გურამ კაშია: გვინდა იმ შედეგს მივაღწიოთ, რაც აქამდე არ გვქონია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში თურქეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა:

„ფინალში გამარჯვების შემდეგ ძალიან ამაყნი ვიყავით. გვინდა იმ შედეგს მივაღწიოთ, რაც აქამდე არ გვქონია. ქართველი გულშემატკივრებისგან დიდი ენერგია მოდის, მათ ამ მატჩისთვის დიდი გზა გამოიარეს. ამაყები ვართ და ერთიანობის განცდა გვაქვს. ბევრმა ჩემმა მეგობარმა თავისი შემოსავლის დიდი ნაწილი ბილეთებში დახარჯა. ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთი უყვართ, ეს ოცნება ყველას აგვიხდა და მნიშვნელოვანია, როგორ წარვადგენთ საკუთარ თავსა და ქვეყანას“.

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Წინა კომენტარი 20-0 ზე ეს ჯერ, ასეთი ერთიანი საქართ ელო იშვიათად არის, ეს ის მომენტია როცა ერთ მუშტად ვართ, საქართველოს გამარჯვება, დიდება ღმერთს, მშვიდობა და წარმატწბა საქართველოს და ქართ ელ ხალხს
გ.შ.
18 ივნისი 2024 00:07
0
მჯერა, მწამს რო აუცილებლად ხვალინდელი დღე ისეთივე ბედნიერი და სასიხარულო იქნება ჩვენთვის, როგორიც იყო 26-ი მარტი!
ნონა
17 ივნისი 2024 23:54
0
კაშო თქვენთან ვართ სულით და გულით ყველანი ვინც სხვა და სხვა მიზეზებით ვერ მოვახერხეთ გერმანიაში ჩამოსვლა თქვენს გასამხნევებლად. იმედია ჩვენები მრავლად იქნებიან სტადიონზე, ვარჯიშზე უკვე დავრწმუნდი. წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.

საათბეს ვითვლი ხვალინდელი დღე როდის გათენდება??
G.LA
17 ივნისი 2024 20:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული