შანსი რჩება - ისტორიული ქულა და მწვრთნელი, რომელიც საკუთარ თავს უმტკიცებს - მხარდაჭერა ლობჟანიძეს!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივარის სტადიონზე ყოფნით უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქედან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასე
კის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გმოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა."

"კვარა" და "ჟორჟი"

Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ, მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია.

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხებმა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური პრესინგი გვეთამაშეს და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის "მიგნებები"
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამრთლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორი გველესიანმა მეტი ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაციები საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა. საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...
პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც არ უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებულები არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინალურ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ. მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარდობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 77 /
მგონი უკვე დღესავით ნათელია თუ რა შეიძლება გახდეს პორტუგალიასთან იმ მინიმალური შანსის შექმნის საწინდარი, რომელმაც ეგებ ამჯერად მაინც გაგვიმართლოს- ბურთის ფლობა. სიგიჟედ ჟღერს ეს პორტუგალიასთან, თუნდაც მესამე შემადგენლობა დააყენონ,მაგრამ ვთანხმდებით თუ ისევ დავთმეთ ცენტრი გაგვგლიჯავენ. ჩეხეთი ძალიან ხისტი პრესინგით ახერხებდა მათ განეიტრალებას, ამას კი ჩვენ ვერ მოვახერხებთ, გამორიცხულია. ამიტომ, ბურთი ბურთი და ბურთი. შესაბამისად, ჰაერივით გვჭირდება კიტე და ძალიან სერიოზული ტაქტიკური ცვლილებები, ფაქტიურად ვაბანკივით- კონკრეტულად, მგონია რომ კიტე-ჩაკვე-ქოჩორასთან ერთად სიგუა-მექვაბიშვილი უნდა დააყენოს და ერთადერთ ნომინალურ თავდამსხმელად კვარა. ჩაკვე რეალურად კვარას ადგილს დაიკავებს, კიტე playmaker და დარჩენილი ტრიო საყრდენ და ცენტრალურ ზონაში იმოქმედებენ. თუ კიტე არ იქნება ორი საყრდენი ამ შეხვედრისთვის მაინც აუცილებელია ჩემი აზრით. ასევე, აუცილებლად გოჩო და ლოჩო სასტარტოში, გველესიანიც შეიძლება, რადგან უკიდურესად გადაღლილია ჩვენი ისედაც საწყალი დაცვის ხაზი. მოკლედ, იღბალი, მამარდა, პორტუგალიელთა ნაკლები მოწადინება და თამამი ტაქტიკური ცვლილებები გვჭირდება მოსაგებად.
ალექს
23 ივნისი 2024 14:17
4
ჭერისანერა და სტილი სახელების წარმოთქმის აშკარად დაინტერესებულზე მიუთითებს და არა იმაზე ნაკრებმა მოიგოს წააგოს. . . ვინაა შენი ეგ სიგუა საინტერესოა
ნაპოლეონი
23 ივნისი 2024 14:48
6
იმპერატორო, არ ვიცი ვინაა სიგუა და არც ეს ალექს ვიცი, მე რომ არა ვარ ნაღდია, სხვაა !
ალექს
24 ივნისი 2024 03:16
1
მე მაინც პირველ ჩვენებას მივაწვები: ა ჯგუფი) შოტლანდია-უნგრეთი დამმთავრდეს ფრედ ბ ჯგუფი) იტალია -ხორვატია, ან ფრე ან ხორვატიის მოგება. ც ჯგუფი) ინგლისი უგებს სლოვენიას; დანია სერბეთს ან ფრე. ჩვენი ჯგუფი) თურქეთი უგებს ჩეხებს. ჩვენ არ ვაგებთ პორტუგალიასთან.
ამ შემთხვევაში 2 ქულით გავდივართ.
ჰაჰა
23 ივნისი 2024 13:57
6
ნატოში უფრო ადვილად მიგვიღებენ ,ვიდრე ეგრე დალაგდეს
ნაპოლეონი
23 ივნისი 2024 14:50
3
პორტუგალიას მოგება არ ჭირდება ამიტომ აუცილებლად მოეშვებიან ასევე ძალიან დიდი რისკია ტრამვის და ეგ უკვე თურქებთანაც კარგად მიხვდნენ და როცა ქულა არ გინდა ამ რისკზე ჭკვიანი ნაკრები არ წავა და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ სიუხეშეც საჭიროა რომ მიხვახვედროთ სწორედ ამ რისკებზე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ თურქეთი ჩეხეთის დონის გუნდი იქნება თავისი ტამაშით პორტუგალია და სასწორზე არ დადებს და არ გარისკავს ფეღბურთელების მდგომარეობას ასევე ეცდება არ გადაღალოს ძირიტადი ბირთვი
მოკლედ იმედიმაქვს შანსი გვექნება ჯგუფიდან გასვლის
თუ ასე არ მოხდა არაუშავს ჩვენ ბიჭებს უდიდესი თავდადებისთვის მადლობა და სიამოვნებისთვის მარტო რად ღირს ასეთი დიდი გამოცდილების მიღება
წინ საქართველო
HK
23 ივნისი 2024 13:55
4
დიახ შანსი გვაქვს პორტუგალიის მოდუნებული მოტივაციით..პლუს ლეაო არ ეყოლებათ..იმედია კიტე ითამაშებს..გამოჩნდა რომ ცენტრი სუსტია..თუ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა სანიოლმა..ბიჭრბის მჯერა..ვიმსახურებთ 4 ქულას და გასვლას..ყველა ქართველი დღეს ფეხბურთით ვცხოვრობთ..იმედი გავქვს და მიდით ბიჭებო..
კიეზა
23 ივნისი 2024 20:51
2
შანსი არის, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც და როგორც ერთი ცნობილი გამონათქვამი მოწმობს - "არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ".

მსურს, ერთხელ მაინც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილო ჩვენი ნაკრების შემტევი სტილით თამაში, ლაღი და უდარდელი. გასაგებია, რომ ეს ვარსკვლავებით დახუნძლული პორტუგალიის ნაკრებია, რომელსაც ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს ახლო წარსულში მოპოვებული. გასაგებია, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა 700-800(ან მეტი) მილიონი ევრო ღირს, ჩვენი კი მხოლოდ 150-მდე და ისიც, რომ ამ ღირებულების 80% - მდე კვარაცხელიაზე და მამარდაშვილზე მოდის, მაგრამ ქართველი გენეტიკურადაა ძლიერ მოწინააღმდეგესთან უთანასწორო ბრძოლას ნაჩვევი და ამიტომ ეს ჩვენთვის არაა ახალი ან უჩვეულო მოცემულობა.

ახლა არაა დრო წნეხის, არაა დრო დაფიქრების, ორჭოფობის, შიშისა და ვაი-ვიშის - ახლა დროა თითოეულმა ფეხბურთელმა, რომელიც 26-ში მოედანზე გამოვა, გააერთიანოს და მოედანზე დატოვოს ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი აქობამდე დაღვრილი ოფლისა და გაწეული შრომის. ჩვენ კი გავერთიანდეთ, ვისაც როგორ და საიდან შეგვიძლია, გავამხნევოთ და მხარში დავუდგეთ ამ საამაყო თაობას, რათა მომავალი უფრო ნათელი და წარმატებული გვქონდეს. გამარჯვება და წინ საქართველო!!!
soc.press
23 ივნისი 2024 13:29
4
ნუ გიყვართ ტყუილები!! 2-3 გოლს თუ გაუტან პორტუგალიას შეიძლება გვეშველოს
გიო
23 ივნისი 2024 16:17
7
1-0, არ გყოფნის?DDDDDDDDD
ეეე
23 ივნისი 2024 16:51
4
მე ქუთაისიდან ვარ, 18-ში ას საფეხურიან კიბესთან დიდ ეკრანზე სხვა ქუთათურებთან ერთად ვუყურე თამაშს ჩეხებთან, წარმოუდგენლად დადებითი ატმოსფერო იყო. მხოლოდ ჩემ სუბიექტურ აზრს გამოვთქვამ. შუა ხაზი არ გვყავს - ზედიზედ 2 ზუსტი პასის გაკეთებაც გვიჭირს, დაცვა არ გვყავს - მამარდაშვილის იმედზე ვართ მთელი საქართველო, შეტევაში მიქაუტაძე დიდებულია, თუმცა დანარჩენისგან ამდენი მომენტის განიავება წარმოუდგენელია, ფიზიკურად გვიჭირს როგორც ყოველთვის. ჩემპიონატის დაწყებამდე ითქვა, რომ საქართველო ყველაზე სისტი გუნდია ევროზე, სამივე თამაშს წააგებს და ვერცერთ ბურთს ვერ გაიტანს, თუმცა თავდადების და ბრძოლის ხარჯზე ერთი ქულა უკვე ავიღეთ და 2 ბურთი გავიტანეთ (ისე 4 ქულა მაინც უნდა გვქონდეს - თურქეთთან ფრე ბოლო წუთებზე და ჩეხებთან გამარჯვება დამატებულ მე-5 წუთზე). მჯერა ჩვენი ბიჭების, რომ პორტუგალიასთან საუკეთესო თამაშს ითამაშებენ და ყველას გაგვახარებენ!!!
ჭიჭიკო
24 ივნისი 2024 00:18
2
გენაცვალეთ ქუთათურებო კახეთიდან კერძოდ ლაგოდეხიდან. საინტერესო გამოვიდა ეს ჩემპიონატი, მთლიანად ჯერ არსად არაფერი გარკვეული არ არის რამოდენიმე გუნდის გარდა და ყველას გვჯერა რომ ჯგუფიდან გავალთ.
T.q
24 ივნისი 2024 02:24
0
ყველაფერში გეთანხმებით, მარა შენგელიას ტრამვა აქო საიდან მოიტანეთ.
გიოს
23 ივნისი 2024 14:03
2
როგორც ვიცოდი, ჰქონდა და თუ მოირჩინა და მზად არის, მით უკეთესი და ბოდიშს ვიხდი.
გიო
23 ივნისი 2024 14:16
0
მეგონა უმადურობას აქვს ზღვარი, მაგრამ ამის ნაწარმოდების წამკიტხველი დავრწმუნდი, რომ ეს ზღვარი არ არსებობს. ეს სუფთად რუსული მენტალიტეტია იმ რუსლი ზღაპრიდან, - "ოქროს" თევსის" შესახებ ბაშვობაში, რომ საბჭოელები თავში გვტენდნენ.

ავტორ, ეტყობა ის გატეხილში გირჩევნია ყოფნა რაც გვაქონდა და აი იმას მისტირი და თუ კარგან მოინდომებთ ეგრეც იქნება. მიდით მოშორეთ სანიოლო და მოიყვანეთ თქვენი მწვრთელი, რომელიც მაგალითად ზივზივაძეს დააყენებს მიქაუტაძის ნაცვლად, და ასეთივე მიდგომები ექნება. მერე ერთმანეთშიც რომ ვერ შეთანხმედბოთ დააყარეთ ერთმანეთს.

ყელამდე ვართ თქვენი სიბრძნით, როგორც აქამდე და განაგრძეთ. ისევ იმ გატეხილ ვარცლში ვიქნებით. იმას აგინეთ ვის ხელშიც ასეთიშ ედეგი ჯერ არ ყოფილა.
აბა ჰე
23 ივნისი 2024 13:49
12
Ოქროს თევზი პუშკინის ზღაპარია და მსოფლიო ლიტერატურის შედევრს წარმოადგენს...
დავითი
23 ივნისი 2024 16:24
0
მესამე ტურში საქართველო ამარცხებს პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქებს, ამიტომ საუკეთესო მესამე ადგილოსანი ან ჩეხეთია ან საქართველო.
ჟორა გაბრიჭიძე
23 ივნისი 2024 16:53
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული