"საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
18 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კი Turkiyetoday-სთან ინტერვიუში "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მთავარია რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშოთ. უმთავრესი მიზანი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის პოზიტიურად დაწყება იქნება. უმაღლესი მიზნები უნდა დავისახოთ, თუმცა შესაბამისი ზომის ნაბიჯები გადავდგათ, რადგან თუ დიდი ნაბიჯის გადადგმას შევეცდებით, ფეხის დაცდენის და წაქცევის შანსი გაიზრდება.

საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, მათ სივრცეები თითქმის არ რჩებათ და კონტრშეტევისას ძალიან სახიფათოები
არიან, ჩემი აზრით, მათი მთავარი პლუსი სწორედ კონტრშეტევებია. მთავარია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მატჩის ბედს სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს", - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altმონტელა: საქართველოსთან ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველის

alt"ჯვაროსნების" მეტოქე - მონტელამ თურქეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

alt"ნაპოლის" მთავარი ვარსკვლავი? ის სათადარიგოთა სკამზეა - მონტელამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
 

მკითხველის კომენტარები / 17 /
მონტელა!
საქართველოსთან დიდი ანგარიშით წააგებ.
მეორე თამაშს პორტუგალიასთან წააგებ.
ამით დამთავრდება თურქეთისთვის ევროპის ჩემპიონატი.
რეალობა
16 ივნისი 2024 12:11
9
თუ ღრუბლებში არ ვიფრენთ და ყველაფერს პრაგმატულად გავაანალიზებთ, ჩვენს ნაკრებს შანსი არა აქვს ჯგუფში. შეუძლებელია ერთი თამაში მაინც მოვიგოთ და მითუმეტეს შეუძლებელია 10 დღიან მონაკვეთში სამი მატჩი გავმართოთ მაღალ დონეზე.
დაცვა გვყავს კატასტროფა და ნახევარდაცვა ბურთის დაჭერის მიმართულებით არის ასევე კატასტროფა. შესაბამისად, როდესაც არა გვაქვს ბურთი და მოწინააღმდეგის ყველა შეტევა სახიფათოა - თანამედროვე ფეხბურთში ასე შედეგის დადება შეუძლებელია!!!
Zura
16 ივნისი 2024 11:52
44
ლუქსემბურგთან დუბლის ავტორი ხომ არ არის შემთხვევით?
აბა ვინ არის?
16 ივნისი 2024 10:54
8
კი, ნამდვილად შემთხვევით არის. :)
ვინ არის-ს
16 ივნისი 2024 11:02
8
მეცინება, რომ პალიტრამედიის გამოცემები (ამბები.გე, bpn.ge, sportall.ge) საქართველოს ნაკრებზე სტატიის დადებისას, ცდილობენ, რომ ზივზივაძის სურათი დაურთონ. თითქოს ის იყოს ნაკრების მთავარი სახე. :)
ჯეჯე
16 ივნისი 2024 10:48
33
ეგ არაა ინტრიგნობა ჩემო არაბოროტო (თუ არარობოტო) მეგობარო. :) ფაქტის კონსტატაციაა.
ადამიანის ცნობიერებაზე ფარულად გავლენის მოხდენა ჰქვია მაგას. თუმცა, მესმის, რომ ყველა ვერ ხვდება მსგავს ტრიუკებს.
ჯეჯე
16 ივნისი 2024 13:18
3
ნუ ინტრიგნობ!
მე არ ვარ ბოროტი
16 ივნისი 2024 11:21
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული