საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.
საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
25 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე, საქართველო-პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, "არენა აუფ შალკეზე" გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15
წუთი ღია იქნება, 17:15-დან იმუშავებს შერეული ზონა (Mixedzone).
25 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)
25 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)
13:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (გელზენკირხენი, "არენა აუფ შალკე")
18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)
nakrebi.ge