საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
აზაროვის ევროპაზე არ წაყვანა არის ძალიან დიდი შეცდომა!! როდესაც ლუქსემბურგი/საბერძნეთთან არ გამოიძახა, სანიოლმა ეს ქმედება კონკრეტული მიზეზებით დაასაბუთა!! მაგრამ ევროპაზე საერთოდ არ წაყვანა შეცდომა მგონია!! ფლეი-ოფის შემდეგ ძალიან მოუმატა აზაროვმა, როგორც დაცვაში ისე შეტევაში. კლუბშიც საუკეთესო იყო და ამ დროს ასეთი გადაწყვეტილება უსამართლობა მგონია! ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ!! ვამაყობთ თქვენით!!
pepelu
22 მაისი 2024 17:55
1
კვარაცხელია არარის?
გიჯა
22 მაისი 2024 17:43
12
ჩემზე კარგად იციან ვინ არის მზად და ვინ არა მაგრამ ვაკო ყაზაიშვილის დონის ფეხბურთელის არ წაყვანა შეცდომად მიმაჩნია
ოთარი
22 მაისი 2024 17:34
18
shengelias ori tve ar utamashia tramvis shemdeg da ra logikit mikavs? ras erchis azarovs ver vxdebi, an tabidze jobia sazonovs? kazaishvili da beridze kidev dachagres(((mekvabishvils, altunashvils, kankavas,tabidzes ra unda nakrebshi am xalxs ver vxvdebi...
qomagi
22 მაისი 2024 17:18
6
ყველა პირად და სუბიექტურ გულშემატკივართან დიდი ბოდიში, მაგრამ მექვაბიშვილის ფუნქცია ეროვნულ ნაკრებში რაა? არაბიძის დაბლოკვა უნდოდათ და საცობს ეძებდნენ ხვრელის ამოსაქოლად? სხვა ახსნას მართლა ვერ ვპოულობ პირადად მე. მექვაბიშვილის ნამაღალ ან კარგ დონეზე მაინც ჩატარებული თუნდაც ერთი თამაში თუ ვინმეს გინახავთ, გეხვეწებით ვიდეო დადეთ ბმულის სახით. ეს უკვე მართლა რაღაც შეთქმულებას გავს, მარაზმია!
მწარე
22 მაისი 2024 17:11
2
მექვაბიშვილის, ალთუნაშვილს და ბოდიშით მაგრამ კანკავაც არ არის სანაკრებო დღეს, ამ დროს აზაროვი მოატოვეს და არაბიძეს საერთოდ შანსიც არ მისცეს. ამას გარდა შუა ხაზში შეიძლებოდა ერთი ორი ახალგაზრდის დამატება მაგრამ ეს პედერაცია რაგბის პედერაციის მაგვარად ზემოდან იმართება და მთელმა საქართველომ იცის კარგად, მაგრამ გენებში გვაქვს გამჯდარი საბჭოთა ფარისევლობა და კიდევ უარესი ას წელულობით ირანული და თურქული მონობის ქვეშ შეძენილი იმ სამყაროს ზედმეტი ფარისევლობა ძლიერთ მიმართ და გამყიდველობა. ეს არის ჩემო ბატონო იმის მიზეზი ქვეყანაც რომ ვერ აშენდა 32 წელია და 26 მაისი ვიზეიმოთ ეხლა თავისუფლების დღედ და ვატაროთ აქციები... აქციამ ქვეყანა დააქცია... ფესვებია გადაჭრილი
simartle
22 მაისი 2024 16:59
9
თან ალტინფოს მიტინგზე:))
valderrama
22 მაისი 2024 21:32
4
simartle-ს მიტინგზე ხარ?
გურულო
22 მაისი 2024 17:16
6
გვარებს არ ჩამოვთვლი მაგრამ 4-5 ისეთი მიყავს 1 წუთსაც, რომ არ ათამაშებს და ამ დროს მართლა გამოსაყენებელი ხალხი დარჩა ევროპის გარეშე: აზაროვი,(3,5 მილიონი ღირს) არაბიძე(900 ათასი), საზონოვი(3 მილიონი), ყაზაიშვილი(2 მილიონი), სიგუა(2,5 მილიონი) და ამ დროს სიაში არსებულების ფასები ნახეთ, დაცვაში მაინც... ერთადერთი გამართლება არის ის, რომ ბევრისთვის სხვა შანსი აღარ იქნება ასეთ ტურნირზე გამოსვლის და ღმერთმა შეარგოთ...
Givi
22 მაისი 2024 16:53
5
მექვაბიშვილი რა კრიტერიუმის მიხედვით მოხვდა სიაში?
ჩელენჯერი
22 მაისი 2024 16:50
2
კარგი საძმო-საახლობლო ყავს.
მწარე
22 მაისი 2024 17:14
1
ამ შემადგენლობაში კვარაცხელიას რა დატვირთვა აქვს,რაესაქმება მითხრას ვინმემ. . .კანკავა რომ ტურისტად არ მიყავთ ცხადია უკვე და წინ პასი მაგან საერთოდ არ იცის და ცხოვრებაში არც არასდროს გაუკეთებია. . ხოლო თუ კანკავა დადგა მაშინ კვეკვესკირი დადგება და კიტეიშვილს არაფერი აღარ ესაქმება. . . მაინტერესებს კვარამ მეკარეს უნდა წაართვას ბურთი და 11 მოატყუოს და შევისეს კარებში. . ესენი 3 მილიონს გაინაწილებენ ეხლა. . .არ გამოვრიცხავ რომ ამის მიხედვითაც შეკრეს. . . ნუ სანიოლი რომ ბუტაფორიაა და ეგ სასტავს არ აყენებს,საფეანგეთში ყველა მეღვინემ იცის ისედაც. . .
ნაპოლეონი
22 მაისი 2024 16:49
8
ნაპოლეონი, შენ ისევ გამოიპარე ხომ საგიჟედან?გაივსო ქვეყანა ნაპოლეონებით,სტალინებით,არისტოტელე,დიოგენებით თამარ მეფეებით,დავით აღმაშენებლებით და ევროკავშირის ელჩებით.
Tazo
22 მაისი 2024 18:14
12
ქვილითაია ბედში ჩავარდა რასაც ქვია
hm
22 მაისი 2024 16:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული