საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
20 ივნისს FIFA-მ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურებულია და ამჟამად 74-ე პოზიციას იკავებს.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, წინ კიდევ 2 მატჩი აქვს და წარმატების შემთხვევაში, კვლავ წინსვლა ელის.

მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ცვლილებებია. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, რომელმაც ამ პოზიციაზე ინგლისი ჩაანაცვლა.

პირველ პოზიციას არგენტინა, მეორეს საფრანგეთი, მესამეს კი ბელგია იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ ბელგიას (ე.წ ოქროს თუ ბრილიანტის თაობას) რა გაუკეთებია ფეხბურთში ისეთი, რომ აგერ უკვე 10 წელზე მეტია მე-3 ადგილს ქვემოთ არ ჩამოჰყავთ რეიტინგში
ჯაბა
13:05 21-06-2024
0
ალბათ მონტენეგროსთან მოგებამ გვახეირა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული