"ქართველებო, იზრუნეთ, რომ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის დროს ამ პოლიტიკურ მარაზმს აარიდოთ" - სოსო პავლიაშვილი საქართველოს ნაკრების შესახებ

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Metaratings-ისთვის მიცემულ კომენტარში, საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

"მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქართველი ფეხბურთელები პოლიტიკურ ინტრიგებში არ გაიხლართონ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იზრუნოს რომ ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობა ჰქონდეთ და მათგან არ ითხოვდნენ იყვნენ პოლიტიკური მარაზმის ნაწილი.

ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე ეს ასე უნდა იყოს და როდესაც ტურნირი დასრულდება, თვითონ გადაწყვიტონ. მესმის რომ მოთამაშეები ახალგაზრდები და ემოციურები არიან. ამან მათ თამაშზე შეიძლება მოახდინოს გავლენა და ფსიქოლოგიურად დაიღალონ.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი სიხარულია და მე მადლობელი ვარ
ყველასი, ვინც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს. ჩვენი ბაბუები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ევროპაში გამარჯვება მოეტანათ და ამის დავიწყება არ შეიძლება. იმედია მათი სულები ჩასახლდებიან ჩვენს ფეხბურთელებში და გამარჯვებებს მოგვიტანენ. Მე მიყვარს ფეხბურთი. მუსიკოსი რომ არ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ფეხბურთელი გავხდებოდი", - თქვა პავლიაშვილმა. 
მკითხველის კომენტარები / 83 /
სოსიკო, შენს კრიმინალურ რუსეთს მიხედე, სართველოზე ლაპარაკი შენი საქმე არ არის.
ზაზა
11 ივნისი 2024 19:35
14
მე პირადად მაგრად არ მაინტერესებს ამის აზრები.
ლექსო
11 ივნისი 2024 18:14
11
ყველა რუსეთის მომხრეს დდდ
ჰოპლა
11 ივნისი 2024 14:58
7
თქვენ ტერიტორიები ამერიკამ წაგართვათ??? რაღაცა სხცა ქვეყანაში ხომ არ ცხოვრობთ?
ჰოპლა-ს
11 ივნისი 2024 17:22
2
ყველა ამერიკის მომხრეს დდდ. გაიგე ჰოპლიკ?
ჰოპლას
11 ივნისი 2024 15:15
29
საქართველოს გარეშე ნაკრებიც ვერ იქნება, თუმცა ამას რა ესმის რუსთამძრომელია
სხვა
11 ივნისი 2024 11:58
15
ეს შიბაქი ვინაა?
G.LA
11 ივნისი 2024 16:41
10
პ ნ ხ
Cambiasso
11 ივნისი 2024 12:12
8
რამ, გაგაბოროტათ ასე რო ლანძღავთ სოსო პავლიაშვილს? თქვენი ასეთი რა ვალი აქვს რო ვერ გამოხვედით თქვენივე ღვარზლისგან? რითი ხართ მეტი, ან რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის რო ყველას აბულინგებთ, ვინც რუსეთში ცხოვრობს? საკუთარი თავები არ გეზიზღებათ ასეთი ზნე დაცემულები რო ხართ? თქვენაირებისგან არის ეს ქვეყანა რო ვერ ამოისუნთქა, დაგვანებეთ თავი, არ მოგწონთ ქართველობა? წადით იქ სადაც ვენებს იჭრით, ქართველებს თავი დაგვანებეთ, რუსეთში მაცხოვრებელ ქართველობას კი თავი დაანებეთ! ყველა გეჯავრებათ და გეზიზღებათ და თქვენგან ადამიანი დადგება? ფუი თქვენი...
გაბოროტებულთა სექტანტებს!
11 ივნისი 2024 17:46
52
მოსკოვში დაეტიოს
გენა
11 ივნისი 2024 19:08
12
გენა შენი ერთი ადგილის საქმე არ არის, ვინ სად წავა და ვინ სად დარჩება! სოსო ქართველია და როცა მოუნდება მაშინ ჩამოვა და წავა.
გენას
11 ივნისი 2024 20:04
20
ყველა გამოხმაურება
დაბლოკეთ კრემლებოტების კომენტარები.
რეალობა
11 ივნისი 2024 13:17
15
პრო-რაშისტი ღრუზინჩიკი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში რუსულ ბაზებს ისურვებდა, პოლიტიკურ მარაზმზე საუბრობს. ეს ********************************!
რატი
11 ივნისი 2024 11:54
11
რუსეთში მოღვაწე მომღერალი კი არა რუსი მომღერალია, უთხარით რომ დაისვენოს ვოლგა-ვოლგაზე
მაგადან
11 ივნისი 2024 17:17
11

სიახლეები პოპულარული