CalcioMercato: ტალანტებით განებივრებული სანიოლი - რა აკლია საქართველოს ნაკრებს?

AutoSharing Option
CalcioMercato-მ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფის ნაკრებები გააცნო მკითხველს და საქართველოს ეროვნულ გუნდზე მოკლე წერილი გამოაქვეყნა:

საქართველოდან მრისხანებით

საქართველო - ასე უწოდებენ ქართველები სამშობლოს, რომელიც რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს თითქმის აზიაა, უფრო ზუსტად, სამხრეთი კავკასია, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ფეხბურთის ახალი საზღვარი სწორედ იქ გადის. და ამას ადასტურებს არა მხოლოდ ტალანტთა სიუხვე, რომლებიც ყოველი მხრიდან გამოჩნდნენ, არამედ ისიც, რომ საქართველო ამ ზაფხულს პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე. F ჯგუფში თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან იასპარეზებს.

თითქმის
ყველა საფეხბურთო სკოლა დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, რომლის მერი "მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძეა. იქ ისეთ დრიბლინგის ოსტატებს ამზადებენ, თითქოს კონვეირი იყოს. მარტო მარგალიტი კვარაცხელია კი არა, ყველა ასეთია: მიქაუტაძიდან დავითაშვილამდე, ზივზივაძისა და ჩაკვეტაძის ჩათვლით და მწვრთნელი სანიოლი არჩევანით განებივრებულია. რა აკლია? საერთაშორისო დონის ცენტრალური თავდამსხმელი. საქართველო ხშირად ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობს, რაც ყოველთვის არ იღებს შედეგს, მაგრამ ამ პოზიციაზე დიდი ალტერნატივა არ გააჩნიათ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
მეგობრებო! რატომ ვერ იგებთ რო არაბა პირველ რიგში, თავისი ხასიათის გამო არ ყავთ ნაკრებში, თავად ფეხბურთელებს ექმნებათ დისკომფორტი, მარტო ფეხბურთი ხო არაა, ბენზემა გაიხსენეთ, გაიხსენეთ კინი და კიდევ აღარ გავაგრძელებ! არაბა რამდენადაც შეუცვლელია ტორპედოში, იმდენად ხელისშემშლელი რგოლია ნაკრების გუნდურობისთვის! წარმატენა ბიჭებს და ერთი თვით ნეგატიური აზრები ყველამ გვერდით გადავდოთ!
ბასკი
11:38 13-06-2024
1
აზაროვთან დაკავშირებით სანიოლს სრულად ვეთანხმები, ძალიან სწორხაზოვნად, პროგნოზირებულად თამაშობს. ხანდახან ეფექტურიცაა მაგრამ ძირთად ფუნქციას, დაცვას ვერ ქაჩავს. თანაც როცა ფლანგე მოძრაობს პასს ძირითადათ მარჯვნივ აწვდის(მამარჯვენა ფეხს შეზღუდულად იყენებს) და შეტევა პრაქტიკულას სიმწვავეს კარგავს.ეფექტურია თუ კუთხურის სიახლოვემდე მივა ან მიიღებს ბურთს და ჩააწოდებს.
მირიან
10:34 13-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული