საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
აზაროვმა რა დაუშავა ამ კაცს 26 კაცშიც რო ვერ მოხვდა? Ბიჭი ძირითადის მცველი იყო ხოლმე და ეხა სკამზე ჯდომაც არ ეკუთვნის? ნეტა რა მოხდა
ქართველი
22 მაისი 2024 12:39
2
აზაროვის ადგილზე მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე არიან შენგელია, გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კაკაბაძე და ლობჟანიძე. აქედან, ყველა უფრო სასარგებლო იყო ნაკრებში ვიდრე აზაროვი, შესაბამისად, ლოგიკურია რომ არ მიყავთ
ბიჭიკო
22 მაისი 2024 12:46
27
ბიჭიკო-ს

აზაროვის აგენტი ჯუღელია და კაპიკის მიმცემი არაა ზოგიერთებისთვის მისი ტრანსფერიდან. რა არის გაუგებარი ? არც საზონოვიდან შეხვდებათ რაიმე. ამას ყოველგვარი პოლიტიკურის გარეშე ვამბობ გეფიცებით .
gpi
22 მაისი 2024 22:40
0
აზაროვის არ წაყვანა შეცდომაა
მიხო
22 მაისი 2024 18:45
2
ყველა პირად და სუბიექტურ გულშემატკივართან დიდი ბოდიში, მაგრამ მექვაბიშვილის ფუნქცია ეროვნულ ნაკრებში რაა? არაბიძის დაბლოკვა უნდოდათ და საცობს ეძებდნენ ხვრელის ამოსაქოლად? სხვა ახსნას მართლა ვერ ვპოულობ პირადად მე. მექვაბიშვილის ნამაღალ ან კარგ დონეზე მაინც ჩატარებული თუნდაც ერთი თამაში თუ ვინმეს გინახავთ, გეხვეწებით ვიდეო დადეთ ბმულის სახით. ეს უკვე მართლა რაღაც შეთქმულებას გავს, მარაზმია!
მწარე
22 მაისი 2024 17:11
2
ხო ყველამ ვიცით , რომ ტაბიძე , მექვაბიშვილი და ალთუნაშვილი უდიდესი ალბათობით ერთ წუთსაც არ მიიღებენ სათამაშო დროისა და რაც ყველაზე მთავარია არც ნაკრების აქამდე მოსვლაში მიუღიად იოტისოდენა წვლილიც კი.. რა დააშავა აზაროვმა ასეთი რო ევროპირველობის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა , მით უმეტეს როცა მარცხენა მცველი საერთოდ არ გვყავს განაცხადში.
რიგითი
22 მაისი 2024 19:21
3
აზაროვის დატოვება სხვა ყველაფერთან ერთად უსინდისობა და უმადურობაცაა. ამ შემადგენლობიდან 30% ხომ ტურისტია? ჰოდა ერთი ტურისტის ნაცვლად ეს დამსახურებული კაცი რომ შეეყვანათ, რა დაშავდებოდა?
ჟორა
22 მაისი 2024 13:09
2
საზონოვი რატომ მოიძულეს გაუგებარია საერთოდ,პატრონი არ ყავს და არ წაიყვანეს,ტაბიძე მიჰყავს და საზონოვს ტოვებს,სადაა ლოგიკა?სამართალი?ახალგაზრდულ ევროზე ნაკრების წარმატების ერთ ერთი მთავარი შემოქმედი ზუსტად საბა იყო და არავის აინტერესებს ეს...სამაგიეროდ ტაბიძე გამოჩიჩქნეს საიდანღაც.აზაროვი და არაბიძე ხომ საერთოდ დაიკიდეს,...
დავითი...
22 მაისი 2024 18:25
3
რაც არ უნდა იფილოსოფოსოს კაცმა აზაროვის დატოვებას ვერანაირ გამართლებას ვერ მოუძებნი. თუ სათამაშო დროით, ფორმაში ყოფნით, პროდუქტიულობით და პერსპექტივიულობით აზაროვი არ იმსახურებს ნაკრებს, თან მაშინ როცა ამპლუით მარცხენა მცველი საერთოდ არ არის გუნდში ეს როგორ უნდა შეფასდეს?! თან კვარასაც როგორ ესაჭიროება კარგი მარცხენა მცველი ვიცით ეს.. ცენტრალურ მცველებზე ვთქვათ- ნუთუ საზონოვს ამ შემთხვევაში ტაბიძე ჯობია ან მითუმეტეს ირანში მოთამაშე დებიუტანტი და უკვე ვეტერანი გველესიანი?! რავიცი, ამიხსენით ამის ლოგიკა.. ასევე ძალიან ეჭვი მეპარება სიგუას ალთუნაშვილმა ან მექვაბიშვილმა აჯობონ, სატრანსფერო ფასსაც გადახედეთ და შედეგიანობას, თან მისი ასაკი გაითვალისწინეთ. ნებისმიერი შემადგენლობით წარმატება საქართველოს ნაკრებს,თუმცა ამ კონკრეტულ ბიჭებს უსამართლოდ ექცევიან ჩემი აზრით.
ალექს
23 მაისი 2024 09:30
5
აზაროვის ევროპაზე არ წაყვანა არის ძალიან დიდი შეცდომა!! როდესაც ლუქსემბურგი/საბერძნეთთან არ გამოიძახა, სანიოლმა ეს ქმედება კონკრეტული მიზეზებით დაასაბუთა!! მაგრამ ევროპაზე საერთოდ არ წაყვანა შეცდომა მგონია!! ფლეი-ოფის შემდეგ ძალიან მოუმატა აზაროვმა, როგორც დაცვაში ისე შეტევაში. კლუბშიც საუკეთესო იყო და ამ დროს ასეთი გადაწყვეტილება უსამართლობა მგონია! ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ!! ვამაყობთ თქვენით!!
pepelu
22 მაისი 2024 17:55
1
საზონოვმა რა დაგიშავათ. უთამაშებლობა არავითარი მიზეზი არ არის სერია A ში ა ბოლო ბოლო თან მხეცია ძალიან მაგარი მცველია რომელიც ჰაერივით გვჭირდება ამ საცოდავ დაცვაში. გველესიანები და მექვაბეები მიგყავს და საზონოვი არა ეს დაცინვაა სხვა არაფერი. შეგრცხვებათ აუცილებლად მაგ საქციელის. საბა გამაგრდი აუცილებლად დადგება შენი დრო ნაკრებში.
bidzia
22 მაისი 2024 16:33
6
შემადგენლობა იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძირითადის 17-18 ფეხბურთელი სანიოლის არჩეულია, დუბლები კი ფედერაციამ აარჩია და იმიტომაც იწვევს ბევრის განცვიფრებას ზოგიერთი ტურისტის წამსვლელთა სიაში ყოფნა.
ჟორა გაბრიჭიძე
22 მაისი 2024 13:19
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული