კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს

AutoSharing Option
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს:

"მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს.

Sportall.Ge

„მინდა, გამარჯვებები და წარმატება გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას", - მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.

ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა
ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს და ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება; ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატება უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ".

მკითხველის კომენტარები / 35 /
26-ში, დამთავრდება ნაცების ბოგინი! 17-მაისის ქართველობა ვირჩევთ ოცნებას!!!!!! წინასწარ შეეგუეთ ნაცებო!
ქართველი.
13 ივნისი 2024 14:33
25
რაღადროს ნაცებია ტროლო? კალენდარს შეხედე, 2024 წელია გარეთ და თუ ვინმეს ბოგინი უნდა დამრთავდეს ეს ხართ თქვენ და თქვენისთანა ტროლ-ბოტების პატრონები.
ბოტო
13 ივნისი 2024 22:26
2
70 ათასიანი თანამედროვე სტადიონს რა ჯობია, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ვაზიანში აშენდება, ახალ აეროპორტთან სიახლოვეს. თვითმფრინავიდან მაინც გადმოვხედავთ ფეხბურთს.
ნიკოლოზ ნიკოლაძე
13 ივნისი 2024 10:54
4
ვარჯიშის ვიდეო
https://youtu.be/s5pjeoEuyFs?si=coFzJYgxd9fS8X9_
რეალობა
13 ივნისი 2024 02:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული