ჩეხეთის მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებსა და სანიოლის გუნდთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა - ჰაშეკი ევრომდე ბევრს არაფერს გაამჟღავნებს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხთა მწვრთნელმა 28 მაისს შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

60 წლის სპეციალისტი გამოკვეთილ ფავორიტად პორტუგალიას მიიჩნევს, საქართველოსა და თურქეთთან კი თანაბარ დაპირისპირებას ელოდება. 

"ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვითამაშოთ, რა ფორმირებაში. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. მთავარია, გუნდს აქვს ხასიათი, რაც მათ უკვე აჩვენეს მარტის მატჩებში. ველოდებით შეკრებას, ერთობლივ ვარჯიშებს, რომლებშიც ჩვენ კიდევ ბევრი ვარიანტის მოდელირებას მოვახდენთ.

მართალია, რომ არ გვინდა ჩვენმა მეტოქეებმა ძალიან გადაგვტვირთონ (ჩეხები ევრომდე 2 ამხანაგურ მატჩს მალტასთან და
ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავენ), არ გვინდა გავამჟღავნოთ ყველაფერი ჩემპიონატის წინ.

გვყავს გამოყოფილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოპონენტებს სწავლობენ. სწორედ დღეს ვაგვარებდით მაგ საკითხს, თუ ვინ წავა პორტუგალიის, საქართველოსა და თურქეთის მატჩების სანახავად.

საქართველო და თურქეთი ძალიან რთული მეტოქეები არიან. ვფიქრობ, ჩვენს მატჩებს ამ 2 გუნდთან ფავორიტი არ ეყოლება.

ისინი დიდ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ეყრდნობიან. პორტუგალია კი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა ჰაშეკმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველოს ნაკრებს რო ევრიპაზე გაიყავნს და თუ გაგვიმართლა და ჯგუფიდან გავედით, ეს სანიოლს რათქმაუნდა მაგრად წაადგება. ჯერესერთი იმიტომ რომ ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში მაგარი კარიერა ქონდა და ამას გარდა რომელი მწვრთვნელი შეძლებდა საქართველოს ნაკრების გაყვანას ევროპაზე? ამას გამბედაობა ხომ უნდა? საკუთარ კარიერას სასწორზე რომ დებ, ჩვენი მწვრთვნელები ვინც იყო ყველას დაენგრა სამწვრთვნელო კარიერა, ვერცერთი ვეღარ დაბრუნდა იმ დონეზე რა დონეზეც ჩვენთან მოსვლამდე იყვნენ./ უცხიელებზე აღარაფერს ვიტყვი, ქეცბაია აიღეთ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა მაგის გუნდები და საქართველოს ნაკრებუდან რაც წავიდა მის მერე ცეღარ მოხვდა ეგეთი ელიტარულ გარემოში. ცხადაძე არ იყო ევროპაში მაგრამ წარმატებული ითვლებოდა და ნაკრების შემდეგ ეგეც დატანჯული იყო უგუნდოდ ან მაჩანჩალა გუნდებში უწევდა არასრული სეზონი, დღეს გაბალს მწვთვნელია როგორც ვიცი და ეს გაბალა აზერბაიჯქნის მეორე ლიგაშია
Vasili
09:44 31-05-2024
0
ჩეხებისთვის მიღწევა იქნება ჩვენთან ფრე მაგრამ უეჭველი ვუგებთ.
გიორგი
21:57 29-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული