ივან ჰაშეკი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ - შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:

„თურქეთთან საქართველოს შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი. ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მათ მხოლოდ კვარაცხელია როდი ჰყავთ. მაგალითად, მიქაუტაძემ თურქებს გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატზე 11-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა.

საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია, თავისუფალ ზონებს არ ტოვებენ და სწრაფი კონტრიერიშები ეხერხებათ. მათგან ღია თამაშის
მოლოდინში არ ვარ. პორტუგალიასთან შეტევები არ გამოგვივიდა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა შედარებით ადვილია. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ. საერთოდ კი, რთულ ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აურიოთ გეგმები, დავაყენოთ ლორია.დ
ეეე
21 ივნისი 2024 18:54
0
მთავარია ჩვენ გავიტანოთ ჩვენი მომენტები
გიო
21 ივნისი 2024 20:10
1
საქართელოსგან თურმე ღია თამაშს არ ელიან და თვითონ საერთოდ როდისმე უთამაშიათ ღია თამაში თუნდაც სან მარინოსთან? მამარდ მშრალი თამაში გამოაცხე სასწრაფოდ ჩეხებთან.
G.LA
21 ივნისი 2024 20:00
4
ჩვენ კი ახლოდან გავუტანთ. თანაც ორჯერ მეტს.
მანფრედ კალცი
21 ივნისი 2024 17:53
3
მამარდას ჭვლები ჰაშეკს.ბჟუტურისთვის ჯერ არავინ გაუსამართლებიათ,ხოდა დაე იბჟუტუროს,ნისკარტი გაუცვდება თუ რა?!
მერკუციო
21 ივნისი 2024 21:31
0
ვითომ თავგზას გვიბნევს, ბავშვმაც კი იცის, რომ ჩეხები აქცენტს მაღალ ჩაწოდებებზე და სტანდარტებზე აკეთებენ, ჩვენი მიზანი იქნება ნაკლები ჩავაწოდებინოთ საჯარიმოში.
Givi
21 ივნისი 2024 19:31
1
ჰოდა ურტყით შორიდან, ახლო არ მიხვიდეთ, არც ჩაწოდებები გააკეთოთ.
დავით 67
21 ივნისი 2024 17:52
0
კარიდან კარში ურტყით. აი მოედნის ხაზს ნუ გასცდებით )
გია_544
21 ივნისი 2024 18:40
0
როგორ აღწევს ასეთი ხალხი ნაკრების მწვრთნელობას?
Semi
21 ივნისი 2024 19:42
5
ვანია არის ეშმაკი მატყუარა. არ დაუჯეროთ. ახლოდან შეეცდება კომბინაციების გათამაშებას.
რეალობა
21 ივნისი 2024 18:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული