საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
არაბიძე მთვარიდან პარაშუტის გარეშე უნდა დაეშვას თუ რა გააკეთოს რომ ნაკრებში მიწვევა დაიმსახუროს?!... სამწუხაროა მსგავსი ტენდენციურობა როცა შანსს არ აძლევენ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს! პ.ს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ბიჭებს ევროპაზე!
დათო
22 მაისი 2024 12:32
6
მაგარი ქვეყანა ვართ,მწვრთნელი ყავს გუნდს და თავად გადაწყვეტს,ვინ წაიყვანოს და ვინ არა.აგერ გუშინ ლოცავდით სანიოლის და დღეს კრიტიკაში გაატარეთ,თან რისთვის,ვიღაც გამოიძახა და ვიღაც არა.ასე მგონია რო არაბიძე რო გამოეძახებინა,მერე იტყოდით მექვაბიშვილი რატომ არ გამოიძახაო. მწვრთნელი ის არის და მისი გადასაწყვეტია,თუ თქვენ ხართ მწვრთნელები,იმ კაცს ხელფასს რაღატო ვუხდით?თუ იმაზე მიანიშნებთ რო ვიღაცა უწერს შემადგენლობას,ეგ სხვა თემა არის,თუმცა ახლა რატომ გახდა რელევანტური? გუშინაც ეგრე იყო,დღესაც და ხვალაც ასე იქნება.კლანური სისტემა არის მოწყობილი მთლიანად ქვეყანაში,ფეხბურთი ვერ იქნება გამონაკლისი. ფეხბურთელებს არარუსეთს,კი ევროპას კი არ უნდა ყვიროდნენ,მსგავსი ფაქტები უნდა გააპროტესტონ.თუ რათქმაუნდა არის ასეთი ამბავი. მე ერთი ვიცი,ლადო ბურდულმა მოყვა სარბიელის პოდკასტში,ჯოკრის თამაშის გამო დაგვსაჯეს ორი კაციო,არადა,ჯოკერს 4 კაცი ვთამაშობდითო. ის ორი ვიღაცის ახლობლები იყვნენო... ლადომ დააგვიანა,მარა მაინც თქვა,სხვა ამასაც არ აკეთებს. ამიტომ არაფერი არ შველის ქართულ ფეხბურთს,ჯიგრული პონტები და ახლობლობა არ გამოილია. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით,თავის დროზე ვატო არველაძე როგორ მოხვდა ნაკრებში? გვარის გარდა რა კრიტერიუმი იყო,რითაც ეს ბიჭი იმსახურებდა ნაკრებს? ხო არველაძეც გაჰკიოდა ევროპები გვინდაო,თუმცა აზროვნებით სსრ კაცია. ყველგან ხდება ვიღაცეების დატოვება განაცხადს მიღმა,თუმცა ისინი ამას ფორმის გამო აკეთებენ. აგერ,ლივერპულის ორ ახალგაზრდას დაუფასა საუტგეიტმა გარჯა,ჯონსი და ქუანსა გამოიძახა გაფართოებულში,ეს მიანიშნებს რო არავინ იჩაგრება. ამ ინგლისი უცვლელი წევრი იყო ჰენდერსონი,თუმცა ფორმის არ ქონის გამო არ გამოიძახა. კი,ეს ინგლისია და ის ევროპა არის,ჩვენ ვართ საქართველო და არ ვართ ევროპა. სურვილი გვაქვს,თუმცა არ ვართ და ეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. ბევრს ეს არ მოეწონება,თუმცა სიმართლე არავის მოსწონს ზოგადად,თუ განათლებული არ არის. განათლებული ხალხი ხვდება სიმართლის მნიშვნელობას და უხარია,როცა სიმართლეს ეუბნებიან. გურამიშვილმა ხო თქვა,ვინ არ არის კახაბერი,მას ვერ ვიტყვი კახაბერადო,ხოდა მოუსმინეთ იმ კაი კაცს. ისაუბრეთ სიმართლე ყველაფერზე,ასე საქმესაც ეშველაბა და წარმატებაც გვექნება. წარმატებები ნაკრებს,ეს ერთი და სხვა მრავალი.
იასონას უდარი
22 მაისი 2024 21:00
8
სანიოლს უდიდეს პატივს ვცემ თუმცა აზაროვის წაყვანა შეიძლებოდა
დავითი
22 მაისი 2024 20:11
5
გველესიანის, მექვაბიშვილს, ალთუნაშვილ, ტაბიძეს რა უნდა ამ ნაკრებში?
საქართველოს გულშემატკივარი
22 მაისი 2024 15:49
7
ტაბიძე სად გამოჩხრიკეს? რა სირცხვილია
!!
22 მაისი 2024 20:11
3
ტაბიძე არის ჭიაბრიშვილის პროტრჟე გადახედეთ ტაბიძის კარიერას და ყველაფერს მიხვდებით ტაბიძეს წაყვანას მე წავეყვანე ჯობდა გერმანიას მაინც ვნახავდი ))
ვაი შენს პატრონს
23 მაისი 2024 02:02
1
ამ შემადგენლობაში კვარაცხელიას რა დატვირთვა აქვს,რაესაქმება მითხრას ვინმემ. . .კანკავა რომ ტურისტად არ მიყავთ ცხადია უკვე და წინ პასი მაგან საერთოდ არ იცის და ცხოვრებაში არც არასდროს გაუკეთებია. . ხოლო თუ კანკავა დადგა მაშინ კვეკვესკირი დადგება და კიტეიშვილს არაფერი აღარ ესაქმება. . . მაინტერესებს კვარამ მეკარეს უნდა წაართვას ბურთი და 11 მოატყუოს და შევისეს კარებში. . ესენი 3 მილიონს გაინაწილებენ ეხლა. . .არ გამოვრიცხავ რომ ამის მიხედვითაც შეკრეს. . . ნუ სანიოლი რომ ბუტაფორიაა და ეგ სასტავს არ აყენებს,საფეანგეთში ყველა მეღვინემ იცის ისედაც. . .
ნაპოლეონი
22 მაისი 2024 16:49
8
ნაპოლეონი, შენ ისევ გამოიპარე ხომ საგიჟედან?გაივსო ქვეყანა ნაპოლეონებით,სტალინებით,არისტოტელე,დიოგენებით თამარ მეფეებით,დავით აღმაშენებლებით და ევროკავშირის ელჩებით.
Tazo
22 მაისი 2024 18:14
12
სრული სერიოზულობით ვსვამ კითხვას,ეს სია მწვრთნელმა დადო თუ ნაცმოძრაობის შტაბიდან წამოიღო იაშვილმა?. . .თქვენ ბიჭო ხომ არ გძმარავთ. . რა მექვაბიშვილი რის გოჩოლეიშვილი რაღაროს კანკავა იყო,რა კვეკვესკირი. . ეს გუნდი ჩალოეპა ჯგუფში ისე რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გამოსვლას დააფიქსირებს. . . ღმერთმა ქნას საგინებელი გავხდე მარა აგერ ჩემი სიტყვა დაიხსომეთ. . .ვის დაჭირდა და რატომ დაჭირდა ეხლა კანკავა ვერაფრით ვხვდები. . . იქ კანკავა სათადარიგოდ რომ არ მიდის ეს უკვე ცხადია და მაგის უკან პასებით აპირებთ ჯგუფიდან გასვლას?!. . თყ თურქეთთან მე-15 წუთზე წითელს რომ მიიღებს და ტრადიციულ სტილში დააღალატებს გუნდს ,მაგით აპირებთ. . .ეს არის პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ნაკრები. . . და სულაც არაქოცური ნიშნით. . .რა ბიჭები დატოვეს ტიპებმა. . .საზონოვი 100% -ით ვარ დარწმუნებული რომ ეყვირა არა რუსულ კანონში უეჭველი ჩასვამდნენ. . . არა ნუ კანკავას ხომ ისედაც . . . კაროჩე რააა. . . რა ძნელია ცენზურის დაცვა როცა ამხელა უსამართლობას ხედავ და როცა ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკა უბრალოდ მკვდარია. . როცა მერაბ მეტრეველი ჯობნის ყველას საფეხბურთო ანალიზში ხოლო უზრდელ ტატო ბაციკაძეს და სანდრო ცნობილაშეს კი სპორტული ჟურნალისტები ჰქვიათ. . .სხვა თემაა საერთოდ გულჭემატკივარი. . რა კატეგორია მიდის გერმანიაში და იქ ლამაზი გოგოების გამოფენა რომ გვექნება მხოლოდ მაგას წყალი არ გაუვა
ნაპოლეონი
22 მაისი 2024 16:40
15
არ ვიცი “შიგნით” რა სიტუაციაა მაგრამ ირაკლი აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვება ძალიან მეწყინა. ბიჭი იმ კლუბშია რომელიც მუდმივად ჩლ-ს თამაშობს. თან უბრალოდ კი არ ირიცხება არამედ ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკლებშიც მოხვდა! გუნდს ოქროს დუბლის მიგებაში დაეხმარა! ჩლ-ზეც მშვენივრად გამოიყურებოდნენ და ბოლო ტურამდე პლეი ოფის საგზურისთვის იბრძოდნენ! ასაკით პატარაა და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივა აქვს! პირად და პიროვნულ თვისებებზე აღარც ვლაპარაკობ… არ მინდა სახელების ჩამოთვლა მაგრამ ყველა რგოლში დაწყებული მეკარიდან, მცველებშიც, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც მინიმუმ თითო ისეთი ფეხბურთელი გვყავს განაცხადში ვინც უბრალოდ არ და ვერ იქნება გამოყენებული ამ ევროზე. დარწმუბებული ვარ ზოგს ზრდილობის გულისთვისაც არ შეიყვანენ 5 წუთით მოედანზე. ამ პირობებში აზარა რომელიც ყველა ვარიანტში სასარგებლო იქნებოდა, ძირითადიდანაც და შეცვლაზეც როგორ უნდა დარჩეს განაცხადს მიღმა არ მესმის.
Zaza
22 მაისი 2024 15:35
3
ყველაფერი მეტნაკლებად ლოგიკურია, ერთადართი აზაროვის ადგილი მართლა რით ვერ გამოინახა, ძალიან საწყენია...
გიონატ
22 მაისი 2024 15:32
2
ერთადერთი აზაროვზეა კითხვის ნიშანი. კანკავას დამსახურების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მის ნაცვლად აზაროვს შევიყვანდი - ერთადერთი კვალიფიციური მარცხენა მცველია.
ეტყობა სანიოლს ლიჩნაია ნეპრიაზნი აქვს.
ისე, სანიოლს ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტი მოყვარულების მხრიდან დიდი მადლობა და დაფასება ეკუთვნის.
არჩი
22 მაისი 2024 12:37
5
კანკავა რა შუაშია საზონოვთან?
Irakli Apkhaidze
22 მაისი 2024 12:53
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული