მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

Sportall.Ge

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

Sportall.Ge

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 86 /
ფეხბურთი არის შანსების გოლად გარდაქმნა, დაცვაში კარგი თამაში, ხოლო შეტევაში დარწმუნებული ვარ გვექნება მომენტები და უნდა გამოვიყენოთ
123
26 ივნისი 2024 12:40
1
გუშინდელი თამაშების შემდეგ მათემატიკა ისე დალაგდა, რომ პორტუგალიასთან ფრის შემთხვევაში გადარჩენის არანაირი თეორიული შანსიც კი აღარ გვრჩება. ასე რომ, ვიგებთ და 100%-ით გავდივართ, თუ არა და სად მივდივართ - სახლში. აქ კიდევ ის არის ძლიერ ნიშანდობლივი, რომ ჩვენი მოგების შემთხვევაში უნგრეთი 100%-ით იძირება და აბა, თუ გამოიცნობთ - ვინ არის დღეს ჰუნ-მადიართა ტომის ნომერ პირველი მტერი და დამაქცევარი ამ ბურთივით მრგვალ დედამიწაზე? დიახ, ვიკტორ ორბანის ვითომ და ტურფა მეგობარი Grúzia, ასეა ეს! უფალი ხარხარებს და მოდით, ჩვენც ავყვეთ: ჰა-ჰა-ჰა...
ელიასი
26 ივნისი 2024 12:03
13
წავიკითხე კომენტარები. და გული მწყდება ზოგის რომ არ ჩლჯერა ჩვენი სამშობლოსი რომ ბიჭები იბრძოლებენ. რატომ წერთ უეჭველი წავაგებთ, ისა ესა და რა არის ამდენი უიმედობა. ჩვენი ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, ხან გამოდის ხან არ გამოდის რაც გვინდა. იმას ხომ ვერ ვიტყვით რომ შეგნებულად გაააკეთეს და ასე შემდეგ. ეს პესიმიზმი რა არის თქვე დალოცვილებო. ჩვენი დამპყრობლები რომ მოდიოდნენ ჩვენ ასაოხრებლად, 5 ჯერ მეტი რაოდენობით. უნდა ჩავნარებულიყავით? ყველა ბრძოლობდა ბოლომდე და ამოძრავებდა სამშობლოს სიყვარული. დღესაც რაკი პორტუგალიას ვსიო??? გულით მჯერა რომ მოვიგებთ და კიდევ ერთხელ გავაკვირვებთ ყველას. ბოლომდე რომ დაიხარჯებიან ბიჭები ამაზე საუბარი არც უნდა იყოს. გვფარავდეს უფალი.
ბექა
26 ივნისი 2024 11:49
2
დიდი ანგარიშით წავაგებთ სამაგიეროთ ძაან გამოცდილებას მიივიღებთ გვეცოდინება რა დონეზე უნდა ვითამაშოთ სანაკრებო თამაშები.
dew
26 ივნისი 2024 11:16
13
ნაკრები უმაქნისი კვარაცხელიას გარეშე
!!
26 ივნისი 2024 13:02
40
ისტორიაში არ გვყავს თავდასხმელი რომელმაც ტოპ ხუთში ითამაშა საერთოდ და მითუმეტეს გაეტანოს 11 გოლი ნახევარ სეზონში . ანუუ ფორმაში მყოფი დასვა ამ დროს მიქავთაძე .ერთადერთი შენიშვნა შეიძლება იყოს რომ შეშვება შეცვლაზე მოხდე 20 25 წუთით ადრე და არა 10 ით ან 5 ით მაგრამ ესეც დაძაბული გარემოს ბრალია დაგვიანება ზოგადი გარემო ემოციების რაც პირველად ხდება . სანოლი ზიდანს არ ესაუბრებოდა წლები მსოფლიოს მერე მისო საქციელის გამო და არამგონია მორალი ვინმემ წაუკითხოს ადამიანობაზე ქცევებზე .ადამიანმა რომელმაც მსოფლიო ფინალი ითამაშა და ბურთს ღეჭავდა უმაღლეს დონეზე ისე ფლობდა მახსოვს
დავითი
26 ივნისი 2024 10:42
3
3ით 0ს რომ მოვუგებთ პორტუგალიას მერე ხვიჩა რომ დუბლს შეუგდებს, მერე დაეშვებიან მიწაზე. ძალიან აბლატავდნენ ეს პორტუგალიელები
დათვი
26 ივნისი 2024 11:40
0
იქნებ ეცადა ამ დაბდურ სანიოლს ჩაკვეს და ზუკას ერთად დაყემნება ფორვარდად კვარასი-ბუდუ კი მერე შეცვლაზე გამოეყვანა მაშინ შემადგენლობა ასეთი იქნებოდა:
მამარდა-გველესიანი, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორა, კიტე, ჩაკვე, ზუკა, კვარა
ეს იქნებოდა 1-5-4-1 ამით ცენტრსაც გავამაგრებდით ორი საყრდენით და საჭირო დროს კარდაგაც შევუტევდით ორი სწრაფი ნახევარმცველით (ჩაკვე და ზუკა) და იქნებ კვარაც ცენტრში გადმოწევა უკეთესი იყოს და შედეგიანი. ბუდუ კაი თავდამსხმელია, მაგრამ ბურთი თუ არ მიუტანე კარის სიახლოვეს რაც ასე გვიჭირს მისი ყოფნა მოედანზე არაპროდუქტიული იქნება
inviz9
25 ივნისი 2024 12:34
10
ამაზრზენი ნაც-ქოცური კომენტარებია, პოლიტიქა იქეთ იყოს, მაგრამ წინა 2 თამაშში ბუდუ ძალიან დაგვაკლდა, ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო მისი არ შეშვება,არ ვიცი, იქნებ მიქაუტაძე ჯობდეს ზივზივაძეს ზოგიერთ ასპექტში, მაგრამ დაღლილს რომ დასვენებული ჯობია, თანაც ცვლილებებს რომ თავისი ტაქტიკური ეფექტი აქვს, ეს ხომ არ ახალია. შედარებისთვის, მიქაუტაძე უფრო სხარტი და მობილურია, მაგრამ ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ანუ მარტო კარს ხედავს და არა უკეთეს პოზიციაში მყოფ პარტნიორებს, ეს წინა მატჩებში გამოჩნდა, ბუდუ ტანმაღალია და მეორე სართულზე უკეთესია და გუნდურ ფხბურთს თამაშობს, გავიხსენოთ თუ როგორ უპასა კვარაცხელიას მაკედოიასთან. ორივე მატჩში ძალიან ცოტა დაგვაკლდა, ის ცოტა კი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. იმედი მაქვს დღეს უნდა გავიმარჯვოთ, გაუმარჯოს საქართველოს!!!
მინდია
26 ივნისი 2024 12:32
9
ცვლილებები რატომ ხდება ფეხბურთში თუ იცი? თუ არ ათამაშებდნენ, ტურისტად წაიყვანეს? ჯეჯე , უცნაური ლოგიკა გაქვს შენ გენაცვალე
მინდია
26 ივნისი 2024 13:54
1
ჟორჟზე და ზივზივაძეზე უფრო მეტად, მე ვარ დასვენებული ჩემო მინდია. შენი ლოგიკით, მე ხომ არ გავიდე მოედნაზე?
ჯეჯე
26 ივნისი 2024 13:33
2
თანაბარი ქულების შემთხვევაში ერთ ჯგუფში ადგილებს ურთიერთშეხვედრა წყვეტს ხო და არა ბურთები? ანუ დაუშვათ მოვუგეთ პორტუგალიას, მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს თუ ასეთ დროს ნებისმიერ ვარიანტში მესამეზე გავალთ და ესპანეთთან მოგვიწევს? იმაზე არ მაქვს ლაპარაკი ჩეხეთმა მოუგოს თურქეთს ერთი ბურთით და ჩვენ პორტუგალიას მეტი ბურთით.
საქართველო
26 ივნისი 2024 10:42
0
რა თქმა უნდა წავაგებთ.
შემადგენლობა ასეთი მგონია: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, კაკაბაძე, შენგელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, გელა გუგზარაშვილი.
გენა
26 ივნისი 2024 11:52
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული