მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.
ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...
ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.
ევრო 2024-ის განაცხადი:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;
ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.
სანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?
არაბიძეს რომ არ გამოიძახებდა ეგეც ცხადი იყო, ძალიან მომწონს მისი სტილი მაგრამ ქუთაისის თამაშებს რომ ვუყურებ შთაბეჭდილება მრჩება რომ ბოლომდე არ იხარჯება და ხშირად დასეირნობს მოედანზე როცა ტორპედოს უტევენ და თავს იცავს გუნდი.
საზანოვსაც აშკარად ჩაყვარდა სეზონი მარტის მერე ხო საერთოდ სულ სკამზე იჯდა მეორე ნახევარშიც აღარ შეყავდა ხოლმე მწვრთნელს.
მექვაბიშვილის დონეც არაა მაღალი ამ ეტაპზე ისეთი რომ თუნდაც გუნდის გასაძლიერებლად შეიყვანო მეორე ტაიმში და რავიცი მისი გამოძახებაც რამდენად სწორია, რუმინეთშიც საშუალო დონის არაფრით გამორჩეულ შეხვედრებს ატარებს და რავიცი. აშკარად შეიძლებოდა აქედან რამოდენიმე ფეხბურთელის არ გამოძახება მაგრამ დაველოდოთ იმედია მოულოდნელად ბედნიერი სიურპრიზები გველოდება წინ.
? თვით არგენტინაში, ასე რომ დიდ ტრაგედიას ნუ ქმნით, შიდა სამზარეულო მწვრთნელმა ყველაზე კარგად იცის და მივენდოთ მის გადაწყვეტილებას, წარმატებები ჩვენს ნაკრებს და ბიჭებს ამ ევროზე და მომავალ კარიერაში. ირაკლის კი მორალურ მხნეობას და ფსიქოლოგიურ მდგრადობას ვუსურვებ დანარჩენი გამოჩნდება ვინ მართალი და ვინ მტყუანი იქნება.
Kala,kala...
Caikvanet Azarovi da Sazonovi tqven rusetumebo.