"ამ დროისთვის ევროზე საუკეთესო მეკარე მამარდაშვილია, მაგრამ..." - კავაზაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა, თავისი აზრით, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე დაასახელა და ასეთად საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი მიიჩნია.

"მამარდაშვილი ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარეა. მან სასტარტო მატჩებში თავი შესანიშნავად გამოიჩინა და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.

მაგრამ ჩემი აზრით, მეკარეები ნამდვილ ძალას კრიტიკულ სიტუაციებში ამჟღავნებენ, მაგალითად, პენალტების სერიას ვგულისხმობ.

იმედი ვიქონიოთ, რომ მამარდაშვილს ასეთ დიდ ტურნირებზე პლეი-ოფში თამაშის გამოცდილება ექნება", - ციტირებს კავაზაშვილს RB SPORT-ი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რატომ არ ჩერდებიან ღრუზინი რუსები ეს და პავლიაშვილი ვინმე რამეს ეკითხებაათ?
აბუ
14:25 24-06-2024
20
1964 წელს მოსკოვის ტორპედომ იმ გადამწყვეტ თამაშისას კარში ძირითადი მეკარე კავაზაშვილი არ დააყენა - გვიღალატებსო! ... და გავუდეთ 4 გოლი!
ტყაჩუ
12:42 24-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული