ბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა. მერე გლოჟეკმა ჩვენს კარში ბურთი ხელით შეიტანა და გოლი არ ჩაითვალა. ჩეხები
უპირატესობას
ფლობდნენ, ზეწოლას აძლიერებდნენ. თუმცა, აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და კაშიას სამი მეტრიდან მეკარე სტანეკმა არ გაატანინა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩეხ მცველზე ხელით თამაში დააფიქსირა და მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ბოლოს მამარდაშვილმა შიკს გატანა არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, მიქაუტაძეს ისევ ეუხეშნენ და ყვითელი ბარათი იურაშეკმა მიიღო. კვარაცხელია სწრაფი კონტრიერიშისას გოლეშმა წააქცია და მსაჯმა მასაც ყვითელი ბარათი უჩვენა. მერე ხვიჩას პასით მექვაბიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. 59-ე წუთზე კი შიკმა ანგარიში გაათანაბრა. სანიოლმა წიტაიშვილი და დავითაშვილი ლოჩოშვილით და ჩაკვეტაძით შეცვალა. ვიზავი ისევ დაეუფლა ინიციატივას, იურაშეკის და ხიტილის თავურები მიზანს ასცდა, ორჯერ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. 82-ე წუთზე კვირკველიას და კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე გველესიანი და ლობჟანიძე შევიდნენ, ბოლოს მიქაუტაძე ქვილითაიამ შეცვალა, კომპენსირებულ დროში ლობჟანიძემ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ - 1:1.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე პირველი ქულა მოიპოვა.

ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
საქართველო - ჩეხეთი 1:1
გოლი: მიქაუტაძე (45+4, პენ), 1:1 შიკი (59)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (გველესიანი 81), დვალი, კაკაბაძე,
ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 62), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 62), კვარაცხელია (ლობჟანიძე 82), მიქაუტაძე (ქვილითაია 88)

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ქართველის ორმაგი მოგერიება ჩეხეთთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 104 /
მადლობა ბიჭებს. უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფრეზე ვიგინებით! ყველა მაგარია! პორტუგალიამ დღეს თუ მოიგო ჩვენთან თავს არ მოიკლავს. დაგვავიწყდა იორდანია ყაზახეთი და ასე შემდეგ პირველ გოლებს ჩვენ რო გვიტანდა? დაგვავიწყდა ანდორას რო ვერ ვუგებდით. ან რომელს გინდოდათ ლობჟანიძეზე მეტად მაგ გოლის გატანა? კრიტიკა ჩემპიონატის მერე!!! ვილიც ეხლა სწავლობს. ევროპაზე ვართ!!!!
ბოკინიო
19:26 22-06-2024
8
მადლობა თავდადებული თამაშისათვის. მადლობა ფანტასტიურ მამარდაშვილს. სანიოლს კი პირიქით... აბსოლიტური უაზრო შეცვლები, როგორც თურქეთთან, ასევე დღეს... განსაკუთრებით კი ქვილითაიას შემთხვევა... ჯერ საერთოდ რა უნდა ქვილითაიას ნაკრებში...და ამას რომ თავი დავანებოთ, როდესაც ჩეხები გვიტევდნენ ბოლო წუთებზე და მცირე, მაგრამ მაინც შანსი გვქონდა ჩეხების კონტრშეტევაზე დაჭერის, ამ დროს გჭირდება წინ სწრაფი და სხარტი თავდამსხმელი... სანიოლმა კი მიქაუტაძე მოხსნა და მის ნაცვლად შეუშვა ქვილითაია...ტლანქი და ტექნიკის არ მქონე თავდამსხმელი... ნუ, რა უნდა ილაპარაკო ამ დროს არც ვიცი...ან გოჩოლეიშვილს რას ერჩის...მართალია, ის მარჯვენა მცველია, მაგრამ ნუთუ ლოჩიშვილზე უკეთესი არ იქნება მარცხენა ფლანგზე...მითუმეტეს, რომ არც ლოჩოშვილია ფლანგის მცველი...მიქაუტაძე არ უნდა გაეყვანა საერთოდ... და თუ ცვლი, ვისით ცვლი...ქვილითაიათი?!... იმედია, რომ ევროპის პირველობის დასრულების შემდეგ, ასევე დასრულდება სანიოლის პრაქტიკანტობა საქართველოს ნაკრებში.
ქუთაისი
19:58 22-06-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული