პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.
ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.
"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.
კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.
სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.
გამარჯვება, საქართველო!
კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;
პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო
მსაჯი: შარერი (შვეიცარია)
ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
ამ ჩემპიონატმა უკვე გვიჩვენა, რომ სერიოზულად უნდა გაუმჯობესდეს:
- ფიზიკური მომწადება!
- პრესინგი, პრესინგი და პრესინგი!
- უბურთოდ მოძრაობა!
- მრავალკომბინაციური ფეხბურთი!
- შანსების გამოყენება ანუ კლასი!
როცა მეტოქეს ბურთს გამოგლეჯ და ეგრევე დაკარგავ, როცა მინიმუმ 5-6 გადაცემის გაკეთება არ გამოგდის, როცა ვერც ართმევაში და ვერც შეტევაში 90 წუთი ინტენსიურ პრესინგს ვერ თამაშობ, მაშინ მაღალ რეზულტატებს ვერ მიაღწევ.
ამ თვისებების განვითარება კი ბავშვობიდანაა საჭირო! ბავშვთა აკადემიაებში თუ არ ასწავლეს ეს ყველაფერი, მერე სულ რომ ანჩელოტი იყოს ნაკრების მწვრთნელი, უკვე გვიანია.
ფედერაციამ უნდა შეკრიბოს ყველა ბავშვთა აკადემიის უფროსები და მწვრთნელები და შეიმუშაონ შემდები 10 წლის განვითარების გეგმა, სადაც ამ კომპონენტებს დაეთმობა ცენტრალური როლი!