რობერტო მარტინესი: საქართველოს გამარჯვება სჭირდება - რონალდო სასტარტოში იქნება

AutoSharing Option
ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა:

„მორიგი მოგებისთვის ვემზადებით გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება. ესაა პორტუგალიური ფეხბურთის სახე. იმიჯის გაუმჯობესებისთვის ვიბრძოლებთ. არ მიყვარს შემადგენლობის სერიოზულად გადახალისება, ჩემი მიზანი არა რევოლუცია, არამედ მოედანზე კონკურენტუნარიანი გუნდის გაყვანაა. ამიტომ წამყვანი ფეხბურთელები თამაშს თავიდანვე დაიწყებენ. ეს პირველ რიგში მეკარეს ეხება. დიეგო კოსტა სასტარტოში იქნება, ისევე, როგორც გუნდის კაპიტანი რონალდო. ეს მნიშვნელოვანია. ყველა კარგ ფორმაშია. გონსალუ რამუშმა, ნუნო მენდეშმა და დიეგო ჟოტამ ივარჯიშეს, თუმცა 90 წუთი სათამაშოდ მზად არ
არიან.

მოსამზადებელ პერიოდში ხუთი მატჩი ჩავატარეთ და ბევრმა დამარწმუნა, რომ ფორმაშია. ხვალ ისინი შანსს მიღებენ. ეს შერეული შემადგენლობა იქნება. ზოგიერთს დასვენების საშუალებას მივცემ.

ჟოაო ფელიქსთან ჯერ არ მილაპარაკია და მასზე ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის მინდვრის ოცდასამივე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. თითოეულმა იცის საკუთარი როლი, სათამაშო სტრატეგია და თავის წარმოჩენა შეუძლიათ. მივაღწევთ თუ არა ესპანეთის დონეს? ზრდა ყოველთვის გამარჯვებებით უფრო ადვილია“.

altსაქართველოს მეტი სურს! - იქნება თუ არა რონალდო და მიქაუტაძე, რომელმაც შევჩენკოს შედეგი გაიმეორა...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ესპანეთის დონემდე უნდა გავიზარდოთო. ჩვენ მოგვიგია იმ ესპანეთთან, რომელსაც გულისხმობს. ის თამაში ამხანაგური იყო, მაგრამ არც დღევანდელ მეტოქეს აქვს მაგ ესპანეთზე მეტი მოტივაცია. ჩვენ კი - მოტივაციაც მეტი გვაქვს და შემადგენლობაც - ბევრად ძლიერი. შეუძლებელი არაფერია! ისტორია უკვე დაიწერა და ჩვენ ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს ისტორია! ღირსებით და დიდებულებით გავაგრძელოთ! ყველაფერი თქვენს ხელთაა, ლომებო! უნდა გაგვახაროთ, დღესასწაული უნდა გაგრძელდეს!!!
ქომაგი
26 ივნისი 2024 09:55
3
ლობჟანიძეს თუ ათამაშებენ აუცილებლად გავიმარჯვებთ
სიმართლე
26 ივნისი 2024 11:09
4
გული მიგრძნობს, რომ ჩვენთან თამაში ბოლო იქნება ნარცისი რონალდოსთვის ამ ევროზე
ორდე
26 ივნისი 2024 09:51
9
თუ გააზრებული გაქვს პორტუგალია გასულია და მინიმუმ 1 კიდევ ითამაშებს,რას გულისხმობ ბოლო თამაშში ჩვენი ბიჭეები დაამტვრევენ, ღმერთმა არ ქნას, მოგწონს თუ არა რონალდომ ეპოქა შექმნა, ისტორიაში შევიდა, რა ადამიანია არ ვიცი , მაგრამ სპორტულ მწვერვალზე რომ არის ფაქტია....
გუსანი
26 ივნისი 2024 11:11
1
რობერტო შმარტინესი ვინ არის, ასეთი მწვრთნელი პირველად მესმის, შმობერტო შმარტინესი :))))
სად არის?
26 ივნისი 2024 09:27
6
რობერტო მარტინესი კი არა, რპბერტ მარტიროსიანი, შენი უბნელი, თბილისსკი, ვერა ცნობ?
.
26 ივნისი 2024 10:01
0
დაიცა, დაიცა, ეს ელიავაზე, რვა ნომერი ბუდკის გაზავიკი "ჟორა" არ არის? ქვაბებს რომ ამონტაჟებს. რაო შენგენშია- იქ დარჩო და ახლა სბორნის ტრრენერია? ბეგლეცი არ არის? და პასპორტი როდის მოასწრო? ახ, პორტუგალიაში როდის გაასწრო?

აუ ტიპებს, რა უმართლებს. მე პური ვერ მიყიდია და ეს პრესკონფერენციაზე ბლატაობს იქიდან, პორტუფალიის სახელით. საღოლ ჟორა, მაგარი პრიჟოკია
ვახ ჩემი ბედი.....
26 ივნისი 2024 06:59
2
რაო რა ქვიაო? რობრტიო? დაიცა ეს ლიოვა არ არის ჩვენი ჟეკის სატექნიკი?
კოპიო ლიოვაა - რა რობერტი! , ამან შემიცვალა სმესიტელიც და ბაჩოკის სლივის სისტემა უნიტაზში, თან ისე, რომ ცენტრალნი ვინტილი არ ჩაუკეტავს, ისიც გგაფუჭებული იყო. ნაღდი მასტერია, ბევრსაც არ იღებს, უს სნოსად.
მაგჰრამ "ჩარტყმა" უყვარს, სულ ბუხოია და აუუუ, თუ დაიწყო რამდენს ბაზრობს, ყურებს ჭედავს.... მაგრამ მაგარი ხოხმაც არის, თავისი პაპისდროინდელი რაზვადნო კლუჩით, ისე მაცინა ჩემი შვედსკი კლუჩი ვუფეშქაშე.

რობერტა არა და ბერტა კიდევ, ლიოვააა რა, ფაიზაღი
არ ვიცოდე მაინც
26 ივნისი 2024 06:35
2
ჟოტა სასტარტოდან არ იქნება,ეს უკვე კარგია და შანსი იმისა რო დიდი ანგარიშით არ წავაგოთ. მარა რათ გინდა,რონალდუ დაიწყებსო ე.ი. გოლების დაგროვებას ჩვენთან აპირებს ეგ ჩემისა,ეგ ცხოველია და იზავს მაგას.
ისე მაგარი ღადაობა იქნება,ბუდულია თუ ათამაშა სასტარტოში და გავნადგურდით,სანიოლიმ რო გითხრათ,დაგიჯერეთ თქვე ბრიყვებო და გავნადგურდითო. ხო ვიცი,დააყენებს სასტარტოში და იტყვიან,ზეწოლამ გაჭრა და დავაჩმორეთ ვილიო. ეჰ,მაგარი სეირნობა თამაში იქნება რეალურად,თავსაც არ მოიკლავენ,მარა არც წააგებენ ამ თამაშს პორტუგალიელები.
იასონას უდარი
26 ივნისი 2024 05:42
2
პორტუგალიიასთან გამარჯვება კაია, მაგრამ რონალდუთი მაინც სულ სხვაა. პლეიოფი თუ გვიმდა რონალდუიან პორტუგალიას უნდა მოვუგოთ!
irakli81
26 ივნისი 2024 01:28
1
მარტიმეს თევზები რას ფიქრობენ თუ იცი? ვინები მოვიდნენო? ჩვენი ლომები მაქ არიან და დარწმუნებული ვარ თამაშის შემდეგ პრესკომფერენციაზე ნირწამხდარს გნახავ. ღმერთო დალოცე და დაიფარე საქართველო. ღმერთი ჩვენსკენ
roma bejanidze
26 ივნისი 2024 01:20
8
ამას ..გ ხო არა აქვს?
ნუ რას იტყოდა პრინციპში.
და ეს პრესკონფერენციები გასაუქმებელია.
წინასწარ იცი რას იტყვიან.
ვნახოთ,მეტოქეს პატივს ვცემთ,მოედანზე ვნახავთ და ა.შ.
Levani
26 ივნისი 2024 00:17
2
იცის სხვა გუნდთან გატანის ერთი ადგილი არ ააქ და.
ეეე
25 ივნისი 2024 23:56
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული