"თურქეთისთვის ევრო 2024-ის საქართველოსთან მატჩით დაწყება უკეთესია, ვიდრე უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით" - თურქი კომენტატორი

AutoSharing Option
თურქმა საფეხბურთო კომენტატორმა მურატ აკდამმა Al Ain Türkçe-სთან ინტერვიუში ევრო 2024-ზე თავისი ქვეყნის ნაკრების შანსები შეაფასა, საქართველოს ეროვნულ გუნდთან პირველ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეუძლიათ:

"ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს. ტოპ 8-ში მოხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. ამის მტკიცების საფუძველს ის ფაქტი მაძლევს, რომ ჩვენი სუპერლიგა მაღალ დონეზე ჩატარდა და ფეხბურთელები მაღალ სათამაშო დონეზე იმყოფებიან, განსაკუთრებით, ფიზიკური მომზადების მხრივ; აგრეთვე, დამაიმედებელი ლეგიონერების მთელი სეზონის მანძილზე კარგი ასპარეზობაა.

ასევე უპირატესობად იმას მივიჩნევ, რომ ვინჩენცო მონტელა თანამედროვე მწვრთნელია.
პოზიტიურია პირველივე მატჩში საქართველოსთან შეხვედრა, ვიდრე ტურნირის უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით დაწყება. ახლავე შემიძლია ვთქვა - ჩვენი შესაძლო წარმატება არავის არ გააკვირვებს".

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯგუფში ყველაზე დაბალრეიტინგიანი,საქართველოს ნაკრებია და რა თქმა უნდა ლოგიკურად მსჯელობენ.ვინ,თუ არა საქართველოს ნაკრები უნდა დაამარცხონ,ჯგუფიდან გასასვლელად?ჩვენც ხომ ზუსტად იგივე ლოგიკით ვმსჯელობთ.ალილო და ხვალეო!ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება,ვინ ვის აჯობებს.
სოსო
23:09 29-05-2024
2
მჯერა ინანებს ამ სიტყვებს!
Dima
21:55 29-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული