ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადს ჯაბა კანკავა საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ვილი სანიოლს ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდება. სიაში საყრდენი ნახევარმცველების ნაკლებობა ნამდვილად არაა, შესაბამისად, არც იმის აუცილებლობაა, ჯაბა მისივე ამპლუის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს. ჩვენც ამ ამბავს ოფიციალურად დაველოდებით, მარჩიელობას არ ვაპირებთ, მაგრამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე ვიმსჯელებთ.

გულშემატკივრებს შორის ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ირაკლი აზაროვს უკავშირდება. იქნებ სანიოლმა არსებულ ვითარებაში მაინც დაუშვას და მარცხენა ფლანგზე მესამე ალტერნატივა ჰყავდეს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ირაკლიმ ნაკრების წარმატებისთვის "ერთა ლიგაზე" ბევრი გააკეთა, კონკურენციისა და
ბოლო მატჩებში შენგელიასა და წიტაიშვილის კარგი გამოსვლის მიუხედავად, ის ევროზე ყოფნას იმსახურებს!..

სანიოლის სამუშაო სტილისა და ხასიათის გათვალისწინებით, მაინც მოსალოდნელია, მან კანკავა შუახაზელით ჩაანაცვლოს. ფრანგი სპეციალისტი გუნდში ყოფნის გამოცდილებას მაინც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს და ასეთი განაცხადს მიღმა ვლადიმერ მამუჩაშვილია. ბათუმის "დინამოელი" თითქმის მუდმივად იყო სანიოლის რჩეულებში და მას ერთხელ მთელი მარჯვენა ფლანგიც ჩააბარა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 გოლია.

ნიკა გაგნიძე

Sportall.Ge

ჩვენი მხრიდან "ჯვაროსნების" თავკაცს ნახევარმცველის კიდევ ერთ ვარიანტს შევახსენებთ. ეროვნული ლიგის ლიდერ გორის "დილაში" ნიკა გაგნიძე გამორჩეულია.

გაგნიძე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატიდან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ როგორც თამაშით, ასევე ტრავმის შემდეგი ემოციებით. მიმდინარე სეზონში ნიკას 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. პრობლემა ისაა, რომ მან ბოლო ტური გამოტოვა, მანამდე კი მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, კანკავას გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ნაკრების განაცხადი 26-კაციანი იყო. აქვე იმასაც გეტყვით, სიის ბოლომდე დაკომპლექტება სავალდებულო არაა.

Edit: სანიოლმა გაბრიელ სიგუა გამოიძახა!..

alt"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

მკითხველის კომენტარები / 40 /
საზონოვი ჰაერივით გვჭირდება დაცვაში.
hm
25 მაისი 2024 00:22
0
ჰააა სიგუა წაიყვანოსთქო და დიზლაიქები მომაყარეს))ჯიგარი ხარ ვილსონ)))კაშიას მაგივრად კალანდაძე და ეგაა))
ჯეჯე
24 მაისი 2024 22:55
1
რა მამუჩაშვილი ხალხო? საღ ჭკუაზე ხართ? ამ საკვებში აშკარად რაღაცას ირევენ ტვინი რო აგერიოთ.... ზოგს რუსეთი ჰგონია დედა სამშობლო ზოგს მამუჩა ჰგონია ახალი ლუკას ვასკესი.. აზაროვის დიდად არ მეხატება გულზე დაცვაში სუსტია მაგრამ მამუჩაშვილს თავისივე ფლანგზე რო დააყენო იქაც აჯობებს რა მამუჩა ტვინი გაატოკეთ ხალხნო?! ან გაგნიძე ან აზაროვი. საზონოვიც კაი იქნებოდა წაეყვანა სად გამოჩხრიკეს ტაბიძე?
რონი
24 მაისი 2024 20:47
3
Memgoni umetesoba tanxmdeba rom azarovi ualternativod!
Qomagi
24 მაისი 2024 18:20
1
მამუჩაშვილია გამოსაძახებელი, ტიპი 4 პოზიციაზე თამაშობს , დაცვისან შეტევამდე წინდა იკან სულ მოძრაობს ბევრს დარბის არ იღლება, 120 წუთი შეუძლია ტიპმა ირბინოს გაუჩერებლად, ბევრ სამუშაოს ასრულებს რაც მას არ ეხება იმასაც, ზუსტ პასებს იძლევა კარგი და ძლიერი დარტყმა აქვს, რავიცი მე სანიოლის ადგილზე მას წავიყვანდი
ნიკოლოზი
24 მაისი 2024 17:51
9
რა მამუჩაშვილი ?? დაცვის(ნახევარდაცვი)პრობლემები გამოჩდა--შენგელია ბოლომდე ვერ ასწრებს ფორმაში8 ჩადგომას და ერთადერთთი წიტაიშვილის იმედზე ვრჩებით ? აზაროვი უალტერნატივოა !!
zura222
24 მაისი 2024 17:40
4
შეიძლება აზაროვი კარგია და გაგნიძესაც არაუშავს მაგრამ მამუჩაშვილი ორივეს ბევრად ჯობია, სხვა კლასია რა , უფრო მაღალი.
მერაბი
24 მაისი 2024 17:40
15
როგორ ვერ ხვდებით აზაროვის არ გამოძახება არ არის სპორტული ხასიათის კიდევ ხუთმა კაცმა რომ თქვა უარი მაინც დატოვებენ.რაც შეეხება ჯაბას მან კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა რომ მაგარი ადამიანია.
გიორგი
24 მაისი 2024 17:33
0
ვფიქრობ საზონოვი უფრო გამოადგება ნაკრებს. ბოლო მატჩში საბერძნეთთან ყველა მაგარი იყო, ყველა მოტივირებული და ბრძოლის ჟინით იყვნენ მაგრამ ერთია ბრძოლისუნარიანობა და მეორე პროფესიონალიზმი. ერთ თამაშს კარგად ყველა ფეხბურთელი ითამაშებს. ამიტომაცაა მწვრთნელის ხედვა საჭირო რათა გამოიცნოს თუ ვინაა უფრო სტაბილური და საჭირო გუნდისთვის.
დავით 67
24 მაისი 2024 17:28
2
სამართალი თუ არსებობს ირაკლი აზაროვი უნდა იყოს ნაკრებში ევროპაზე. მიუხედავათ სხვა პოზიციებისა ჯაბას და აზაროვს შორის.
G.LA
24 მაისი 2024 17:23
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული