მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გასვლაზე მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.

მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული, თამაში გათანაბრდა, მეტოქის შეტევები მოვიგერიეთ და სწრაფი კონტრიერიშისას მიქაუტაძე, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მცველმა წააქცია. მერე ხვიჩამ მიქაუტაძე შესანიშნავი პასით მიატოვიჩთან ერთი-ერთზე გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა. მასპინძლებმა პირველად
კარში მხოლოდ 38-ე წუთზე დაარტყეს, მაგრამ მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილი დაშავდა და კვეკვესკირმა შეცვალა. ოთარმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და იმედია, სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მერე „კვარა“ მეურვეს გაექცა და მახვილი კუთხიდან გატანა მეკარემ არ დაანება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, გადაცემა უკეთეს პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის გაეკეთებინა. ამას მონტენეგროელთა შეტევა მოჰყვა და ოსმაიჩს ახლო მანძილიდან მამარდაშვილმა არ გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა იოვეტიჩმა მალე ანგარიში შეამცირა. შემდეგ ალთუნაშვილის კარგი პასით მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მიატოვიჩმა მოიგერია. 83-ე წუთზე დავითაშვილი მცველს დაუსხლტა, რომელმაც საჯარიმოში წააქცია, თუმცა ზივზივაძემ გაიტანა და პენალტის დანიშვნა საჭირო არ გახდა. მორიგი იერიშისას ზურიკოს მეკარემ არ გაატანინა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ევრო 2024-ზე ამაღლებული განწყობით გაემგზავრება.

სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს - 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან.

პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - საქართველო 1:3
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (68), 1:3 ზივზივაძე (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80), შენგელია (წიტაიშვილი 66), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 66) , კიტეიშვილი (კვეკვესკირი 50), კვარაცხელია (დავითაშვილი 80), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

მკითხველის კომენტარები / 77 /
სულ მინიმუმ კიდევ სამი უნდა გაგვეტანა
სულ მინიმუმ
დომენტი
10 ივნისი 2024 00:41
1
ბიჭოს, ეს რა თამაში ჩაატარეს ჩვენმა ბიჭებმა! გულახდილი რომ ვიყო, ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას არ ველოდი, თუნდაც ამ შემადგენლობის ანუ ძირითადი გუნდის ფონზეც. თანაც, ერთია მოგება და მეორეა ასე კარგად გათამაშებული კომბინაციები, თითქოს ბიჭები თვალდახუჭული უგებდნენ ერთმანეთს. აშკარად ჩანს, როგორ არიან ნაკრების წევრები გაზრდილი ინდივიდუალურად და თავად ნაკრები კი გუნდურად! გასაგებია, რომ ევროზე გაცილებით ძლიერ და მაღალი დონის მეტოქეებთან მოგვიწევს ბრძოლა. თუმცა, ასე მოთამაშე ჩვენი ნაკრები ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს (მე მაინც ვფრთხილობ რადგან დებიუტანტები ვართ და ევროზე გაცილებით დიდი წნეხი იქნება). ერთი რამ 100%-იანია: ჩვენი შემტევები ერთიმეორეზე მაგარ ფორმაში არიან ყველანი და ნაღდად შეგვიძლია ფავორიტი მეტოქეების გამწარება და ქულების დაგროვება. დანარჩენი უკვე ევროზე გამოჩნდება. მე იმედიანად მივდივარ ევროზე! თქვენ?
fani
10 ივნისი 2024 02:03
1
მშვენიერია! უკვე მოგებულ თამაშებზე ვწუწუნებთ ესე უნდა გვექნა ის უნდა გვექნაო:)) მადლობა ამისთვის ბიჭებს და სანიოლს. ზურიკო არ ინერვიულო 4 წუთი როა დარჩენილი და 2 ბურთით იგებ ცოტა ღორობაც შეიძლება! ოღონდ არა ევროპაზე:)) მადლობა რო გვახარებთ!
ბოკინიო
10 ივნისი 2024 01:14
2
მშვიდად და აუღელვებლად-იმიტომ რომ ნაკრებს ეტყობა ხარისხი,სტანდარტულებზე ნამუშევარი და არა ნა ურაზე ჩაწოდება,ხო ნახეთ ჩაკვე აწვდის წინა ძელისკენ სადაც მაღალი 2 მცველი გადის და ცდილობს თავით დააგდოს მეკარის გასწვრივ,სადაც ასევე სხარტი მიქაუტაძე და კიტე ხვლიკებივით ელოდებიან შანსს.
მერე ბურთის გორებისას არ არის უაზრო განდაგანა გორება- ყველა მასზე არის გაგრძელება.
ისე გამოდის შემდეგი კაცი რო ბურთის მიმღებს ეგრევე გაგრძელება აქვს.
ეს დადებითი.
უარყოფითი-გველესიანი კაი ბიჭია,მაგრამ ჯერ ეტყობა ნაკრებთან მიუჩვევლობა და ნერვიულობა.
სუსტი მხარეა სკამი.
კოტეს ტრავმის უკვე გვეშინია და ევროზე 3თამაში უეჭველი ვიღაცეები დაგვაკლდება.
კვეკვე არ არის სათამაშებელი.
ერთი ხო დაინახეთ-იმ ხალხმა ვინც მუშაობს ჩვენზე მეტი იცის და გავჩერდეთ,დაველოდოთ.
არ უნდა პროფესორობა,ეს იყოს,ის იყოს.
ვაისის დროს მეც გული მისკდებოდა.
6მცველი და 3 საყრდენს რო ვკითხულობდი სასტარტოში,მაგრამ ახლა საქართველო საკმაოდ სიმპათიური გუნდია.
დანარჩენს ევროპაზე ვნახავთ
Levani
10 ივნისი 2024 01:52
1
გილოცავთ კარგი იყო, მეორე ტაიმში დაცვაში არეულები ვიყავით იმედია დალაგდებიან ევროპამდე, ისე პასის არ მიცემამ უკეთეს პოზიციაში მყოფზე მინიმუმ 2 გოლი დაგვაკარგინა, მომენტების მაქსიმალურად გამოყენება მართებს ჩვენს ნაკრებს.
Givi
10 ივნისი 2024 00:50
0
კარგით რა კიდე ბოღმას ასხავთ აბალახეს ბურთი დაუმალეს ვაგებთ არ მოგწონთ ვიგებთ ეგაც არ მოგწონთ რა გემართებათ გაიხარეთ რა მოვიგეთ წყნარათ ულოცავ ბიჭებს წარმატებები გერმანიაში
ზაზა
10 ივნისი 2024 00:57
4
კარგად ითამაშეს ბიჭებმა, ცუდის თქმა უნამუსობა იქნება. ერთს კი ვიტყვი როცა პროფესიონალი გქვია გასაკეთებელ პასს უნდა აკეთებდე, არ აქვს მნიშვნელობა იგებ თუ აგებ, ამხანაგურია თუ ოფიციალური.
Me
10 ივნისი 2024 05:40
0
ზუსტად!
მირიანი
10 ივნისი 2024 10:23
0
კვეკვესკირი და კაშია აღარ ათამაშოვო, როგოგრ დავწერო ფრანგულად?

ხვიჩას და ზურაბს იმედია ოფიციალურ თამაშებში ასეთი ყაზაიშვილური შეცდომა აღარ მოუვათ.
ადვილად კი მოიგეს:)
კიტეიშვილს ჯანმთელობას ვუსურვებ.
დაცვა არ გვყავს
10 ივნისი 2024 03:45
2
საქართველომ მოიგო! მთავარი ეს არის, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ასეთი სუსტია მონტენეგრო, თუ ჩვენ ვართ ძლიერები მეთქი, შეტევა კარგია, დაცვა პრობლემური გვყვავს, საგოლე მომენტებს კი მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს ყველა, ხვიჩა ყველაზე მეტად. გილოცავთ!
დიდება საქართველოს!
ლევანი
10 ივნისი 2024 01:00
0
მონტენეგრო სუსტია რათქმაუნდა, თუმცა სან-მარინო არაა ნამდვილად, ბელგიამაც ორი ბურთით მოუგო, თან 10 კაცით იყო ჩერნაგორია თითქმის მთელი თამაში.
სიმენონი
10 ივნისი 2024 01:08
2
პასი გააკეთეთ ბიჭო მინიმუმ 6:1 უნდა ყოფილიყო ვიღაცეებს რომ არ ეღორათ
რაბუ
10 ივნისი 2024 00:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული