"მამარდას" კარიდან გამოყვანა ამის მაგალითი იყო" - რას აცხადებს გიორგი ქოჩორაშვილი?

AutoSharing Option
გუშინ, 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ "ჯვაროსნების" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"გიორგი მამარდაშვილის გამოყვანა კარიდან იყო იმის მაგალითი, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის და არა იმისთვის, რომ რამე დავკარგოთ. ვცადეთ, რომ გიორგის სახით უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონოდა, რომ გოლი გაგვეტანა... ვნახე ფოტოები, ვიდეოები, ვიცი რომ ჩვენი გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იყო, მესმოდა მათი ხმაც და მადლობა ყველა იმ გულშემატკივარსაც, რომელმაც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობდა", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

ჩვენს
ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
თუნდაც ბურთების შეფარდებისას პრობლემა გახდეს მე-3 გაშვებული ბურთი, მაინც ასე უნდა მოქცეულიყო გიორგი მამარდაშვილი. საბრძოლო ჟინი და შემართება, განსაკუთრებით რაც ბოლო წუთებში იყო გაგყოლოდეთ შემდეგ თამაშებშიც ბიჭებო!
მე-3
13:38 19-06-2024
2
მამარდას რატო აკრიტიკებთ აბა კარში მდგარიყო? რომც მდგარიყო კარში თუ ერთი ერთზე გაუშვებდნენ თურქს რა აზრი ექნებოდა? ალთუნაშვილს რატომ არავინ ასეებს რაქნა გადმოვარდნილ ბურთზე იქ მატაობას ვინ იწყებს?? ალტუნაშვილის ბრალია ეს გოლი მაგრამ რაც იყო იყო რარა ეშველება. მამარდას მადლობა ქოჩორა უმაგრესი იყო ასევე მიქაუტაძე ბებერი მცველები მოწოდების სმაღლეზე იდგნენ მთელი თამაში.. მექვაბიშვილისგან ასეთ თამაშს არ მოველოდებოდი გაამართლა მაგ ბიჭმა..ჩაკვესაც მეტი შეეძლო მაგრამ რატო დააყენა მარჯვნივ ვერ ვხვდები არაა მაგის პოზოცია და გაუჭირდა.. მაგრამ დაცვას მაგრად დაეხმარა.. კვარაზე აღარ მინდა რამის თქმა ჩეხეთან კიდევ ვაცალოთ თუ ისევ ჩაისვარა პორტუგალისთან სკამიდან არუნდა წამოაყენოს სანიოლმა
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული