ჩვენი გუნდი გერმანიაში პოდგორიციდან გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა.
დიუსელდორფის აეროპორტში საქართველოს ნაკრებს ქალაქის მერი იოზეფ ჰინკელი დახვდა. ჩვენი გუნდი ქალაქ ფელბერტში დაბინავდა, სადაც11 ივნისს პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს: 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება; 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება; ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს
გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
nakrebi.ge
ძალიან სუსტები ვართ პირველი ბურთის დაუფლებაში, დასწრებაზე თამაშში. ამის გარეშე კი წარმატება არ იქნება.
ყველა უნდა მიეჩვიოს (და არა შეურიგდეს!) ამ აზრს, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს ტრაგედიად არ გვექცეს.
ძალიან სუსტები ვართ პირველი ბურთის დაუფლებაში, დასწრებაზე თამაშში. ამის გარეშე კი წარმატება არ იქნება.
ყველა უნდა მიეჩვიოს (და არა შეურიგდეს!) ამ აზრს, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს ტრაგედიად არ გვექცეს.
დაბალანსებული გუნდია.
ბოლო ამხანაგურმაც აჩვენა რომ სულაც არ არის ხელწამოსაკრავი.
პატარა იღბალი. ისიც გავიტვალისწინოთ რომ ერთა ლიგიდან გავედით. ეს კი უეფას პროექტია, ბევრი კრიტიკოსი ყავს და აქედან გასული გუნდის წამრატება ნამდვილად უეფას წისქვილზე დაასხამს წყალს, რაც ნიშნავს რომ ჩვენს მიმართ იქნება სიმპატია და ხელშეწყობა. ეს არ ნიშნავს რომ მსაჯობა მოგვიდგება, მაგრამ როცა სიმპატია შენს მხარესაა ეს ბევრს ნიშანვას
მაგალითად დავასახელებ არგენტინას მსოფლიოზე, სადაც ყველას სურვილი იყო მესის მოეგო მუნდიალი. ეს შემთხვევაა ჩვენთანაც :)
არ გამოვრიცხავ ჩვენი ნაკრები ძალიან წინ წავიდეს 1/4 მინიმუმ :)