ომარ თეთრაძე: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსი აქვს

AutoSharing Option
„საბურთალოს“ ყოფილმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსები შეაფასა:

„პორტუგალიამ ჯგუფიდან გასვლის ამოცანა უკვე გადაჭრა, ამიტომ შეიძლება ითქვას, მათთვის საქართველოსთან მატჩი სავარჯიშო თამაში იქნება. პორტუგალიელები ძირითადის ფეხბურთელებს დაასვენებენ და თავის გამოჩენის შესაძლებლობას სათადარიგოებს მისცემენ. თუმცა, მე ნაკლებად მჯერა, რომ პორტუგალია მთლიანად მეორე შემადგენლობით ითამაშებს. მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელი შეიცვლება, რადგან დასვენება ყოველთვის არ იძლევა სარგებელს. მოთამაშეები კარგ კონდიციებში იმყოფებიან და დიდმა შესვენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც იტყვიან, ყველაფერი მათ ხელშია. ეს სამი ქულისთვის თამაშია,
რომელიც საქართველოს ჯგუფიდან მესამე ადგილით გაიყვანს. თუ საქართველოს ნაკრების გასულ ორ შეხვედრას განვიხილავთ, მე ვთვლი, რომ გუნდმა ღირსეულად ითამაშა, მაგრამ ეს პორტუგალიის დასამარცხებლად საკმარისი არაა. ვიცი რა საქართველოს ნაკრებისა და ყოველი ფეხბურთელის პოტენციალი, თუ ბოლომდე დაიხარჯებიან, მაშინ გამარჯვების შანსი აქვთ“, - განუცხადა თეთრაძემ „ჩემპიონატს“.

altხვიჩა კვარაცხელია: მოსაგებად გავალთ - პორტუგალიასთან მაქსიმუმს ვეცდები

altვილი სანიოლი: პლეი-ოფში გასვლის შანსი გვაქვს - ბუდუ? ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა

მკითხველის კომენტარები / 1 /
იცის ომარამ და თუ გინდათ შეე კითხეთ.


20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული