ბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა. მერე გლოჟეკმა ჩვენს კარში ბურთი ხელით შეიტანა და გოლი არ ჩაითვალა. ჩეხები
უპირატესობას
ფლობდნენ, ზეწოლას აძლიერებდნენ. თუმცა, აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და კაშიას სამი მეტრიდან მეკარე სტანეკმა არ გაატანინა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩეხ მცველზე ხელით თამაში დააფიქსირა და მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ბოლოს მამარდაშვილმა შიკს გატანა არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, მიქაუტაძეს ისევ ეუხეშნენ და ყვითელი ბარათი იურაშეკმა მიიღო. კვარაცხელია სწრაფი კონტრიერიშისას გოლეშმა წააქცია და მსაჯმა მასაც ყვითელი ბარათი უჩვენა. მერე ხვიჩას პასით მექვაბიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. 59-ე წუთზე კი შიკმა ანგარიში გაათანაბრა. სანიოლმა წიტაიშვილი და დავითაშვილი ლოჩოშვილით და ჩაკვეტაძით შეცვალა. ვიზავი ისევ დაეუფლა ინიციატივას, იურაშეკის და ხიტილის თავურები მიზანს ასცდა, ორჯერ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. 82-ე წუთზე კვირკველიას და კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე გველესიანი და ლობჟანიძე შევიდნენ, ბოლოს მიქაუტაძე ქვილითაიამ შეცვალა, კომპენსირებულ დროში ლობჟანიძემ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ - 1:1.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე პირველი ქულა მოიპოვა.

ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
საქართველო - ჩეხეთი 1:1
გოლი: მიქაუტაძე (45+4, პენ), 1:1 შიკი (59)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (გველესიანი 81), დვალი, კაკაბაძე,
ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 62), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 62), კვარაცხელია (ლობჟანიძე 82), მიქაუტაძე (ქვილითაია 88)

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ქართველის ორმაგი მოგერიება ჩეხეთთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 104 /
დიდება აქ დაუღალავად და მუხლჩაუხრელად მოღვაწე ფეხბურმცოდნეობის სამეცნიერო აკადამიას, მის პროფესურას, მეცნიერ-მუშაკებს, ლაბორანტებსა და სტუდენტებს, ყველას ვინ ასე სარკესავით ამხილა ფესვდოსლეციალისტი სანიოლი, მის პალგიატურ და ტავტოლოგიურ მიდგემებში.
დიდება, დიდება დიდება, ძირს სანიოლი

მაგრამ, აქამდე - ფინალურ ეტაპამდე სად იყავით ? თავიდანვე ჯობდა დმისი დაგმობა და გაგდება!
დიოგენე
09:57 23-06-2024
5
ლობჟანიძე ს რაც დაემართა ეგრე თმების შეღებამ და პიჟონიბამ რაც ადამიანის ფსიქოლოგიაზე აისახება
გიო
09:45 23-06-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული