რისი შეცვლა შეუძლია და მოუწევს სანიოლს ჩეხეთისთვის? - მეტოქე "კვარას" საუკეთესო მატჩს უნდა უფრთხოდეს...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი ცალსახად ღირსეული იყო. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები გულდაწყვეტილები ვართ, ერთგვარი შოკიდან გამოსასვლელად კი რამდენიმე დღე გვაქვს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში, რაც ჩეხებთან წარმატებას მოგვიტანს? - ახლა ყველას ამ კითხვაზე პასუხი გვაღელვებს.

ვილი სანიოლი კარგად იგრძნობდა, რომ უპირატესობის დათმობა და კონტრშეტევების იმედად ყოფნა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არაა. ჩვენმა ფეხბურთელებმა დაგვარწმუნეს, ბურთის შენარჩუნება, გადაბმულად პასების გაკეთება და იერიშების განხორციელება შეუძლიათ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ახლა ეს დილემა უნ
და ჰქონდეს, წარმატების მისაღწევად რამდენად უნდა გარისკოს და დაცვაში ყურადღებამ გარკვეულწილად არ მოიკლოს. მეორეა, მოწინააღმდეგე რის საშუალებას მოგვცემს, მხოლოდ დაგეგმვით ვერაფერს მიაღწევ.

ტაქტიკური სქემის შეცვლაც არ უნდა გამოვრიცხოთ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია ლევან შენგელიას ფიზიკური ფორმა, რადგან თურქეთის ნაკრებთან დრო საერთოდ არ მიეცა. მარცხნივ ალტერნატივებად ჯიმი ტაბიძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის განხილვაც შეგვიძლია.

Sportall.Ge

პირველ ტურში არც გამოცდილ ნიკა კვეკვესკირს უთამაშია და ახლა სასტარტოში მისი მოაზრებაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის კუთხით სასიკეთო ცვლილებები ისევ არ ჩანს. თუკი გარისკვაზე ვსაუბრობთ, ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილის გამოყენებაც შესაძლებელია, რომელსაც ერთ დროს ნაკრებში მოწინააღმდეგების იერიშების ჩაშლაც და საყრდენებთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა ევალებოდა, რასაც წარმატებითაც უმკლავდებოდა. აღსანიშნავია, ამით შეტევაში მისი რესურსი იკლებდა.

სანიოლი გიორგი მიქაუტაძისა და ბუდუ ზივზივაძის ერთდროულად გამოყენებაზეც იფიქრებს. ეს როცა დატესტა, საკმაო წარმატებითაც, მაგრამ ამ შემთხვებაში ხვიჩა კვარაცხელიასთვის ისევ პოზიციის ცვლილება უნდა მოხდეს და გუნდური ბალანსიც ცოტათი დაიკარგოს. "კვარამ" თავად იცის, კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია, ვიდრე თურქეთთან ვიხილეთ და ამ ფაქტორს ჩეხები უნდა უფრთხოდნენ, ხვიჩას ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

Sportall.Ge

ველოდით, რომ საბა ლობჟანიძის სისწრაფის გამოყენებას მეტად ვეცდებოდით, ჩვენი გუნდის რიგებში კი ერთით ნაკლები შეცვლა გაკეთდა. ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა, ლობჟანიძის გამოყენება კი შეტევაშიცაა შესაძლებელი.

შეცდომებზე ბევრი საუბრის დრო ახლა ყველაზე ნაკლებადაა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა იგრძნოს, რომ დაკარგული ჯერ არაფერია, რომ მათ აქვთ უნარი, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა გააგრძელონ!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

მკითხველის კომენტარები / 32 /
იღბლის მეტი არაფერი უშველით ჩვენებს.
ირმა
20:21 21-06-2024
2
უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი,რაც თურქეთთან.ოღონდ ინდივიდუალური გმირობისკენ მიდრეკილება,უნდა შეიცვალოს კოლექტიური გმირობისკენ მიდრეკილებით,იმ უნარების შენარჩუნებით,რაც გაგვაჩნია.
ილია
10:14 21-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული