მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

Sportall.Ge

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

Sportall.Ge

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 86 /
ვიყოთ რეალურები და ბრძოლა დაგვანახეთ დანარჩენს ნუ ვმარჩიელობთ ,პ.ს 1/8 ჩვენი დონის გუნდი ?
ტატო
25 ივნისი 2024 14:53
2
ტყუილად ვბლატაობთ. გურამ კაშია და მექვაბიშვილის დონის მოთამაშეებით პორტუგალიასთან რა ვიცი..
3:0 იქნება ანგარიში.
ვაჟა
25 ივნისი 2024 14:16
12
როგორ არ მინდა რომ გეთანხმებოდე, მაგრამ რეალობა ეგაა.... ძალიან არ მინდა მაგრამ ვიცი რომ დიდი ანგარიშით წავაგებთ
დავითი
26 ივნისი 2024 09:46
2
ძალიან დაბალი დონის ანალიზია, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რას წერ. ასევე არ შეიძლება ამ საიტის მგლობელმა რომ გადახედოს ჟურნალისტების ბოდვას და ისეთ ხალხს მისცეს სტატიების წერის საშუალება, ვისაც კომპეტენცია აქვს. ან სპორტის სამინისტრო რატო აფინანსებს ესეთ ვაი ჟურნალისტებს?!!!
სტატიის ავტორს
25 ივნისი 2024 14:11
16
ბავშვების თავიდანვე ფიზიკური აღრზდა აუცულებელია 17 -18 ასაკში მზად უნდა იყოს თანამედროვე ტემპის გაძლების
bd
25 ივნისი 2024 13:35
2
მიქაუტაძე შედეგიანია და ეხლა ბუდის რო მოიაზრებთ გასულები ვართ და რიგითი თამაშია თუ რა ხდება.არაა ბუდუ ჟორჟოზე უკეთეს ფორმაში შეცვლაზე კი ბატონო
Ika77 2
25 ივნისი 2024 13:30
4
კვარაცხელია თუ ძირითადშია შანსი არ გვაქ,როგორც ყველა თამაშზე ახლაც ერთით ნაკლები იქნება გუნდი
ასეა
25 ივნისი 2024 12:51
50
ჩეხჯები თურქებს დაამარცხებენ. ამის 2 მთავარი მიზეზი არის:
1. ჩეხეთის მწვრთნელი ჰაშეკი გაცილებით უფრო გამოცდილი და ჭჯვიანია, ვიდრე თურქების მონტელა;
2. თურქები მეორე ტაიმში ვერ დარბიან. ჩეხები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები.
ამიტომ ფრე პორტუგალიასთან საკმარისი არ არის.
რეალობა
25 ივნისი 2024 12:47
8
იქნებ ეცადა ამ დაბდურ სანიოლს ჩაკვეს და ზუკას ერთად დაყემნება ფორვარდად კვარასი-ბუდუ კი მერე შეცვლაზე გამოეყვანა მაშინ შემადგენლობა ასეთი იქნებოდა:
მამარდა-გველესიანი, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორა, კიტე, ჩაკვე, ზუკა, კვარა
ეს იქნებოდა 1-5-4-1 ამით ცენტრსაც გავამაგრებდით ორი საყრდენით და საჭირო დროს კარდაგაც შევუტევდით ორი სწრაფი ნახევარმცველით (ჩაკვე და ზუკა) და იქნებ კვარაც ცენტრში გადმოწევა უკეთესი იყოს და შედეგიანი. ბუდუ კაი თავდამსხმელია, მაგრამ ბურთი თუ არ მიუტანე კარის სიახლოვეს რაც ასე გვიჭირს მისი ყოფნა მოედანზე არაპროდუქტიული იქნება
inviz9
25 ივნისი 2024 12:34
10
სხვადასხვა და ფორმალურ თემაზე დაკომენტარებებს ჯობია ის დაწეროთ, როგორ ვითამაშოთ, რა შანსი გვაქვს, ეს მონაცემები რას გვაძლევს, რაც აქ წერია
ზვიადი
25 ივნისი 2024 12:29
1
საქართველოს უკვე ჰქონდა ციდან ბოძებული შანსი ჩეხებთან, ბოლო წუთზე და ეს შანსი იმ თმაშეღებილმა კლოუნმა ისევ ცას დაუბრუნა საახალწლო პეტარდასავით.
პორტუგალიასთან რაიმე შანსებზე საუბარი მხოლოდ გულუბრყვილობაა, იმდენად აღემატებიან ჩვენს გუნდს.
რაღაც ძალიან შევიცოდეთ ეს ვაიფეხბურთელი ლობჟანიძე და ნამეტანი ვეფერებით ვერგატანილი გოლის შემდეგ. არადა უამრავ ისეთ სიტყვას იმსახურებს, ყურში რომ არ შეიშვება.
პირადად ჩემთვის, ეგ ტიპი იმ 84 სულგაყიდულის გვერდით დგას, რუსულ კანონს ხმა რომ მისცა. 85-ე ყორღანაშვილია.
აი ასე
25 ივნისი 2024 12:27
36
გეთანხმები. ტიპმა მერვედფინალის საგზური დაგვაკარგია და ამათმა ლამის ეროვნულ გმირად აღიარონ. კაი, ნუ გალანძღავ, მაგრამ პატარა ბიჭი რომ უყურებს თამაშს და მერე კითხულობს ამ "ჰუმანურ" აზრებს, იმაზეც იფიქრეთ. ანუ შეცდომა მოსულა? იქნებ ომის დროსაც მოსულა და გადამწყვეტ მომენტში "ჩასვრა"-ც მოსულა?
მწარე
26 ივნისი 2024 10:49
1
დავითს76.
რა უნდა გამოასწოროს, მეგობარო,ეგ ან გაქვს ან არა,4 შანსიდან 1 რო გამოიყენებ,ეგ ნიშნავს რო არ გაქვს.გოლის გატანა მიქაუტაძის და ზივზივაძის საქმეა ჩვენ ნაკრებში რასაც ვუყურებ,ცივსისხლიანები არიან.დავითაშვილს,ლობჟანიძეს ჭირდებათ უამრავი მომენტი რომ გაიტანონ,ვინ მოგცემს ევროპის ჩემპიონატზე ამდენ შანსს,იგებს ის ვინც ერთიდან ერთს იყენებს,საქართველოს ჩემპიონატი ხო არ არის.ქოჩორაშვილს ,მაგალითად,რომ ეცლია მიქაუტაძისთვის თურქეთთან,დარწმუნებული ვარ,გაიტანდა გიორგი გოლის,გატანა მიქაუტაძის საქმეა,აცალე რა შე კაი კაცო.
გიო
25 ივნისი 2024 20:16
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული