ვილი სანიოლი: ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ - გვინდა, ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს

AutoSharing Option
მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის წინ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"ფეხბურთის ფედერაციამ შესანიშნავი შეკრების ორგანიზება მოახერხა. გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. მონტენეგროსთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა. გვინდა, რომ ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს. თუმცა, ვიცით, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში ამ ეტაპზე არ არიან.

შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო. საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ ტურნირზე. ვერ შევძლებდი შეკრებაზე 30 ფეხბურთელის წაყვანას და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე
4 მოთამაშისთვის ოცნების წართმევას. მართალია, კვერკველიას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ის ინდივიდუალურად ემზადება და ტურნირისთვის მზად იქნება. გიორგი გველესიანი ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა, ჯერ არ უთამაშია, თუმცა მონტენეგროში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა".

ავსტრიული შეკრების დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ, ჩვენი გუნდი პოდგორიცაში გაემგზავრა. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

alt"საქართველოს ნაკრები ის გუნდი აღარაა" - მონტენეგროელთა მწვრთნელი

altროგორ დაინომრა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის - "ჩაკვე" "ათიანია"

alt"ვარჯიშის მერე არ რჩებოდა ხოლმე, სულ ამბობდა პენალტი რა არისო, მერე მე და "კვარამ"..." - დავითაშვილმა "მამარდაზე" ისაუბრა

altრას გადაწყვეტს სანიოლი მამარდაშვილსა და კვარაცხელიასთან დაკავშირებით? - ქართველების საოცარი შედეგი და პირველი გამარჯვების სურვილი!..

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაცი ამბობს ფედერაციის დახმარებით ისე მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა,როგორც გვსურდაო.არ დავუჯეროთ მას და ზიზღ-ბოღმით აღსავსე ფედერაციის მაგინარების ნაჯღაბნი ვიკითხოთ მუდმივად ბილწი კომენტარების ფორმით?!
ბრაზი
21:16 08-06-2024
28
ცოტა გავუფრთხილდეთ ფეხებს, ნერვებს და ერთმანეთს. მაქსიმალირად ზუსტი პასები დღეს, რომ ბრძოლა არ იყოს საჭირო ბურთისთვის. მშვიდად მოვემზადოთ . წარმატებები ც
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული