ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.
იტალიამ ხორვატიასთან ფრეს მიაღწია - 1:1. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: 54-ე წუთზე მოდრიჩის დარტყმული პენალტი დონარუმამ მოიგერია, თუმცა ლუკამ ერთი წუთის შემდეგ მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული, „სკუადრა აძურა“ შტურმზე გადავიდა და ბოლო წამებზე ანგარიში ძაკანიმ გაათანაბრა.
ესპანეთმა მეორე შემადგენლობით 1:0 მოუგო ალბანეთს.
პირველ ადგილზე 9 ქულით ესპანეთი გავიდა, 4 ქულით მეორეზე იტალიაა, 2 ქულით მესამეზე - ხორვატია, 1 ქულით კი მეოთხეზე - ალბანეთი.
-decoration: underline;">ლაიფციგი. „ლაიფციგ სტადიუმი“. 38 322 მაყურებელი
ხორვატია - იტალია 1:1გოლები: 1:0 მოდრიჩი (55), 1:1 ძაკანი (90+8)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (54)
დიუსელდორფი. „დიუსელდორფ არენა“. 46 586 მაყურებელი
ალბანეთი - ესპანეთი 0:1გოლი: ფერან ტორესი (13)
. 38 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპირველობებზე გოლი გაიტანა.
. წინა შეხვედრასთან შედარებით, ესპანელთა სასტარტო შემადგენლობა 10 ფეხბურთელით შეიცვალა - ძირითადში მხოლოდ ემერიკ ლიაპორტი დატოვეს.
. 38 წლის ხესუს ნავასი ყველაზე ასაკოვანი ესპანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა.
ზუსტად ეგ კლასი გვაკლია ჯერ, იმისთვის რომ ესეთი შანსები გამოვიყენოთ!
..... :( ზღაპარია, მაგრამ ხომ კაი ზღაპარია?