მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.
ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...
ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.
ევრო 2024-ის განაცხადი:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;
ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.
სანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?
მეც არ მომწონს ქვილითაია,მაგრამ ბუდუს გარდა ვინაა სხვა მეორე?
ის ბიჭი ხაბულიანი იზრდებოდა, თურქეთში წაიყვანეს,მაგრამ მაგის გატანილი გოლი არ გამიგია რაც ძალიან სამწუხაროა.
ისე გაგუას წაყვანა ხო არ ჯობდა ქვილითაიას განოძახებას ვითომ?
რამხელა სტიმული იქნებოდა,მაგრამ არც ეგ თამაშობს ალავესში
ჩემის აზრით უნდა ბოიკოტი გამოვუცხადოთ...ჩავატაროთ საკუთარი "ევროპის ჩემპიონატი" რუსეთის,ბელორუსიისა, ირანის და ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით. მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული გვაქვს და თანაც საპატრიარქო დაგვლოცავს.
და აჯიმანიები აკეთე-არ გცემონ ევროპის ქუჩაში შემთხვევით მუსლიმებმა,შენნაირ ტიპებს სცემენ ხშირად ეგენი
ვინ უნდა დადტოვებინა მაშინ ეს რომ წაეყვანა? დაწერეთ ერთი.
ან ამ საზონოვზე. ვის ადგილზე ჩაესვა?
ყველა აქედანაც ვერ წავა,ვინც ვერ წავა 2024 ივლისში არ მთავრდება ქართული ფეხბურთის ისტორია.
ნაკრები ევროზე ღირსეულად უნდა გამოვიდეს და მერე უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივი შესარჩევიდან პირდაპირ მუნდიალზე გასვლით.
ასე რომ ვისაც ამბიციები გაქვთ გააგრძელეთ ვარჯიში და დაამტკიცეთ თქვენი კლასი ბიძიკო.
კიდე ერთი-მრქვაბიშვილზე გეთანხმებით
არ არის სანაკრებო,
ალთუნაშვილი კიდე კანკავაზე და კვეკვეზე მეტად სანაკრებოა