათ. მაგალითად რა უშლის არაბიძეს ხელს, რომ უბურთოდ უფრო მეტი ირბინოს მოედანზე
ნიკა
22 მაისი 2024 14:08
2
100%. მე მგონია მე უფრ მინდა რომ დიდ კლუბში და ნაკრებში Iტამაშოს ვიდრე თვითონ. ვუყურენ მის თამაშებს და უბურთოდ თითქმის არ მორაობს. ბურთი იკარგება და ძუძულით მიდის უკან. ამაზე ამბობდა სანიოლი ინტენსივობა აკლიაო.
ნუგზარი
22 მაისი 2024 15:18
3
გელამ ბოტასები მოიპარა საბერძნეთში და სროკზეა, დამთავრდა მაგის დიდი ფეხბურთი.)))
გელას ძმა, გოდერძი
22 მაისი 2024 14:06
4
დღევანდელი დმდგომარეობით რითი ჯობს ტაბიძე საზონოვს?
ჯიმის ვენაცვალე წესიერი და თავდაუზოგავი კაცია, მაგრამ ამ ეტაპისთვის საბას წაყვანა აჯობებდა ღმერთმანი.
ბოლოს და ბოლოს იმხელა გამცდილებას მიიღებდა რომ, გრძელ და საშუალო ვადიან პერსპეკტივაში ჩადებული კარგი “ინვესტიცია” იქნებოდა.

ზაზა
22 მაისი 2024 14:06
3
გელა სადაა ნუგზარაშვილი? კი არის 31 წლის მაგრამ მე მგონი კიდევ 2 წელი შეძლებდა უმაღლეს დონეზე თამაშს.
სინდისი
22 მაისი 2024 13:58
5
ტაბიძე და მექვაბიშვილი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის ახლობლები არიან თუ პრანჭია მერის? აზაროვი შახტიორის ძირითადის ფეხბურთელია, თან ნომინალური მარცხენა მცველი საერთოდ არ გვყავს განაცხადში. ჯიმის და ანზორას წაყვანა უსამართლობის პიკია!
llcl
22 მაისი 2024 13:57
7
აზაროვის დატოვება არის რავი უმადურობა. ადამიანმა ნაკრებში გული ჩადო. სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძალიან მაგრად არის გუნდთან შეთამაშებული. რა ქნას მეტი? ძალიან ბევრს ჯობია ამ სიიდან ყველა განზომილებაში
ვვვ
22 მაისი 2024 13:57
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული