ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, წინ კიდევ 2 მატჩი აქვს და წარმატების შემთხვევაში, კვლავ წინსვლა ელის.
მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ცვლილებებია. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, რომელმაც ამ პოზიციაზე ინგლისი ჩაანაცვლა.
პირველ პოზიციას არგენტინა, მეორეს საფრანგეთი, მესამეს კი ბელგია იკავებს.
5 ნომრიანებს ებარებოდე.
ის წინა თაობა ვინც მოლდოვასთან წააგეს რეიტინგში 50-54 ადგილზე იყვნენ და ეს კარგი ხანია მიუღწეველია ჩვენი ნაკრებისათვის. როდესაც მოლდოვასთან წააგეს იმავე შესარჩევში მსოფილო ჩემპ. 1/2 ფინალისტებს ბულგარელებს მოუგეს და მაშინ ჩვენზე წინ მდგომი უელსი ორჯერ დაამარცხეს (5:0. 1:0) ასე რომ იმ თაობის მითწევამდე რეიტინგში ჯერ კიდევ შორს ვართ სამწუხაროდ.
გამოასწოროს მდგომარეობა და როგორც წინა თაობებმა სამარცხვინო გუნდებთან
მაინც არ წააგონ
ასეა,როცა რაღაცა კეთდება,იქ ნაკლიც არის,შეცდომაც,მაგრამ კეთდება და საქმე წინ მიდის.აი სადაც არაფერი კეთდება,იქ ვიღაცა კეთდება,მაგრამ საქმე მიდის უკან.დღეისათვის საქართველოს ნაკრებში ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდის გამოჩენა,სწორედ კობიაშვილ იაშვილის დუეტის ეფექტური მუშაობის შედეგია,ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი სადებიუტო გასვლაც და ისიც,რომ ახლა უკვე აკრიტიკებთ,საქართველოს ნაკრებმა,თურქებთან როგორ წააგესო.მათ ხელში უკვე გაიზარდა ფეხბურთელთა თაობა,რომლებისგანაც,ჩვენ უკვე თურქეთის და ჩეხეთის რანგის ნაკრებების დამარცხებას მოვითხოვთ.ლაპარაკი,ბათუმის ახალი სტადიონის სამ წელიწადში აშენების პირობასავით,ჰაერში ქრება,ფაქტები კი რჩება და ფაქტი ისაა,რომ კობიაშვილ-იაშვილის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ,საქართველო იქ მიიყვანა,სადაც დღეს ვართ.ევროპის ჩემპიონატზე და კიდევ უფრო უკეთესობის რწმენაც გვაქვს.ჩვენ გვაქვს შანსი,ჯგუფიდანაც გავაღწიოთ.
ჩვენთან რატომღაც იმას უფრო უსმენენ და უჯერებენ,ვინც ხმამაღლა ყვირის და იმის შემოწმებითაც კი არ იწუხებენ ტვინებს,მართალს ყვირის თუ იტყუება.არც იმით ინტერესდებიან,ისინი როცა იყვნენ დასაქმებულები,თვითონ რას აკეთებდნენ და როგორ მუშაობდნენ.ეს ოხერი ქაღალდი და მიკროფონი კი,ძალიან ბევრს იტანს.არც გაწითლება იცის,არც სირცხვილის ოფლი.