ჩეხეთის მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებსა და სანიოლის გუნდთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა - ჰაშეკი ევრომდე ბევრს არაფერს გაამჟღავნებს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხთა მწვრთნელმა 28 მაისს შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

60 წლის სპეციალისტი გამოკვეთილ ფავორიტად პორტუგალიას მიიჩნევს, საქართველოსა და თურქეთთან კი თანაბარ დაპირისპირებას ელოდება. 

"ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვითამაშოთ, რა ფორმირებაში. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. მთავარია, გუნდს აქვს ხასიათი, რაც მათ უკვე აჩვენეს მარტის მატჩებში. ველოდებით შეკრებას, ერთობლივ ვარჯიშებს, რომლებშიც ჩვენ კიდევ ბევრი ვარიანტის მოდელირებას მოვახდენთ.

მართალია, რომ არ გვინდა ჩვენმა მეტოქეებმა ძალიან გადაგვტვირთონ (ჩეხები ევრომდე 2 ამხანაგურ მატჩს მალტასთან და
ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავენ), არ გვინდა გავამჟღავნოთ ყველაფერი ჩემპიონატის წინ.

გვყავს გამოყოფილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოპონენტებს სწავლობენ. სწორედ დღეს ვაგვარებდით მაგ საკითხს, თუ ვინ წავა პორტუგალიის, საქართველოსა და თურქეთის მატჩების სანახავად.

საქართველო და თურქეთი ძალიან რთული მეტოქეები არიან. ვფიქრობ, ჩვენს მატჩებს ამ 2 გუნდთან ფავორიტი არ ეყოლება.

ისინი დიდ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ეყრდნობიან. პორტუგალია კი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა ჰაშეკმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ისე როგორ გგონიათ,ვილი ხო არ არის სადღაც იემენის ან ფილიპინების მწვრთნელი,ხელფასი და კაი ცხოვრება რო იყოს მაგის ამოსავალი წერტილი.
ვილის მთელი ევროპა იცნობს და თუ საქართველოთი წარმატებას მიაღწევს ეგრევე კონტე-პოჩეტინოს დონეზე აიწევს მაგის რეიტინგი.
ასე რომ მუშაობს სავარაუდოდ ის კაცი თავის და ჩვენს სასიკეთოდ,
ფეხბურთი კიდე ჩვენზე კარგად მართლა იცის ვერაფერს ვიტყვით
Levani
13:30 29-05-2024
3
ჩეხებისთვის მიღწევა იქნება ჩვენთან ფრე მაგრამ უეჭველი ვუგებთ.
გიორგი
21:57 29-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული