ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები გერმანიაშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში ჩავიდა და ევრო 2024-ისთვის მზადებას ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში გააგრძელებს.

ჩვენი გუნდი გერმანიაში პოდგორიციდან გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა.

დიუსელდორფის აეროპორტში საქართველოს ნაკრებს ქალაქის მერი იოზეფ ჰინკელი დახვდა. ჩვენი გუნდი ქალაქ ფელბერტში დაბინავდა, სადაც11 ივნისს პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს: 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება; 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება; ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს
გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!! მაქსიმალური მონდომება და სიფრთხილე!!!
tngh
11 ივნისი 2024 13:00
1
Alqaida xo ar xart gaiparset bicho cverebi
Lasha
11 ივნისი 2024 12:29
2
ინტუიცია ძალიან კარგი მაქვს და ვგრძნობ, რო საქართველოს ნაკრები "თავის სიტყვას იტყვის"! (თავს არ ვაიმედებ, უბრალოდ ასე იქნება)
ფეხ ბედნიერი იყოს თქვენთვის გერმანიის მიწა!
11 ივნისი 2024 12:20
1
აი ინტუიცია…
..
11 ივნისი 2024 13:06
4
გულშემატკივარს ვერ მოსთხოვ იყოს ობიექტური. ჟურნალისტი კი უფრო ცივი გონებით უნდა მსჯელობდეს და ცდილობდეს, მდგომარეობა რაეალურად შეაფასოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ჯერ არ მინახავს თამაში, სადაც ჩვენი ნაკრები დომინირებდა, თუნდაც უსუსტეს მოწინააღმდეესთან თამაშის დროს.
ძალიან სუსტები ვართ პირველი ბურთის დაუფლებაში, დასწრებაზე თამაშში. ამის გარეშე კი წარმატება არ იქნება.
ყველა უნდა მიეჩვიოს (და არა შეურიგდეს!) ამ აზრს, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს ტრაგედიად არ გვექცეს.
kvaxo
11 ივნისი 2024 10:30
5
გულშემატკივარს ვერ მოსთხოვ იყოს ობიექტური. ჟურნალისტი კი უფრო ცივი გონებით უნდა მსჯელობდეს და ცდილობდეს, მდგომარეობა რაეალურად შეაფასოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ჯერ არ მინახავს თამაში, სადაც ჩვენი ნაკრები დომინირებდა, თუნდაც უსუსტეს მოწინააღმდეესთან თამაშის დროს.
ძალიან სუსტები ვართ პირველი ბურთის დაუფლებაში, დასწრებაზე თამაშში. ამის გარეშე კი წარმატება არ იქნება.
ყველა უნდა მიეჩვიოს (და არა შეურიგდეს!) ამ აზრს, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს ტრაგედიად არ გვექცეს.
kvaxo
11 ივნისი 2024 10:29
3
თვალყური ვადევნე ჯგუფში ჩვენი უშუალო კონკურენტების, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებების თამაშს და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ ნაკრებს თითოეულ მათგანთან არამც თუ ფრის თამაში, არამედ მოგებაც თავისუფლად შეუძლია. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო პრობლემები თურქეთის ნაკრების დაცვის ხაზში, ჩვენი თამაში აუცილებლად მათი კარის სიახლოესთან უნდა წარვმართოთ და არაფრის დიდებით არ უნდა ავაღებინოთ ბურთზე კონტროლი. ისეთი შემსრულებლების პირობებში, როგორებიც ხვიჩა და ჟორჟი, ხოლო გამჭოლი პასის მიმცემები, როგორებიც ჩაკვე და კიტე არიან, შეგვიძლია მათი დაცვის ხაზი ბოლომდე ჩამოვშალოთ და დამერწმუნეთ გადაჭარბებულს არაფერს ვამბობ. ვიმედოვნებ სანიოლი მეტოქეთა სისუსტეებს მიაგნებს და მათ სათანადოდ გამოიყენებს, ჯგუფური ეტაპის დაძლევა კი სათანადო განწყობის პირობებში ამ გადმოსახედიდან სავსებით რეალურ პერსპექტივად მოჩანს. წარმატებები ბიჭებს!!!
soc.press
11 ივნისი 2024 10:01
2
სანიოლმა კი თქვა, რომ მეორე ტაიმში გუნდი დაიღალა, მაგრამ ის ამ შემთხვევაში თამაშობს ე.წ. mind games. კონკურენტი გუნდების მწვრთნელებზე გავლენას ახდენს. სინამდვილეში ჩვენმა ნაკრებმა მეორე ტაიმში 9 საგოლე მომენტი შექმნა, და ამ 9 მომენტიდან 5 მომენტი იყო 100 პროცენტიანი.
რეალობა
11 ივნისი 2024 09:53
1
მეც მეიმედება ჩვენი ნაკრების.
დაბალანსებული გუნდია.
ბოლო ამხანაგურმაც აჩვენა რომ სულაც არ არის ხელწამოსაკრავი.
პატარა იღბალი. ისიც გავიტვალისწინოთ რომ ერთა ლიგიდან გავედით. ეს კი უეფას პროექტია, ბევრი კრიტიკოსი ყავს და აქედან გასული გუნდის წამრატება ნამდვილად უეფას წისქვილზე დაასხამს წყალს, რაც ნიშნავს რომ ჩვენს მიმართ იქნება სიმპატია და ხელშეწყობა. ეს არ ნიშნავს რომ მსაჯობა მოგვიდგება, მაგრამ როცა სიმპატია შენს მხარესაა ეს ბევრს ნიშანვას
მაგალითად დავასახელებ არგენტინას მსოფლიოზე, სადაც ყველას სურვილი იყო მესის მოეგო მუნდიალი. ეს შემთხვევაა ჩვენთანაც :)
არ გამოვრიცხავ ჩვენი ნაკრები ძალიან წინ წავიდეს 1/4 მინიმუმ :)
d
11 ივნისი 2024 09:09
1
მიდით ბიჭებო ძმურად გეხვეწებით იქნებ წვერი გაიპარსოთ ეგრე წარსდეგეთ ევროზე
გიო
11 ივნისი 2024 07:59
1
საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა.უფალი გფარავდეთ ბიჭებო
kote
11 ივნისი 2024 05:09
1
ღმერთმა გისმინოთ და პირადად ჩემთვის ეგ შედეგი ჩემპიონობის ტოლფასი იქნება.
soc.press
11 ივნისი 2024 10:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული