ივან ჰაშეკი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ - შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:

„თურქეთთან საქართველოს შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი. ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მათ მხოლოდ კვარაცხელია როდი ჰყავთ. მაგალითად, მიქაუტაძემ თურქებს გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატზე 11-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა.

საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია, თავისუფალ ზონებს არ ტოვებენ და სწრაფი კონტრიერიშები ეხერხებათ. მათგან ღია თამაშის
მოლოდინში არ ვარ. პორტუგალიასთან შეტევები არ გამოგვივიდა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა შედარებით ადვილია. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ. საერთოდ კი, რთულ ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
იმ შორეულ გასროლას სამი მეკარე ერთად ვერ აირებდა ტუმცა ჩვენთვის კარგია თუ შორიდან დაარტყეს რადგან გატანის შანსი მინიმალური იქნება და ავტომატურად ბურთით ჩენ დავრჩებით ასე რომ მიდით შორიდ ახლოს მისვლის იმედი ისედაც არ გაქვთ ;)
HK
21 ივნისი 2024 19:34
3
მამარდას გაუკარით ლოგინთან ეს კომებტარი.დდდ
ეეე
21 ივნისი 2024 18:01
1
თურმე საქართველო შეაქო პრესკონფერეციაზე, თან სამი ქულა უნდა ავიღოთო. ამას ენდო "ტიფა". რავა ყველა ჩვენ გვატყუებს.
ჰაჰა
21 ივნისი 2024 19:52
1
შორიდან კიარა ჯერჯერობით ახლოდანაც ვერ გაუტანეთ.მამარდა მსოფლიოში საუკეთესოა.
სინსილო
22 ივნისი 2024 18:05
0
ჩეხებიც არ გამოვიდნენ ახლა კარლოსები ვერ არიან ეგენი ცოტა!
ნიკოლოზი
22 ივნისი 2024 12:48
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული