ცნობილია, გამართავს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე თბილისში ამხანაგურ მატჩს არ ჩაატარებს.

"2 ივნისს შევიკრიბებით სრულად. შეკრებას გავივლით ავსტრიაში, რადგან წინასწარ შეთანხმებულ ნაკრებებთან ამხანაგურები თბილისში მათი უარის გამო აღარ გამოვა, რადგან ისინიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ", - განაცხადა იაშვილმა. ძალაში რჩება 9 ივნისს მონტენეგროში თამაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით
20:00 საათზე დაიწყება.

altსანიოლის სია - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში

მკითხველის კომენტარები / 41 /
ევროპული ქვეყნები დიდი ხანია აღარ გვეთამაშებიან, ამიტომაც დათანხმდნენ მხოლოდ მონღოლები და ტაილანდელები. ვის მოუნდება შენთან თამაში, როდესაც ყოველ დღე დედას აგინებ და მტრად განიხილავ? ამიტომაცაა რომ ყოველ ამხანაგურების დროს ახალ-ახალ მიზეზებს იგონებს ფედერაცია თავის გასამართლებლად. ესენი ისე იქცევიან, მალე ნიკარაგუას და ნაურუს შეეხვეწებიან გვეთამაშეთო. მხოლოდ პრორუსული ქვეყნები განიხილეთ, დამთავრებულია ევროპელებთან სპარინგი.
ან რატომ უნდა გვეთამაშონ?
13:57 22-05-2024
61
ამაზრზენია ეს ყველაფერი,გულისამრევი.როდესაც ხედავ როგორ აუფასურებს მთავრობა და ფედერაცია,ერთად ამ უდიდეს ისტორიულ მიღწევას.და როგორ ჯიუტად ცდილობენ ნებით თუ უნებლიედ უსახელოდ და უსუსურად გამოვიდეთ ევროზე.ერთი იაშვილი ჩანდა ამ ფედერაციაში ვისაც ხალხი პატოვს სცემდა და ესეც გაუფასურად ამ მიღწევასთან ერთად....
Master
13:15 22-05-2024
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული