ისევ ჩეხეთის წინააღმდეგ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...

AutoSharing Option
7 სექტემბერს "ერთა ლიგას" ჩეხეთის მასპინძლობით დავიწყებთ. ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებს მათთან ნათამაშები არ ჰქონდა, მოკლე დროში კი მეორედ მოუწევს. ჩვენ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამოქვეყნდა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ისტორიული ქულის (1:1) მოპოვება და ამავდროულად, პარალელები დღევანდელ დღესთან გავავლოთ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა?..

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივრის სტადიონზე ყოფნით
უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქიდან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასეკის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გამოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში, მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა" (ამიტომაც, ახლა პირველივე წუთებიდან კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის თამაშით სცენარის შეცვლა უნდა შევძლოთ).

"კვარა" და "ჟორჟი"

Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია (სამწუხაროდ, ახლა "ლიონშიც" ვერ გამოიყენა).

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი, მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...

საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურ პრესინგს გვეთამაშნენ და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ, ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის მიგნებები

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს (პორტუგალიასთან ეს ნათქვამი დამტკიცდა, ლოჩოშვილმა ისევ ითამაშა და თერთმეტმეტრიანის მოპოვებით, ამჯერად გააამართლა), მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო მაინც ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორგი გველესიანმა მეტი (ესეც გამართლდა) ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაცია საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა (ახლანდელი სათამაშო ფორმისა და შინ თამაშიდან გამომდინარე, სასტარტოში ზივზივაძეს ველით).

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა (იმედი გვაქვს, თბილისში ეს შეიცვლება). საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...

პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებული არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ (დიახ, ჩვენც გავიმარჯვეთ). ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინარულ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ (იმ გოლმა საბოლოოდ მნიშვნელობა იმაზე შეიძინა, რომ ინგლისის ნაცვლად ესპანეთს შევხვდით). მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება, საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

მკითხველის კომენტარები / 101 /
მოლოდინი ესეთი მაქვს წავაგებთ იმიტომ რო ჯერ გვაკლია კიდე ჩეხეთამდე და უკეთეს გუნდებამდე ბევრი თუ მოვიგე ვიტყვი რო ვცდებოდიი იმედია ვცდები და დამტკიცებენ ბიჭები რო ძალიან მაგრრები არიან და პორტოგალიასთან მოგება დიდი აფიორა არიყო ....
სიმართლე
03 სექტემბერი 2024 11:10
7
დაგვღუპავს სანიოლი.
ქუთაისელი
03 სექტემბერი 2024 10:00
4
მოვიგებთ აუცილებლად

ფსონებში მკვეთრად ფავორიტი ჩეხეთია.
ლოგიკას ვერ ვიგებ :)
ერთი შეხედვით შემედგენლობა უკეთEსი ყავს, უკეთEს კლუბებში თამაშობენ. მაგრამ ეს ერთი სეხედვით. უბრალოდ დღეს ჩეხური ფეხბურთი უფრო ავტორიტეტულია და დიდი კლუბების ინტერესის სფეროში უფრო ხვდებიან. სულ ესაა მიზეზი.
თორე ბუდუ, ჩაკვე და ქოჩორა ეხლა მეორე ლიგის გუნდებში უნდა თამაშობდენ?

ევროზე ჩავტოვეთ ჯგუფში
და რა მიზეზია ეხლაც არ მოვიგოთ მიტუმეტეს სახში
ყველა ჩვენი ლიდერი ფორმაშია :)
d
03 სექტემბერი 2024 08:58
1
კიტემ თუ ბოლომდე ითამაშა
წარმატებების იმედი მაქვს
თენგო
03 სექტემბერი 2024 08:31
0
ვფიქრობ რთული თამაში იქნება. ფრე მგონია რეზულტატი. რატომ აქვთ ზოგს ასეთი აგდებული წარმოდგენა მეტოქეზე, ზოგი ჯორცხენებსაც კი უწოდებს. მეტოქე რომ დაამარცხო ჯერ უნდა დააფასო. ჩეხებს არ ჰყავთ ცუდი გუნდი და რატომ ხართ ასე დარწმუნებული რომ აუცილებლად მოვუგებთ და თანაც 2-0-ს
დავით 67
02 სექტემბერი 2024 23:54
2
ბს-ს! კი ბატონო ვინ დაგიშალა აზრის გამოხატვა. თამაშის შემდეგ გააკეთე კომენტარი აქ, ამ ჩემს კომენტარზე. ბეგი-ბეის მოხსენიება არ დაგავიწყდეს. რომელ ტექნიკურ ფეხბურთზე ლაპარაკობ, როდესაც 22ივნისს ბურთის ფლობის მაჩვენებელი 30-70% - ზე იყო. ტექნიკურ ფეხბურთის მოთამაშე გუნდებს ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი რომ აქვთ ეგ არ იცი?? კი ბატონო თუ მოვუგებთ ჩეხებს მეც და ყველას გაგვიხარდება რა თქმა უნდა. ბოდიშსაც მოვიხდი. მე ისევ ფრე მიმაჩნია ეს დაპირისპირება.მაგრამ მოგება მინდა.
დავით 67
03 სექტემბერი 2024 23:16
0
ზოგიერთები კი არა კონკრეტულად მე დავწერე ეგ სიტყვა, თუმცა პიროვნულად კი არა სტილით არიან ჯორცხენები, განსხვავებას მეგონა გაიგებდით დამატებითი ახსნის გარეშე. და რაც შეეხება იმას თუ რატომ არინ ჯორცხენები. იმიტომ რომ თამაშობენ ,,ბეი-ბეგი"-ს გახსოვთ ხომ საბჭოეთში მაგ სტილით მოთამაშე რამდენიმე გუნდი? ნიკ-ნეიმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ წესით უნდა გახსოვდეთ. ასე რომ მიუხედავად ასაკისა თქვენი დიდაქტიკური ტონი ამ შემთხვევაში უადგილოა და მე ისევ ჩემ აზრზე დავრჩები რომ ეგენი არიან ჯორცხენები და მაგ სტილით მოთამაშე გუნდს ტექნიკური ფეხბურთით ნერვები უნდა დააწყვიტო და გაამწარო, ეს უბრალოდ ერთ-ერთი და ძალიან ეფექტური ტაქტიკური ხრიკია მასეთი ფეხბურთის მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ თუ რა თქმა უნდა ტექნიკური არსენალი ამის საშუალებას იძლევა. ხოლო ჩვენ ბიჭებს არა მხოლოდ შემტევებს თითქმის ყველას აქვს დრიბლინგის და ბურთიანად კაცის მოტყუების ნიჭი. სწორედ ამოტომ მე მჯერა რომ მოვიგებთ, ხოლო თქვენ გეჯეროთ რომ ვერ მოვიგებთ, ეგ თქვენი ნებაა. ასევე თქვენი ნებაა რამდენად მოგწონთ და პატივს ცემთ ,,ბეი-ბეგის" მოთამაშე ჯორცხენებს
ბს
03 სექტემბერი 2024 10:01
3
ევროპაზე კიტეიშვილი არ გვყავდა ჩეხეთან და მაგიტომ ქონდათ ცენტრში უპირატესობა მაგრად ალაგებს ცენტრს კიტე და დიდი სივრცეებს უქმნის კვარას დაჩაკვეს
Tete1234
02 სექტემბერი 2024 23:51
0
იმედიანად ვარ და მგონია მინიმალური ანგარიშით მოვუგებთ. იმედია მაშინდელივით ბევრს არ ჩავაწოდებინებთ საჯარიმოში.
იბრუხ მართალი
02 სექტემბერი 2024 22:42
2
ნუ წუწუნებთ. მარტივად 2:0 წააგებთ ჩეხეთთან და დაიშლებით კუდამოძუებულები.
სანიოლს კიდე ციყვად გამოაცხადებთ
გენა
02 სექტემბერი 2024 18:32
35
ცავატანემ, ტუნ გნა ელი!
(ადმინ ნუ ბლოკავ, გინება არ არის!)
გენა-ჯან
03 სექტემბერი 2024 10:23
1
წააგებთ, დაიშლებით, შენ ქართველი არ ხარ? არა, მგონი გაბოროტებული და გადაგვარებული ქართველი ხარ, რაღაც არა მგონია სხვა ეროვნებისა იყო...
დათო
02 სექტემბერი 2024 22:15
0
სანიოლის ინტერვიუ
https://youtu.be/3PMscJzoDiM?si=siC3kR_hvMjjxE9R
რეალობა
02 სექტემბერი 2024 18:27
1
კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ფრიად საჭირო და სასარგებლო ფეხბურთელია. ამ თამაშში გვეყოლება!!! წარმატებები 'კიტეს' და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
02 სექტემბერი 2024 17:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული