"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
Შენ Თავს მიხედო გერᲩივნოს,"не надо Ля-Ля"!
ვილი
24 ივნისი 2024 15:50
4
მადლობა ბიჭებს, ყოჩაღ სანიოლს. რომ გაეტანა ხომ ვიტყოდით რომ შეცვლა გამოიცნო.კონტრშეტევის შანსები გვქონდა და იმიტო შემოიყვანა საბა რომელიც გამქცევია და სწრაფია, მხარდაჭერა საბას, ფეხბურთია ხდება.ბუდუსაც მიეცემა შანსი. მამარდას რომ არ ეყოჩაღა ბოლო წუთზე 2 გოლის გატანაც არ გვიშველიდა. ასე რომ შედეგი ლოგიკურია და საამაყო.
ქომაგი
24 ივნისი 2024 11:10
1
საქმეც მაგაშია სხვას რო მოსვლია ჯერ ერთი იმასაც არ უნდა მოსდიოდეს და ეგ რა გამართლებაა იმიტო ხარ ოფიციალური დოკუმენთით შენ პროფესიონალი ფეხბურთელი რო ეგეთ და უფრო რთულ სიტუაციაში არაპროფესიონალისგან განსხვავებით გქონდეს შედეგი ზუსტად კარში ხომ შეიძლება მოარტყა მეკარე რომც არ ყოფილიყო მაინც არ გაბიდოდა არ გვაქ ჩვენ ისეთი ფუფუნება ესეთი მომენტების განიავების და ვიძახოთ მერე რა მოხდა როგორ არ მოხდა პროფესინოლმა დაარტყა ისე როგორც დავარტყამდი მე არაპროფესიონალია
ნოდო
23 ივნისი 2024 18:07
11
ესეთი რამ ყველას მოსდის, ამიტომ არაა საჭირო ლობჟანიძის დამუნათება, მაგრამ ბუდუ რატომ არ გამოიყვანა ამას ვერ ვხვდები. არ მინდა დავიჯერო რომ პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა ეს. ფაქტია რომ ბუდუს როცა მომენტი ექმნება ის ამას იყენებს. ვთვლი რომ პორტუგალიასთან შანსი არ გვაქვს. თურქეთთანაც და ჩეხეთთანაც იყო მოგების შანსი, რომ არა უიღბლობა, მაგრამ პორტუგალია სხვა დონე რომ არის ეს ყველამ ვიცით, ამიტომ ბევრი თავს იტყუებს. მეორე შემადგენლობა იყოს თუნდაც...
დავით 67
23 ივნისი 2024 14:53
9
ისე ჩვენში დარჩეს და კაია 26-ში, რო არის თამაში დანიშნული! აბა რატომ თუ მიხვდებით? 26- მარტი ჩვენთვის განსაკუთრებული რიცხვია!!!!!!!!! ვნახოთ, ვნახოთ!
ასეა!
23 ივნისი 2024 14:18
3
რათქმაუნდა ესეთი რამ ბევ დიდ ფეხბურთელს მოსვლია, ასე რომ თავდასახრელია არაფერია საბა, გამაგრდი და გამხნევდი ნამდვილ გულშემატკივარს აუგი არ დაცდება და ისეთები ვისაც მარტო ცუდია დანახვა უნდა მაინც თავისას იტყვიან ფეხბურთის ყურება ამ ევროზე რო დაიწყეს და ბურთი მრგვალი როა ეხლა აღმოაჩინეს
Lasha
23 ივნისი 2024 13:45
3
მეჯავრება ისეთი "ვაი გულშემსტკივრები" რომლებიც ჯერ ვენებს იგლეჯავენ ვითომ ქომაგობისთვის და მერე მიწასთან, რო ასწორებენ ფეხბურთელებს, ასეთ მოდას აყოლილებს მგონი არაფერი ესაქმებათ ფეხბურთში! მე პირადად ბიჭებს მადლობას ვეუბნები თავდადებისთვის და მონდომებისთვის, ჯერ არაფერია დაკარგული!!!!!!
გია
23 ივნისი 2024 13:21
3
დასვენებული ფეხბურთელები უნდა გამოიყენნოს პორტუგალიასთან: გველესიანი, შენგელია, ლოჩოშვილი, ლობჟანიძე, გოჩოლეიშვილი, სიგუა.
რეალობა
23 ივნისი 2024 12:36
5
როცა მტელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ემზადები კონტრსჰეტევების და აცკობილია ცჰვენი ტამასჰი მომენტისტვის, ტანაც ერტი მომენტისტვის ეს ერტი მომენტი უნდა გამოიკენი ტანაც 100 პროცენტიტ აი ამ ,, ლამზირამ,,ლობჯანიზეს ვგულისხმობ ჯიბიდან ამოგვაცალა მოგება, რაც არასდროს დაავიცკდება გარველ გულსჰემეტკივარს, ისე ცჰვენსჰი დარცჰეს ამ ლამზირას რო ვხედავ ,, მოლოტოვი მახსენდება,,
ar dabloko tu zma xar
23 ივნისი 2024 12:25
18
ჯერ გარკვევით წერა ისწავლე და მერე გადმოაფრქვიე შენი აზრები.
ელგუჯა
23 ივნისი 2024 15:21
2
ან გასარკვევად წერეთ ან საერთოდ ნუ დაწერთ.რატომ გვაწვალებთ?
555
23 ივნისი 2024 12:52
1
ამბიციას,ფანტაზიას,სურვილებს,ამ ყველაფერსაც აქვს რაღაც ზღვარი ხო?
ჩეხებმა გუშინ დაგვაბრუნეს რეალობაში,რომ დაცვა ოდნავ ორგანიზებულ და სათამაშო დისციპლინის მქონე გუნდთან არის,ნუ ყველაზე რბილად რომ ვთქვა ძალიან სუსტი.
დაცვის გადმოგდებულ ბურთზე ჩვენ საჯარიმოსთან ყველა ბურთი თითქმის მათი იყო.ანუ ნახევარმცველებიც შეიძლება საჯარიმოში იდგნენ, მაგრამ ამოტანილ თუ გადმოგდებულ ბურთს ჩვენივე საჯარიმოს ხაზთან სულ მოწინააღმდეგე უნდა იღებდეს?
ბურთის ამოტანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.და კიდე ბევრი რამის დაწერა შეიძლება.....
არ მინდა პროფესორობა და დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთ შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა გამოთქვატ აზრი...
მაგრამ გუშინდელი თამაში გადაახვიეთ და ეცადეთ ცივ გონებაზე ობიექტური მაყურებლის თვალით ნახოთ.
აბსოლუტური კატასტროფააა.
იესვ იქ ვართ სადაც ვიყავით ორი თუ ერთი წლის წინათ....
არანორმალური დავდადება ბიჭების დაემატა მხოლოდ..
ვის ბრალია?
სანიოლის პირველ რიგში და ბიჭებიც რა თქმა უნდა არ არიან იმ დონის ფეხბურთელები რომ თუნდაც ჩეხეთის დონის ფეხბურთი ვიტამაშოთ ამ ეტაპზე..
მამარდაშვილი რომ არა,ეგ თამაში მინიმუმ 5-1 დამთავრდებოდა...
ყველაფერზე შეიძლება ახსნა მოგცეს სანიოლმა,მაგრამ მართლა გთხოვთ ამიხსნათ,ლოჩოშვილს მარცხენა ნახევარმცველად რომ შემოიყვან ეს რა არის?
ამ კთხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ,არადა დიდი ხანია ძაან ფეხბურთით ვცხოვრობ მეც უმეტესი თქვენთაგანივით
Lobotka
23 ივნისი 2024 12:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული