„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა. მერე გლოჟეკმა ჩვენს კარში ბურთი ხელით შეიტანა და გოლი არ ჩაითვალა. ჩეხები
უპირატესობას ფლობდნენ, ზეწოლას აძლიერებდნენ. თუმცა, აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და კაშიას სამი მეტრიდან მეკარე სტანეკმა არ გაატანინა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩეხ მცველზე ხელით თამაში დააფიქსირა და მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ბოლოს მამარდაშვილმა შიკს გატანა არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, მიქაუტაძეს ისევ ეუხეშნენ და ყვითელი ბარათი იურაშეკმა მიიღო. კვარაცხელია სწრაფი კონტრიერიშისას გოლეშმა წააქცია და მსაჯმა მასაც ყვითელი ბარათი უჩვენა. მერე ხვიჩას პასით მექვაბიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. 59-ე წუთზე კი შიკმა ანგარიში გაათანაბრა. სანიოლმა წიტაიშვილი და დავითაშვილი ლოჩოშვილით და ჩაკვეტაძით შეცვალა. ვიზავი ისევ დაეუფლა ინიციატივას, იურაშეკის და ხიტილის თავურები მიზანს ასცდა, ორჯერ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. 82-ე წუთზე კვირკველიას და კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე გველესიანი და ლობჟანიძე შევიდნენ, ბოლოს მიქაუტაძე ქვილითაიამ შეცვალა, კომპენსირებულ დროში ლობჟანიძემ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ - 1:1.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე პირველი ქულა მოიპოვა.
ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.
ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
საქართველო - ჩეხეთი 1:1
გოლი: მიქაუტაძე (45+4, პენ), 1:1 შიკი (59)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (გველესიანი 81), დვალი, კაკაბაძე,
ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 62), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 62), კვარაცხელია (ლობჟანიძე 82), მიქაუტაძე (ქვილითაია 88)
ბრწყინვალე მამარდაშვილი - ქართველის ორმაგი მოგერიება ჩეხეთთან [VIDEO]
დიდება, დიდება დიდება, ძირს სანიოლი
მაგრამ, აქამდე - ფინალურ ეტაპამდე სად იყავით ? თავიდანვე ჯობდა დმისი დაგმობა და გაგდება!
თამაშის ექსპერტული განხილვა არ შეიძლება?
რატომ ვერ შექმნეს ბევრი მომენტები ჩვენმა ფეხბურთელებმა?
იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით.
ნამდვილად მოსაფიქრებელია, ასეთი უხეში თამაშის წინაღმდეგ ახალი საჯარიმო სანქციები და წესები!
თამაშის ექსპერტული განხილვა არ შეიძლება?
რატომ ვერ შექმნეს ბევრი მომენტები ჩვენმა ფეხბურთელებმა?
იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით.
ამის ერთადერთი წამალი არის ერთი შეხებით თამაში და სწრაფი პასები, შეტაკებასაც აიცილებ და უფრო პროდუქტიული იქნება შეტევა.
ნამდვილად მოსაფიქრებელია, ასეთი უხეში თამაშის წინაღმდეგ ახალი საჯარიმო სანქციები და წესები!